თინუსის სენდვიჩი თინუსისა და პურის გარეშე –  NYT–ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი პასუხობს

თინუსის სენდვიჩი თინუსისა და პურის გარეშე – NYT–ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი პასუხობს

access_time2021-06-25 16:00:51

Subway–ს რესტორნების ქსელს ახალი პრობლემა აქვს: The New York Times–ის დამოუკიდებელმა გამოძიებამ ირიბად დაადასტურა, რომ პოპულარულ სენდვიჩში ჩადებული თინუსი არ აღმოჩნდა რეალური თინუსი. გამოძიების შედეგი თანხვედრაშია აშშ–ში მიმდინარე წელს გაკეთებულ კოლექტიურ სარჩელთან. გასულ წელს ირლანდიის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ პროდუქტში არც პურია პური.

ამის შესახებ The New York Times წერდა.

ამ თემაზე „კომერსანტი“ საქართველოში Subway–ს  წარმომადგენელს გივი ორდენიძეს დაუკავშირდა, რომელიც ქსელისადმი წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ქართული ქსელი ევროპის დაქვემდებარებაშია და აქ მხოლოდლ ევროპული, უმაღლესი ხარისხის პროდუქტი შემოდის. თუმცა, მანამდე ვნახოთ, როგორ მიმდინარეობს თინუსის სენდვიჩის ირგვლივ აშშ–ში აგორებული დავა.

კვლევის ავტორმა ამ სენდვიჩებიდან აღებული თინუსის ნიმუშები დამოუკიდებელ ლაბორატორიაში გაგზავნა იმისათვის, რომ დაედგინათ, თინუსის რომელ სახეობას მიეკუთვნებოდა ისინი. თავად Subway ირწმუნება, რომ მისი პროდუქცია არა მხოლოდ უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს მთელ მსოფლიოში, არამედ პრემიუმ სახეობის თევზებისგან – ზოლიანი და ყვითელფარფლიანი თინუსის ხორცით კეთდება (მაიონეზით).

ეს მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან კომპანიას კოლექტიური სარჩელით იანვარში მიმართეს, რომელშიც ამტკიცებენ, რომ სენდვიჩში ჩადებული მასალა თინუსი არ არის, თუმცა პროდუქტი მაღალ ფასად იყიდება. თუ ეს დამტკიცდება, Subway–ს გაყიდული თითოეული ასეთი სენდვიჩისთვის მოუწევს კომპენსაციის გადახდა.

Subway უკვე ათწლეულია, რაც სტაგნაციაშია. გაყიდვები 2012–2017 წლების პერიოდში მეოთხედით შეუმცირდა. პანდემიურმა წელმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ კომპანიის ბიზნეს–მოდელი (სენდვიჩის მომხმარებლის თვალწინ აწყობა) სუსტია, თანაც იჩქარეს პანდემიის გამო დაცარიელებულ სავაჭრო ცენტრებში თავისი ობიექტების გახსნა. შედეგად, ქსელმა მხოლოდ აშშ–ში რესტორნების 10% დაკარგა. თუმცა, Subway ფასტფუდის ბაზარზე მსოფლიოში დღემდე ლიდერობს – 40 000 რესტორნით მსოფლიოს 100 ქვეყანაში.

ნამდვილად არ არის პური, არც თინუსია საუკეთესო

The New York Times–ის დაკვეთით სენდვიჩის დეენემის პისიარ მეთოდით ჩატარებულმა დამოუკიდებელმა ანალიზმა ვერ დაადგინა, რომელი თევზის ხორცი იდო პროდუქტში. „ნიმუშებში არ აღმოჩნდა ფრაგმენტები, რომელთა დეენემის თინუსის დეენემთან იდენტიფიცირება მოხდებოდა. ასე რომ, ჩვენ ვერ დავადგინეთ თევზის სახეობა“, – ნათქვამია ლაბორატორიის დასკვნაში. სპეციალისტების განმარტებით, აქ ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ან თევზი იმდენად ძლიერადაა გადამუშავებული, რომ მასალისგან შეუძლებელი ხდება დეენემის ამოღება, ან ნიმუშში ნამდვილად არ არის თინუსი. Subway–ს ამ შედეგების კომენტირებაზე უარი განაცხადა.

დიდი ალბათობით, პირველი ვარიანტია, წერს The New York Times: მომზადების დროს დეენემის გაქარვება სავსებით ბუნებრივია, ხოლო სხვა დამოუკიდებელმა ანალიზებმა თინუსის დეენემის არსებობა დაადგინეს, თუმცა სახეობის ვერა. საგულისხმოა, რომ თავისი პოზიციები ორმა მოსარჩელემ შეარბილა: ივნისში განახლებულ სარჩელში ისინი მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ სენდვიჩში არ არის „100%–ით ზოლიანი და ყვითელფარფლიანი თინუსი“.

ასეთი ფორმულირების პირობებში Subway–ს არ გაუჭირდება ამ პრობლემის მომარაგების ჯაჭვისთვის გადაბრალება, ნათქვამია გაზეთის სტატიაში. თევზის სახეობის შეცვლა სეინერიდან ვაკუუმირებულ პაკეტებამდე გადამუშავების პროცესში, რის შემდეგაც თინუსის მზა ფილე რესტორანში შედის (და ერევა მაიონეზში) – ჩვეულებრივი ამბავია. კომპანიისთვის არახელსაყრელია ნატურალური თევზის რამით ჩანაცვლება, ხოლო ქსელში მომუშავეებს ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებთ: „დიახ, გვეკითხებიან და ჩვენც ვპასუხობთ: „არ ვიცი. რომელ ყველს ინებებთ?“, – ამბობს Subway–ს ერთ–ერთი თანამშრომელი.


