Yandex საქართველოში გადაზიდვის ბაზარზე შემოვიდა – 256060–ს კონკურენცია არ აშინებს

Yandex საქართველოში გადაზიდვის ბაზარზე შემოვიდა – 256060–ს კონკურენცია არ აშინებს

access_time2021-06-25 12:00:10

რუსული კომპანია Yandex Go საქართველოში სატვირთო გადაზიდვების ბაზარზეც შევიდა. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის სათავო ოფისიდან აცნობეს, სატვირთო მანქანის გამოძახებასთან ერთად, აპლიკაციით შესაძლებელია მტვირთავის მომსახურების შეკვეთაც და გადაზიდვის ტარიფი თბილისში 35 ლარიდან იწყება.

 

„გასულ კვირას ავამოქმედეთ ტვირთის გადაზიდვის სერვისი - თბილისში Yandex Go- აპლიკაციაში ახლა შესაძლებელია სატვირთო მანქანის გამოძახება. თუ მომხმარებელი აპირებს საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას, მაღაზიიდან ახალი დივანის ან რემონტისთვის სამშენებლო მასალების წამოღებას. დიდი ზომის ნივთებისთვის სატვირთო მანქანის შეკვეთა ისეთივე იოლია, როგორც ჩვეულებრივი მანქანის შეკვეთა. მგზავრობაზე თვალის დევნება კი შესაძლებელია პირდაპირ აპლიკაციაში. 

თბილისში გადაზიდვის ღირებულება ახალი ტარიფით 35 ლარიდან იწყება. ღირებულებაში შედის ჩატვირთვის 10 წუთი და გადმოტვირთვის 10 წუთი, ასევე 15 კილომეტრი გზა და დრო გზაში შეზღუდვების გარეშე. მაგალითად, ასეთი ღირებულება ექნება ტვირთვის გადაზიდვას ელიავას ბაზრობიდან შალვა ნუცუბიძის ., 207-მდე. მგზავრობის ღირებულება ცნობილია წინასწარსაკმარისია შეიყვანოს მომხმარებელმა აპლიკაციაში დანიშნულების წერტილის მისამართი. ნივთების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის დამატებითი დროის ღირებულება გაანგარიშდება წუთობრივად და არა საათობრივად და შეადგენს 0,35 ლარს/წუთში. ამიტომ მომხმარებლები იხდიან მხოლოდ იმ დროის ღირებულებას, რა დროსაც იკავებს ტვირთის მიტანა.

სატვირთო მანქანასთან ერთად შესაძლებელია ერთი მტვირთავის გამოძახება, რომელიც მათ დაეხმარება სიმძიმეების გადატანაში და ითვალისწინებს დამატებით გადასახადს. ერთადერთი შეზღუდვა ის არის, რომ თითოეული საგნის წონა არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ-.

 სატვირთოტარიფით შეკვეთაზე მოდის დიდი ტევადობის მანქანები. მაგალითად, Ford Transit, Mercedes-Benz Sprinter. სატვირთო მანქანაში შესაძლებელია მოთავსდეს ბევრი ყუთი ნივთებით, საშუალო ზომის დივანი, ველოსიპედი და სამზარეულო ქურა.

Yandex Go-ში ასევე ხელმისაწვდომია მომსახურებამიტანა“, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მცირე ზომის ნივთების და დოკუმენტების მიწოდება ქალაქის ფარგლებში“, - განმარტავენ Yandex Go-ს წარმომადგენლები.

 

ასევე გასულ კვირას ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ამოქმედდა Yandex.Eats, რაც გულისხმობს საკვების ადგილზე მიტანას. „კომერსანტი“ დაინტერესდა, აპირებს თუ არა კომპანია საქართველოშიც საკვების მიტანის სერვისის ამოქმედებას, რაზეც Yandex-ში გვიპასუხეს, რომ განიხილება სხვა ქვეყნებიც და როგორც კი იქნება ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული, ინფორმაციაც გავრცელდება.

 


„საქართველოში უკვე ფუნქციონირებს რამდენიმე სერვისი. მაგალითად, Yandex Go პროგრამაში შეგიძლიათ არა მხოლოდ სწრაფად შეუკვეთოთ მანქანა, არამედ გაგზავნოთ საგნები ან სამუშაო დოკუმენტები მიწოდების სერვისის გამოყენებით, ასევე ნახოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი.

გასულ კვირას Yandex.Eats სერვისი მართლაც ამოქმედდა მინსკში. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა ქვეყნებიც გვაინტერესებს. როდესაც  მზად ვიქნებით ამ სერვისის საქართველოში გასაშვებად - აუცილებლად გეტყვით“, - აღნიშნავენ კომპანიაში.



„კომერსანტი“ ავეჯის გადაზიდვის კომპანიას 256060–ს დაუკავშირდა, კომპანიის დირექტორი ლუკა ხიზანიშვილი აღნიშნავს, რომ Yandex-ი ამ ეტპზე შედარებით ძვირი სერვისითაა წარმოდგენილი და ამ ეტაპზე მათგან კონკურენციას არ „უშინდებიან“.


„ყველა, ვინც ბაზარზე შემოდის, რა თქმა უნდა, კონკურენტია. Yandex-იდან ჩვენც დაგვიკავშირდნენ და თანამშრომლობა გვთხოვეს, მაგრამ, ბუნებრივია, არ ვართ მათთან საქმიანობაში ჩართვით დაინტერესებული ამ ეტაპზე.

ისეთი ტარიფები აქვთ, არ ვიცი, რამდენად მოიკიდებენ ფეხს, საბაზროსთან შედარებით ძალიან ძვირია.

ჩვენ რაც შეგვეხება, 25 წელია ვმუშაობთ ამ სფეროში, პირველი კომპანია ვართ საქართველოში და ჯერჯერობით თავდაჯერებულები ვართ.  ჯერ კიდევ გვენდობა მომხმარებელი და წლებია მათ იმედებს ვამართლებთ“, - ამბობს ლუკა ხიზანიშვილი.


საქართველოში Yandex Go-ში გაერთიანებულია რამდენიმე სერვისის შესაძლებლობები: მანქანის შეკვეთა, ნივთების გაგზავნა, ტვირთების ტრანსპორტირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up