იპოთეკის სუბსიდირება, ბავშვთა შემწეობის გაორმაგება, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმება – პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი თეზისები

იპოთეკის სუბსიდირება, ბავშვთა შემწეობის გაორმაგება, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმება – პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი თეზისები

access_time2021-06-25 16:30:13

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის 25 ივნისის პლენარული სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა ანგარიში და ქვეყნის  განვითარების 10-წლიანი გეგმა წარადგინა. მისი თქმით, ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის რეგიონების განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შემქნა აუცილებელია.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში 300 000 ადამიანზე მეტი უმუშევარია, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის 22%-ს შეადგენს, ხოლო რაც  შეეხება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობას, მათი რაოდენობა 153 000 ოჯახია, რაც ჯამში 550 000 ადამიანია მათგან 180 000 ბავშვია. ღარობაშვილის  თქმით  სწორედ ეს  ციფრებია იმის მაჩვენებელი, რომ ქვეყანას გრძელვადიანი განვითარების გაგმა სჭირდება, რომელიც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, თანასწორობას, ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას  უზრუნველჰყოფს.


ქვეყნის გავითარების 10 წლიანი გეგმის ფარგლლებში პრემიერმა სხვადასხვა დარგის განვითარებაზე ისაუბრა:

 

1-ლი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება.


„უწყვეტად ხორციელდება სოციალური პროგრამები და სერვისები სიღარიბისა და სოციალური რისკების შესამცირებლად. 1-ლი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გავაორმაგეთ და თითოეულ ბავშვზე 100 ლარი დავაწესეთ. ასევე იზრდება მოცვა - 100 000 ქულის ნაცვლად 120 000 ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ დახმარებას“, -  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

შემდეგი ინიციატივა, რომელიც  ირაკლი ღარიბაშვილმა  წარადგინა, არის იპოთეკის სუბსიდირება მრავალშვილიანი და იმ ოჯახებისთვის, ვისაც პირველი შვილი შეეძინებათ. აღნიშნული  ინიციატივის ბოუჯეტი, პრემიერის თქმით, 350 მილიონი ლარია.

„ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერით და ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. კერძოდ, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. აღნიშნული ინციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში 350 მლნ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება მოხდება“, - თქვა პრემიერმა.

ირაკლი  ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს  მთავრობა ბიზნესის ეფექტიან და  სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს და განსაკუთრებული ყურადღება  ადგილობრივ  წარმოებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას დაეთმობა. 
ღარიბაშვილმა 10–წლიანი გეგმის წარდგენისას თქვა, რომ  პროგრამის „აწარმოე საქართველოს“  ფარგლებში 1300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო დაფინანსდება, რისთვისაც ჯამურად 6 მილიარდი ლარი  იქნება გამოყოფილი.  


მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, დაინერგება რეგიონული მხარდაჭერის მექანიზმი, რაც 10 რეგიონში ბიზნესცენტრების შექმნას გულისხმობს.

ამასთან, როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მთავრობის ამოცანა უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე გაიზარდოს საერთაშორისო ინვესტორების რიცხვი ქვეყანაში.

 

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მაისში ეკონომიკის 20%-იან ზრდას ელოდება და რომ განვლილი ურთულესი 2020 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკამ ზრდა დაიწყო.

აპრილში ჩვენ გვქონდა რეკორდული, 44.8%-იანი ზრდა. მაისში ჩვენ ველოდებით 20%-ზე მეტად ზრდას. მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, სტატისტიკური მონაცემები ძალიან მალე გამოქვეყნდება“,  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშილმა.


პრემიერი წიაღის სექტორში დასაქმებულ ადამიანებსაც შეეხო, მისი თქმით დთეს საქართველოში  წიაღის სექტორში 37 000 ადმიანია დასაქმებული, მისი თქმით წიაღის რეფორმის ეფექტური განხორციელების შედეგად 2030 წლისთვის  დამატებით 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანი საგარეო ვაჭრობა უნდა იყოს.


„დღეს თავისუაფალი ვაჭრობის რეჟიმით  45 ქვეყანასა და ერთ საბაჟო ადმიანიტრაციულ  ერთეულთან ვსარგებლობთ, ჩვენ ვმუშოაბთ იმაზე, რომ ამას  მომდევნლო წელბის განმავლობაში 11 ქვეყანა დაემატოს, ასევე მინდა გითხრათ, რომ გრძელ;ვადიან პერიოდში  სააგენტო „აწარმოე  საქართველოში“  ექსპორტის განხორციელებაში. ექსპორტის განხორციელებაში. 2000 -ზე მეტ კომპანიას დაეხმარება. 


2012 წლს საქონლის ექსპორტი  2,4 მილირდ დოლარს შეადგენდა,  ეს  მაჩვენებელი 2020 წელს იყო 3,3 მილიარდი დოლარი და  ჩვენი ამოცანა  უნდა იყოს  რომ უახლოეს  წლებში  ექსპორტი 5 მილიარდი დოლარი გახდეს, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც  შეეხება ტურიზმის მიმართულებას, პრემიერმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი, ყველა საქართველოს ტურისტულ რუკაზე მოწინავე  და განსაკუთრებული შთაბეჭდილებების ქვეყნად წარმოჩინება და ტურისტების რაოდენობის 13 მილიონამდე  გაზრდაა, რის  შედეგადაც  ქვეყანის ტურიზმიდან შემოსავალი 6,5 მილიარდამდე გაიზრდება.

 

რაც შეეხება  ჯანდაცვის მიმართულებას, პრემიერი ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი საზრუნავი ხარისხიანი  ჯანმრთელობა და მედიკამენტებზე  ხემისაწვდომობაა.

„ჩვენი მთავარი მიზანია სახელმწფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ქსელის გაძლირება, ჯანდაცვის სექტორში პერსონალის მოტვაციების ზრდა, არაგადამდები დაავადების გამოწვეული სიკვდილიანობის განახევრება და ტუბერკულიოზის და შიდსის შემთვეევბის  შეცირება. ასევე ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდები 47% -იდან  30%- მდე უდნა შემცირდეს.“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, პრიორიტეტი სამხედრო მრეწველობის განვითარება უნდა იყოს. მისი თქმით მთავრობის გრძელვადიანი პრიორიტეტი ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, დაზვერვისა და თვალთვალის, საინჟინრო შესაძლებლობების განვითარებაა

 

„უახლოეს მომავალში დელტას ბაზაზე, ებრაულ კომპანიასთან ერთად, დავიწყებთ ამერიკული M4-ის ტიპის შაშხანების წარმოებას. მომავალი წლიდან, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ვგეგმავთ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ადგილზე, დელტას ბაზაზე. სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის ჩვენი პროექტის ფარგლებში, უკვე გაისად 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. 2030 წელს ჩვენ გვექნება ეფექტიანი, თანამდეროვედ აღჭურვილი საბრძოლო ძალა, რომელიც შეძლებს ადეკვატურად მოახდინოს საფრთხეებზე დროული რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up