ბოლო 5 წელიწადში ვენახის მოვლის ხარჯი გაორმაგებულია

ბოლო 5 წელიწადში ვენახის მოვლის ხარჯი გაორმაგებულია

access_time2021-09-10 11:00:18

სტიქიის მიუხედავად, წელს კახეთში ყურძნის უხვი მოსავალია. ფასი თითქმის წინა წლის ანალოგიურია და ქარხნები ყურძენს უკვე აქტიურად იბარებენ. ,,კომერსანტი“ დაინტერესდა, რა უჯდება, საშუალოდ, 1კგ. ყურძნის მოყვანა გლეხს და რა განსაზღვრავს, რეალურად, ყურძნის ფასს. ყურძნის ფასსა და გაწეულ ხარჯთან დაკავშირებით გვესაუბრა წინანდლელი მევენახე ოთარ ბერძენიშვილი, რომელიც 30 ტონა მოსავალს ელის და სეზონზე 15-20 ადამიანის დასაქმებასაც ახერხებს.


როგორც მევენახე აღნიშნავს, 1 კგ. ყურძნის მოყვანის ხარჯი 60 თეთრს აღწევს, როცა ეს მაჩვენებელი 4-5 წლის წინ 30-35 თეთრის ფარგლებში მერყეობდა. მისი თქმით, ფასზე დიდწილად არის დამოკიდებული აგროღონისძიებები. კარგად ჩატარებული სამუშაოს წყალობით შეიძლება, ერთი ჰექტრიდან 10-12 ტონა ყურძენი მიიღოს გლეხმა. მაგრამ ერთი ოპერაციაც რომ ჩავარდეს, იმავე ერთმა ჰექტარმა ვენახმა შეიძლება 3 ტონაზე მეტი ყურძენი ვერ მოგვცეს.


,,შეიძლება დანახარჯი ერთი და იგივეა, მაგრამ მოსავალი თუ მაღალი არ არის, თვითღირებულების გამოთვლა ასეთ შემთხვევაში რთულია. ამიტომ ხდება საშუალო მოსავლიანობის (რომელსაც ერთ ჰექტარ მიწაზე ველოდებით) და საშუალო ღირებულების (რაც აგროღონისძიებებზე შეიძლება დაიხარჯოს) დადგენა. ხარჯი, რაც 1 ჰა ვენახის მოვლას სჭირდება, დაახლოებით 5000-6000 ლარის ფარგლებშია. 5-6 წლის წინ ეს მაჩვენებელი 3 000 ლარს შეადგენდა, მაგრამ ამ პერიოდში მოიმატა როგორც შესაწამლი პროდუქციის ღირებულებამ, ასევე დღიური შრომის ხარჯმაც, რამაც საბოლოოდ თვითღირებულების ზრდა გამოიწვია. საბოლოო ჯამში, მევენახის დანახარჯი 1 კგ. ყურძენზე, 50-60 თეთრის ფარგლებშია. ყველაზე მეტი ხარჯი უკავშირდება შეწამვლას, მინიმუმ, 8-ჯერ არის საჭირო, ხოლო თითო პროცედურის ღირებულება 1 ჰა ვენახისთვის 250-300 ლარის ფარგლებშია. ძვირია ასევე დღიური შრომის ხარჯი, ერთი მუშის შრომის ანაზღაურება 40 ლარზე ნაკლები არ არის, რაც საბოლოოდ თვითღირებულებაზეც აისახება“, - ამბობს ბერძენიშვილი და დასძენს, რომ ჩვენთან წამყვანი ყურძნის ჯიშებია რქაწითელი და საფერავი, რის მიხედვით ხდება დიფერენციაცია.


,,ყველა თეთრნაყოფიანი ყურძენი დაახლოებით რქაწითლის ფორმით გადის. თუ ეს არის მოსავალი 10 ტონა ჰექტარზე, რქაწითლის შემთხვევაში ხარჯი გამოდის 50 თეთრამდე კილოგრამზე. თუ ეს არის საფერავი, სადაც მოსავალი არის 7-8 ტონა, დანახარჯები შედარებით მეტი იქნება, ამიტომ, თვითღირებულება, შესაძლოა, მეტი იყოს - მაგალითად, 60 თეთრი. თუკი დროულად და ხარისხიანად შესრულდება საჭირო ღონისძიებები: წამლობა, მწვანე ოპერაციები, გასხვლითი ღონისძიებები, წვერის გადაჭრა და სხვა, შედეგიც თვალსაჩინოა, შეიძლება ჰექტარმა ვენახმა ასეთ შემთხვევაში 13-14 ტონა ყურძენი მოგცეს“, - ამბობს კახელი მევენახე.



შეგახსენებთ, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 250-მდე ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში.


მიმდინარე წლის 8 სექტემბრის მონაცემით, 85-მა კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის განხორციელების მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი. რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს.


დღეისთვის კახეთში გადამუშავდა 57 ათას ტონამდე ყურძენი, რაც თითქმის 4-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს - 2020 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით კახეთში 13 ათას ტონამდე ყურძენი იყო გადამუშავებული.

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up