ბენზინი 1 წელიწადში 52%-ით გაძვირდა - ფასების კლება არც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი

ბენზინი 1 წელიწადში 52%-ით გაძვირდა - ფასების კლება არც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი

access_time2021-09-10 10:00:05

საქართველოში ორნიშნა ინფლაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი საწვავის გაძვირებაა, რამაც მგზავრობის გარდა კიდევ ძალიან ბევრი პროდუქტის ფასზე მოახდინა გავლენა. აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბენზინი 52%-ით და დიზელი 44%-ით გაძვირდა. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან გაძვირების მხრივ ბენზინმა მე-11 და დიზელმა მე-13 ადგილი დაიკავა. ათეულში მოსახვედრად ბენზინს ლურსმანზე ფასის 53%-ით ზრდამ შეუშალა ხელი. ბრენდირებული 5 ავტოგასამართი სადგურიდან ბოლო პერიოდში ფასები მხოლოდ ერთმა - სოკარმა შეამცირა.



ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, სოკარის გადაწყვეტილება უფრო ბრენდის პოლიტიკას უკავშირდება, ვიდრე იაფ აზერბაიჯანულ საწვავს. როგორც მან Commersant-თან საუბრისას აღნიშნა, სოკარს აზერბაიჯანიდან მხოლოდ EURO 4-ის სტანდარტის დიზელის საწვავი შემოაქვს, EURO 5-ის დიზელისა და ბენზინის იმპორტს კი ისიც ევროპიდან ახორციელებს.



მთვრალაშვილის განმარტებით, სიძვირის მთავარი მიზეზი პლატსის ფასია, სადაც ტონა ბენზინის ღირებულება პანდემიამდელ პერიოდს $100-ით აღემატება და $743-ს აღწევს, რაც, თავის მხრივ, იმითაა გამოწვეული, რომ გლობალური მოთხოვნა მიწოდებაზე უფრო სწრაფად აღდგა. ამის გამო უახლოეს პერიოდში ფასის ზრდის ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე კლების.




ბოლო 4 თვეში ლარი 10%-ით გამყარდა, რაც ბენზინის ფასის ზრდის შესაჩერებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. თუ მაისის პირველ რიცხვებში რეგულარის ტიპის ბენზინი საშუალოდ 2.85 ლარი ღირდა, ახლა 3.03 ღირს, პრემიუმის ღირებულება 2.95-დან 3.17-მდე გაიზარდა, სუპერის 3.02-დან 3.25-მდე, დიზელის 2.85-დან 2.97-მდე. 1.44-ზე უცვლელად მხოლოდ გაზის ფასი შენარჩუნდა.



პანდემია არ დასრულებულა, მაგრამ საქართველოში საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით, 2019 წელთან შედარებით კი 10%-ით გაიზარდა. 2020 წელს რეალური მოხმარება შემცირდა, თუმცა დაბალი ფასის პირობებში კომპანიებმა ჭარბი ბენზინი მარაგების შესავსებად შეიძინეს.
თუ იმპორტს დოლარებში დავითვლით, 2020 წლის იანვარ-ივლისში მასზე $279 მლნ დაიხარჯა, ხოლო წელს $126 მლნ-ით მეტი - $405 მლნ, რაც 45%-იან ზრდას ნიშნავს.



იმ შემთხვევაში, თუ წინა წლების მსგავსად შემოდგომაზე ლარი ისევ გაუფასურდა, მაღალი ალბათობით საწვავზე ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. ბენზინი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნაკლებ ელასტიური პროდუქტია და ფასის ზრდა მოხმარებას ან საერთოდ ვერ ამცირებს, ან ამცირებს, მაგრამ ბევრად ნაკლები პროპორციით.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up