საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მარიანა მორგოშია დაინიშნა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მარიანა მორგოშია დაინიშნა

access_time2021-06-25 09:50:13

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ახალ მოადგილეს, მარიანა მორგოშიას მრავალპროფილური, საჯარო და კერძო სექტორებში მუშაობის 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. აღნიშნული გამოცდილება მოიცავს ჯანდაცვის მენეჯმენტის, პროექტების მართვის, საბანკო და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს.

მარიანა ასევე სრულად ფლობს ინფორმაციას წარმოების სექტორში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე და ბიზნეს ასოციაციაში იგი ამ მიმართულებითაც აქტიურად იმუშავებს.

მარიანა მორგოშია იყო სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) დირექტორი.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ახალ მოადგილეს აქვს ჯანდაცვის სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება, რომელიც მოიცავდა თანამშრომლობას, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ასევე ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მიმართულებით.


მარიანა ასევე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი, შესაბამისად, დეტალურად იცნობს, მომსახურების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ხარვეზებს.

მარიანა მორგოშიას ნამუშევარი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებზე, როგორც პროექტების მენეჯერის ასევე ტრენერისა და ლექტორის ამპლუაში.

მარიანა არის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროექტების მართვის პროფესიული სამაგისტრო პროგრამის, ასევე კავკასიის ბიზნეს სკოლისა და ლონდონის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის მენეჯმენტის სკოლის კურსდამთავრებული. იგი ასევე გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უცხო ენებისა და თარჯიმნობის ბაკალავრი.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახელით, მივესალმებით აღმასრულებელი დირექტორის ახალ მოადგილეს, მარიანა მორგოშიას. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს შორის თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიული და ეფექტიანი იქნება ჩვენი წევრი კომპანიების ინტერესების წინ წამოწევისა და დაცვის კუთხით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია ის სოლიდური გამოცდილება, რომელიც მარიანას მიღებული აქვს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით, რადგან ჩვენი ასოციაციის წევრი საკმაოდ ბევრი კომპანია სწორედ ამ სფეროებში მოღვაწეობს. კიდევ ერთხელ მივესალმებით მარიანას და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ ასპარეზზე“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up