დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-08-30 21:00:55

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. ფერმერები დღიური მუშახელის დეფიციტზე საუბრობენ

3 ტონა მოსავლის მისაღებად შინამეურნეობების მიერ გაწეული ხარჯი თითქმის 1000 ლარს აღწევს. მუშახელის დღიური ანაზღაურება 50-70 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

2. რატომაა სესხები ძვირი და ვისი ბრალია – ბანკების თუ მთავრობის?

ადამიანებს ხშირად მოჰყავთ ევროპული ქვეყნების მაგალითი, სადაც სესხი 5-ჯერ და 6-ჯერ უფრო იაფია. პრობლემა კი სინამდვილეში ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე კომერციული ბანკების დამფუძნებლების სიხარბე. ქვეყანაში, სადაც ინფლაცია 12%-ს აღწევს, ბანკი სესხს 5%-ში ვერ გასცემს.

 

3. გაკოტრება იურიდიულად კომპანიების 1%-საც არ აქვს გაფორმებული

ბიზნესის სამართლის იურისტი, ანალიტიკოსი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ covid-19-ის გამო ასობით ბიზნესი გაკოტრდა, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ არის, რომ გაკოტრება ოფიციალურად გამოეცხადებინათ და ეს პროცესი შესაბამისი იურიდიული პროცედურების დაცვით დასრულებულიყო.

 

4. თბილისის ბრენდული სასტუმროები დატვირთულია, მცირე ობიექტები დახურულია

ზაფხულში თბილისის ბრენდული სასტუმროები სრული დატვირთვით მუშაობენ, ხოლო შედარებით პატარა სასტუმროებს ტურისტები არ ჰყავთ, ზოგიერთმა კი მუშაობა საერთოდ შეაჩერა.


 

5. საქართველოში ოქროს სამკაულების ფასი საერთაშორისო ტრენდს აცდენილია

გლობალურ ბაზრებზე, გარკვეული კორექტირების მიუხედავად, ოქროს ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, როგორც ოქროს ბაზრის ექსპერტი, პროფესორი ხათუნა გაჩეჩილაძე აცხადებს, ფასები გლობალური ტენდენციებს ადეკვატურად ვერ ასახავს.

 

6. მევენახეებმა 2 მლნ ლარის დასეტყვილი ყურძენი გაყიდეს

რთველის საკოორდინაციო შტაბის 30 აგვისტოს მონაცემებით, 27 აგვისტოდან დღემდე, გადამუშავებულია 2 300 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი, რომელიც ღვინის საწარმოებს 600-მდე მევენახემ ჩააბარა - მათი შემოსავალი 2 მლნ ლარს აღწევს.

 

7. როგორ გახდა უმდიდრესი ქართველი ყაზახური Alibaba-ს შემქმნელი მიხეილ ლომთაძე

ლომთაძე საქართველოში დაიბადა და განათლებაც აქვე მიიღო. საქართველოში დააფუძნა აუდიტორული ფირმა GCG Audit, რომელიც მოგვიანებით Ernst & Young–ის შემადგენლობაში შევიდა. შემდეგ ლომთაძე ბიზნესის ადმინისტრირებაში მაგისტრის ხარისხის მისაღებად ჰარვარდში გაემგზავრა.

 

8. ფაუჩი სკოლის მოსწავლეების აცრის აუცილებლობაზე საუბრობს

ამერიკის წამყვანმა ექსპერტმა ინფექციური დაავადებების მიმართულებით, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ კვირას განაცხადა, რომ მხარს უჭერს სკოლის მოსწავლეთა აუცილებელ ვაქცინაციას იმ ფონზე, რომ ქვეყანაში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი მაღალგადამდები „დელტა“ შტამის გამო იზრდება.

 

9. Die Zeit: რუსული გაზსადენი ევროპას ძვირი დაუჯდება

რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე ბოლო წლების მანძილზე ძალიან ბევრს კამათობენ, ძირითადად პოლიტიკურ ჭრილში, თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის თითქმის შეუმჩნევლად, ამ პროექტის ირგვლივ მიმდინარეობს სულ სხვა, მაგრამ არანაკლებად დაუნდობელი ომი - სამართლებრივი.

 

10. „ნათლიმამის“ ავტორი ფრენსის კოპოლა ღვინის ბიზნესს ყიდის

გარიგების დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, წინასწარი ინფორმაციით, ღვინის მწარმოებელი Delicato მეღვინეობებს Francis Ford Coppola Winery და Virginia Dare Winery-ს და ასევე ვენახს სამხრეთ კალიფორნიის სოფელ სონომში იყიდის.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up