„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის მშენებლობა დასრულდა

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის მშენებლობა დასრულდა

access_time2021-09-10 11:37:54

რუსული „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალეკსეი მილერმა პარასკევს, 10 სექტემბერს დილით განაცხადა, რომ მოსკოვის დროით 8:45 საათზე გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი–2“ მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ კომპანიის Telegram-არხზეა ნათქვამი.



მანამდე, 6 სექტემბერს გაზსადენის ოპერატორმა კომპანიამ Nord Stream 2 AG განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში უკანასკნელი მილი შეადუღეს.
სააგენტო Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით 8 სექტემბერს წერდა, რომ რუსული გაზსადენით საწვავის გადატვირთვა 1–ელ ოქტომბერს დაიწყება.
ამასთან, ხუთშაბათის, 9 სექტემბრის ვაჭრობებზე ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასმა მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყარა და 1000 კბ/მ–ის ღირებულებამ $700–ს მიაღწია. ანალიტიკოსები ამ ფაქტს ევროპის საცავებში გაზის მარაგების სიმცირეს უკავშირებენ.


აშშ–ის კომპრომისი და კიევის პროტესტი


ივლისის შუა რიცხვებში აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აღიარეს ამ რუსული პროექტის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა, 21 ივლისს ლიდერებმა დაალაგეს კონფლიქტი და გაზსადენთან მიმართებაში შეთანხმდნენ: აშშ არ დაუწესებს სანქციებს Nord Stream 2 AG–ს და მის ხელმძღვანელობას, გერმანია კი უკრაინას ეკონომიკის განვითარებაში დაეხმარება. ასევე, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის გავლით ტრანზიტს, მის წინააღმდეგ რამეს მოიმოქმედებენ, თუმცა რას – არ დაუკონკრეტებიათ.



სასამართლო დავები



25 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ Nord Stream 2 AG–მ გერმანიაში სასამართლო პროცესი წააგო, რომელზეც ის „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის ევროკავშირის გაზის დირექტივისგან განთავისუფლებას ითხოვდა.




დირექტივის თანახმად, დაუშვებელია ერთი და იგივე კომპანია იყოს ევროკავშირში გაზის მიმწოდებელიც და ახორციელებდეს ტრანსპორტირებას. ამდენად, „გაზპრომს“ ევროპის ტერიტორიაზე გაზსადენის მხოლოდ ნახევარი სიმძლავრის გამოყენება შეეძლება და დანარჩენ ადგილს ევროპულ მწარმოებლებს დაუთმობს.



„ჩრდილოეთის ნაკადი–2“ ორი გაზსადენი მილისგან შედგება, რომელიც რუსეთიდან ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით გერმანიის გაზგამანაწილებელ სისტემას უერთდება. გაზსადენის საპროექტო სიმძლავრეა წელიწადში 55 მლრდ კბ/მ ცისფერი საწვავის გატარება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up