კომპანიების წინასაარჩევნო შემოწირულობებით  „ქართული ოცნება“ ლიდერობს

კომპანიების წინასაარჩევნო შემოწირულობებით „ქართული ოცნება“ ლიდერობს

access_time2021-09-10 14:00:02

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე  ერთ თვეზე ნაკლები რჩება, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიები დასკვნით ფაზაში შედის,  ასევე გააქტიურებულია ფინანსური შემოწირულობებიც. „კომერსანტმა“ შეაჯამა თუ რა ოდენობის შემოწირულობა მიიღო ამა თუ იმ პარტიამ სხვადასხვა კომპანიებისგან 9 სექტემბრის მდგომარეობით და რომელია ბიზნესებიდან ყველაზე მსხვილი შემომწირველი.


„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“


აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, კომპანიების მიერ შემოწირულობების მიხედვით პირველ ადგილზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“. მან 2021 წლის მანძილზე მხოლოდ კომპანიებისგან  312 500 ლარი მიიღო. პარტიას წინასაარჩევნოდ 40–მა კომპანიამ შესწირა თანხა. 


ქართული ოცნების ყველაზე მსხვილ შემომწირველებს შორის არიან , შპს „ჯონ თაუერსი“, რომელმაც პარტიას16 აგვისტოს 60 000 ლარი შესწირა. შემდეგ მოდის კომპანია „იმერეთი“, რომელმაც მმართველ პარტიას 24 აგვისტოს 50 000 ლარი შესწირა. შპს „აისმა“  ოცნებას 30 000 ლარი, ხოლო შპს „იბოლამ“ 20 000 ლარი შესწირეს.


პარტია ქართული ოცნების სასარგებლოდ 15 000-ლარიანი შემოწირულობა მიმდინარე წელს  4-მა  კომპანიამ განახორციელა: შპს „ევროპა“, „მშენებელი 2012“,  „მშენ-2008“  და  „მშენებელი“. დანარჩენი კომპანიების მმართველი პარტიის სასარგებლოდ  შემოწირულობა 5000  ლარზე ნაკლებია. 



ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 


კომპანიების შემოწირულობების მიხედვით მეორე ადგილზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. მიმდინარე წელს ნაციონალურ მოძრაობას  თანხა ხუთმა  კომპანიამ შესწირა და შემოწირულობის სახით პარტიას  175  000 ლარი ჩაერიცხა. ნაციონალური მოძრაობის ყველაზე  მსხვილი შემომწირველი შპს „ჯი-ემ-პია“, რომელმაც პარტიის  სასარგებლოდ 31 აგვისტოს  120 000 ლარის შემოწირულობა განახორციელა, ნაციონალური მოძრაობის შემდეგი  მსხვილი შემომწირველი „ემ-ეს ჯგუფია“, მან 9 მარტს პარტია ნაციონალური მოძრაობის  სასარგებლოდ 30 000 ლარის შემოწირულობა  განახორციელა.  შპს „საქართველომ“ ნაციონალურ მოძრაობას  პირველ თებერვალს  18 851 ლარი  შესწირა, გარდა ამისა  შპს  „საქართველოს“  პარტიის  სასარგებლოდ მეორედ  15 აგვისტოს  1 200 ლარის  შემოწირულობა აქვს  განხორციელებული, ასევე  შემომწირველებს  შორის  არის  შპს „პსპ ფარმა“, რომელმაც  ნაციონალურ მოძრაობას  მიმდინარე  წლის 31 აგვისტოს  5000 ლარი  შესწირა.



ლელო საქართველოსთვის 


რაც შეეხება პარტია „ლელო საქართველოსთვის“, ჯერჯერობით მას  მხოლოდ ორი  შემომწირველი კომპანია ჰყავს. ჯამში კომპანიების მხრიდან შემოწირულობამ 54 666 ლარი შეადგინა.  ესენია შპს „მეგაკო“, რომელმაც  პარტია  ლელოს სასარგებლოდ  50 000 ლარი შემოწირულობა 4 მარტს  გაიღო და შპს „ალბატროს პრეზიდენტი“, რომელმაც  ლელოს  30 აგვისტოს  4 666 ლარი შესწირა. 



პარტია საქართველოსთვის 


კომპანიების მხრიდან შემოწირულობების მიხედვით მეოთხე ადგილზე, ახლად  შექმნილი პარტია „საქართველოსთვისაა“. მიმდინარე წელს გიორგი გახარიას პარტიას 5 შემომწირველი კომპანია უფიქსირდება, რომელთა მიერ პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულმა  შემოწირულობებმა ჯამში  31 000 ლარი შეადგინა, ყველაზე მაღალი შემოწირულება 20 000 ლარია, პარტიას შპს „ლიდერ-ბილდერი 777“-მა მიმდინარე წლის 20 ივლისს ჩაურიცხა, შემდეგია შპს „ბექარიონ 7“-ის მიერ განხორციელებული 10 000-ლარიანი შემოწირულობა, გარდა ამისა, პარტიას საქართველოსთვის  600-600 ლარი ორჯერ  კომპანია „მბც“-მ და 600 ლარი შპს „მეგრულმა ჩაიმ“ ჩაურიცხეს. 



რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, მიმდინარე წელს მას კომპანიების მხრიდან შემოწირულობა არ უფიქსირდება, აღნიშნული პარტიის შემომწირველები მხოლოდ ფიზიკური პირები არიან. 


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up