რაში დაეხმარება ბიზნესს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

რაში დაეხმარება ბიზნესს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

access_time2021-09-10 13:00:28

საქართველოში წამყვანი ღვინის ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით ,,კომერსანტთან“ ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღვინის ექსპორტს ამერიკისა და ჩინეთის მიმართულებით. 


,,თბილღვინოს“ შემთხვევაში, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი ამბობს, ეს არის დამატებითი ფინანსური რესურსი, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს კონკრეტულ ბაზრებზე როგორც ცნობადობის ამაღლების კუთხით, ასევე გაყიდვებზე.


,,პირველ რიგში, ძალიან კარგი ინიციატივაა, რომელიც მეღვინეების მხრიდან სტიმულისა და მოტივაციის ზრდას შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით პოზიტიურია მიდგომა, რომ პროგრამით სარგებლობისთვის გეოგრაფიული არეალი საკმაოდ ვრცელია. შემდეგ უკვე კომპანიაზეა დამოკიდებული, რა მისწრაფება აქვს და კონკრეტულად რომელ ბაზრებზე გეგმავს აქტივობას, როგორ გამოიყენებს შესაძლებლობას, რასაც სახელმწიფო ამ შემთხვევაში იძლევა. ჩვენს შემთხვევაში, ასევე ჩემი კოლეგებისთვისაც, ეს არის დამატებითი ფინანსური რესურსი, რომელსაც ამა თუ იმ ბაზარზე ცნობადობის ამაღლების კუთხით, ასევე გაყიდვებზე გამოვიყენებთ“, - ამბობს მარგველაშვილი.


მისივე ინფორმაციით, ,,თბილღვინოს“ მიერ წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი – 90% ექსპორტზე 30 ქვეყანაში გადის.


,,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 70-ზე მეტი პარტნიორი გვყავს. კომპანიების მთავარი საზრუნავი დღესდღეობით ბაზრის დივერსიფიკაციაა, რა მხრივაც დიდი შედეგი გვაქვს. პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, ექსპორტზე ზრდა გვაქვს“, - დასძენს მარგველაშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში.



მეღვინეებისთვის დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამას აფასებს ,,თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი.


,,ძალიან კარგი ინიციატივაა, რაც ყველა მეწარმეს მისცემს საშუალებას, უფრო აქტიურად იმუშაოს ექსპორტზე ამერიკის და ჩინეთის ბაზრების მიმართულებით და გაყიდვების ნამატი ნაწილობრივ იქნას სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებული. ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ერთიანად ზრდის სტიმულს. რაც შეეხება მარკეტინგის მიმართულებით ხარჯს, ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა, სპეციფიკიდან გამომდინარე, ამასთან, მუდმივად იცვლება, რის გამოც კონკრეტული ციფრის დასახელება გამიჭირდება, თუ რა თანხის დაზოგვას შევძლებთ ახალი ინიციატივის ფარგლებში“, - აცხადებს რამაზაშვილი.


ცნობისთვის, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 9 სექტემბერს დამტკიცდა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა. პროგრამის მიზანია საქართველოს ღვინის საექსპორტო პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა სტრატეგიულ/პრიორიტეტულ ბაზრებზე და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.


ბენეფიციარებისთვის კალენდარული წლის მანძილზე გასაცემი ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 600 000 ლარით.


პროგრამის ფარგლებში არ დაიანგარიშება საქართველოში რეალიზებული და დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა და გაწეული მარკეტინგული ხარჯები.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up