გასულ წელს ირლანდიის სასამართლომ დაადგინა, რომ Subway–ს სენდვიჩების პური ევროპული განსაზღვრით პურს არ წარმოადგენს: მასში ფქვილის წონის 10% შაქარს უკავია. ამ დავის მიზანი ქსელის ფრანჩიზაზე გადასახადის შემცირება იყო: თუ დამტკიცდებოდა, რომ ეს ნამდვილად პური იყო და კვების ძირითადი პროდუქტი, მაშინ კომპანია დღგ–სგან გათავისუფლდებოდა.

 

რა ხდება Subway–ს ქსელში საქართველოში?

 

რამდენად ეხება აღნიშნული ინფორმაცია საქართველოში  არსებულ Subway-ის  რესტორნების ქსელს,  საიდან  იღებს ქართული Subway პროდუქციას და ხომ არ ასახულა აღნიშნული ფაქტი მომხმარებლის ქცევაზე და საქართველოში Subway-ის  სენდვიჩების გაყიდვებზე.  „კომერსანტის“ ამ კითხვებს საქართველოში Subway–ს  წარმომადგენელი გივი ორდენიძე პასუხობს.

მისი თქმით, თინუსი, რომელსაც  საქართველოს ბაზარზე გამოიყენება, 100% ით თინუსია და მისი  დაჭერა წესების  სრული დაცვით ხდება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო  ევროკავშირის  წევრი ქვეყანა არ არის, საქართველოში  არსებული რესტორნების ქსელი  ევროპის დაქვემდებარებაშია, შესაბამისად რესტორნების მომარაგებაც ევროპის ბაზრიდან ხდება.

ეს შემთხვევა მოხდა აშშ-ში, გარკვეულმა პირებმა უჩივლეს Subway - ის,  რომ თინუსის  სენდვიჩში არ არის  თინუსი, მათი ეს ბრალდებები არის უსაფუძვლო და არანაირი  დამამტკიცებელი საბუთი ამისა არ  გააჩნიათ, არც ერთ ორგანოს იქნება ეს ამერიკის  კვების  მარეგულირებელი ორგანო თუ სხვა , მსგავსი დასკვნა  არ დაუდია და მათი  ბრალდება  არ გაუმყარებია.  ასევე  Subway - ის  ოფიციალური პოზიცია არის ის, რომ ეს ბრალდება  არის დეზინფორმაცია და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პროდუქტში რასაც მოვიხმართ  საქართველოში და რასაც Subway- ის  რესტორნები ევროპაში და ამერიკაში მოიხმარენ არის თინუსი, კონკრეტულად ეს არის „კიპჯექტთუნას“ ჯიში , უფრო მეტიც ამ  თინუსის დაჭერა,  ხდება თვეზჭერის სპეციალური , მკაცრი  წესების  გათვალისწინებით, რომელიც ნაკლებად ვნებს  გარემოს და თვითონ ამ თევზის გამრავლების პროცესს. 

აბსოლუტურად ყველა პროდუქტს, რასაც  Subway-ის ბრენდი ყიდულობს,  ბრენდი  ყურადღებას აქცევს, თუ როგორ  არის ეს პროდუქტი მოპოვებული

ჩვენ რა თინუსსაც ევროპაში მოვიხმართ, სხვა პროდუქტია და რამდენადაც  ჩემთვის ცნობილია, ამერიკაში სხვა პროდუქტს მოიხმარენ,  ჩვენ პროდუქციას  ვიღებთ  ევროკავშირიდან და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ევროკავშირის ქვეყანაში ვინმემ მოიხმაროს პროდუქტი, რომელიც არ იქნება ხარისხიანი და  არ ასახავდეს იმას, რაც შეფუთვას აწერია, შეფუთვას აწერია, რომ ეს  არის მხოლოდ თინუსი და წყალი.

ჩვენი მომარაგება 7 წლის  განმალობაში ხდებოდა გერმანიაში, შტუტგარტთან არსებული საწყობიდან, რომელიც Subway-ის  ოფიციალური  საწყობია და ამჟამად  ჩვენი მომარაგება ხდება ბუდაპეშტთან არსებული  საწყობიდან. შეიძლება ითქვას, რომ მომარაგება  ხდება  ბუდაპეშტიდან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ შედის ევროკავშირში, ჩვენ შევდივართ  Subway-ს ევროპის ოფისის  დაქვემდებარებაში და შესაბამისად,  ჩვენზე ვრცელდება ის  წესები, რაც  ვრცელდება ევროკავშირის  ქვეყნებში“, -  აღნიშნა გივი ორდენიძემ.

 

რაც  შეეხება გაყიდვებს და  მომხმარებლის  ქცევას,  ორდენიძემ აღნიშნა, რომ ინფორმაციის გავრცელების  შემდეგ მომხმარებელთა ქცევა  არ  შეცვლილა და  პირიქით –  ბოლო  სამ თვეში Subway-ის გაყიდვები სამჯერ არის  გაზრდილი.

„ეს  ინფორმაცია ჩვენ მომხმარებელზ ე არანაირად  არ  ასახულა, ჩვენ აპრილივნისში  გაყიდვების საკმაოდ სერიოზული  ზრდა გვაქვს. უფრო მეტიც,  შემიძლია გიხრათ, რომ ზოგიერთ  რესტორანში 2019 წელთან შედარებითაც კი გვაქვს  გაყიდვების  ზრდა  თორემ 2020 წელთან  შედარებით  ისედაც დიდად  გაზრილია გაყიდვები“, -  აღნიშნა გივი ორდენიძემ.

საქართველოში Subway-ს ქსელი 9 რესტორნითაა წარმოდგენილი, მათ შორის 7 თბილისში, ხოლო 2 ბათუმში მდებარეობს.

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up