დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-06-25 21:00:11

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1. იპოთეკის სუბსიდირება, ბავშვთა შემწეობის გაორმაგება, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმება – პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი თეზისები

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის 25 ივნისის პლენარული სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა ანგარიში და ქვეყნის  განვითარების 10-წლიანი გეგმა წარადგინა.

 

2. გაძვირდება თუ არა ბენზინი საქართველოში – ნავთობს $100–ს უწინასწარმეტყველებენ

ყატარში ჩატარებულ ეკონომიკურ ფორუმზე უმსხვილესი ნავთობკომპანიების ლიდერებმა, როგორებიცაა Exxon Mobil Corp, Royal Dutch Shell და Total განაცხადეს, რომ სექტორში ინვესტიციების უკმარისობის გამო, ნედლი ნავთობის ფასი, შესაძლოა, $100–მდე გაიზარდოს.

 

3. თინუსის სენდვიჩი თინუსისა და პურის გარეშე – NYT–ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი პასუხობს

Subway–ს რესტორნების ქსელს ახალი პრობლემა აქვს: The New York Times–ის დამოუკიდებელმა გამოძიებამ ირიბად დაადასტურა, რომ პოპულარულ სენდვიჩში ჩადებული თინუსი არ აღმოჩნდა რეალური თინუსი.

 

4. გაცემული სესხების მოცულობით თიბისი საქართველოს ბანკს 900 მლნ ლარით უსწრებს

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ სულ 38.8 მლრდ-ის სესხი იყო გაცემული, საიდანაც საქართველოს ბანკის წილი 36%-ს, თიბისი ბანკის წილი კი 38.4%-ს შეადგენდა, ანუ ჯამში ორ უმსხვილეს ბანკზე გაცემული სესხებით თითქმის 3/4 მოდიოდა.

 


5. ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საშემოსავლო გადასახადის 15–18%–მდე შემცირების ინიციატივით გამოვიდა.

 

6. Yandex საქართველოში გადაზიდვის ბაზარზე შემოვიდა – 256060–ს კონკურენცია არ აშინებს

„კომერსანტი“ ავეჯის გადაზიდვის კომპანიას 256060–ს დაუკავშირდა, კომპანიის დირექტორი ლუკა ხიზანიშვილი აღნიშნავს, რომ Yandex-ი ამ ეტპზე შედარებით ძვირი სერვისითაა წარმოდგენილი და ამ ეტაპზე მათგან კონკურენციას არ „უშინდებიან“.

 

7. პროექტი „შენი სახლი ჯიქიაზე“ 28-ე კორპუსით დასრულდება

კომპლექსი „შენი სახლი ჯიქიაზე“ 28-ე სახლის მშენებლობით  დასრულდება. კომერსანტს კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ოთოროიძემ უთხრა, რომ ამ ეტაპზე ჯიქიას საცხოვრებელ კომპლესში 28-ე სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

8. ბაზისბანკის შვილობილი კომპანია ბბ ლიზინგი მოგებით ბაზრის ლიდერია

ბაზისბანკის შვილობილი კომპანია ბბ ლიზინგი 2020 წლის ბოლოს შედეგებით 837 ათას ლარიან მოგებაზეა.

 

9. აფხაზეთი ახალი ენერგოკრიზისის მოლოდინშია

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვებზე ალაპარაკდნენ – ე.წ. პარლამენტის დეპუტატები მოელიან, რომ ინტენსიური ენერგომოხმარების გამო უკვე სექტემბერ–ოქტომბერში მოსალოდნელია ენერგოდეფიციტის ახალი ტალღა.

 

10. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მარიანა მორგოშია დაინიშნა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ახალ მოადგილეს, მარიანა მორგოშიას მრავალპროფილური, საჯარო და კერძო სექტორებში მუშაობის 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. აღნიშნული გამოცდილება მოიცავს ჯანდაცვის მენეჯმენტის, პროექტების მართვის, საბანკო და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს.

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up