ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის

ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის

access_time2021-06-25 13:50:20

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საშემოსავლო გადასახადის 15–18%–მდე შემცირების ინიციატივით გამოვიდა.

„თუ გვინდა რომ შემოსავალი გავზარდოთ, საშემოსავლო გადასახადი ქვეყანაში უნდა იქნას დაწეული. თუ საშემოსავლო გადასახადს დავწევთ 15-18 პროცედნტამდე, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ქვეყანა მიღებს მშპ–ის საკმაოდ სერიოზულ დანამატს და შეოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ წარდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბიზნესს საჩუქარი არ სჭირდება და მას მხოლოდ სერიოზული ეკონომიკური რეფორმა დაეხმარება.

„აქ გაიჟღერა, რომ კარგად იმართა პანდემია და თურმე ნასესხები ფული ყველაზე კარგად იქნა დარიგებული და შვება იგრძნო ხალხმა, მე მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი მენეჯმენტი, რაც შეიძლება ფინანსებთან დაკავშრიებთ ვინმემ ნახოს, არანაირი სტუმული ამას ადამიანებისთვის არ მიუცია გარდა იმისა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, რომ 200 ლარით ვითომ გაგეჩუმებინათ ეკონომიკის ე.წ. ამბოხებული მონაწილეები.


ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა და ღარიბი ბიუჯეტი და ძირითადად მიდის ამ პატარა „ტორტის“ განაწილება და სულ იმაზეა საუბარი, ეს ღარიბი ბიუჯეტი როგორ გავანაწილოთ , არვინ არ ლაპარაკობს, როგორ გავზარდოთ ეს ბიუჯეტი და როგორ შევქმნათ დიდი „ტორტი“. ასეთი დამოკიდებულება ერთი მხრივ კრიზისის დროს კარგია, მაგრამ თუ ამას ეკონომიკური დასაბუთება არ აქვს, რა რესურსით ვაფინანსებთ ამას.  ბიზნესს საჩუქარი არ სჭირდება, ბიზნესს სხვა რაღაცა სჭირდება, სჭირდება ეკონომიკური სერიოზული რეფორმა და თავის თავს თვითონ მიხედავენ. 200 ლარს რომ თავისი თანამშრომლის ხელფასსზე ეკონომიას გააკეთებს, პირდაპირ გეუბნებით, რომ ამას სჯობია 200 მილიონად სხვა რამე გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს 750 ლარი კი არ ჰქონდეთ ხელფასი, არამედ 1500 ლარი ჰქონდეთ. ამიტომ გთავაზობთ, უფრო სხვა გამოსავალს, თუ გვინდა რომ შემოსავალი გავზარდოთ საშემოსავლო გადასახადი ქვეყანაში უნდა იქნას დაწეული. თუ საშემოსავლო გადასახადს დავწევთ 15-18 პროცედნტამდე, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ქვეყანა მიღებს მშპს საკმაოდ სერიოზულ დანამატს და შეოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში. ამ პროექტში მზად ვარ ყველა დაინტერესებულ ადამიანთან ერთად სერიოზული შრომა გავწიო. ძალიან ბევრი ჩრდილი რომელიც ეკონომიკშია, გათეთრდება“, - განმარტა მამუკა ხაზარაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up