როგორ გახდა უმდიდრესი ქართველი

როგორ გახდა უმდიდრესი ქართველი "ყაზახური Alibaba"-ს შემქმნელი მიხეილ ლომთაძე

access_time2021-08-30 12:00:46

2002 წელს ელექტროტექნიკის მაღაზიის მფლობელმა ბანკი იყიდა, რათა კლიენტები კრედიტით თავადვე უზრუნველეყო, მაგრამ როგორ – ეს არ იცოდა. ამიტომაც ბანკის წილში ფონდი Baring Vostok შეიყვანა. 19 წლის შემდეგ გამოცემა The Generalist არკვევს, როგორ იპყრობს ბაზრებს Kaspi, რომელიც მომხმარებელთა აქტივობით „ტინკოფსა“ და Amazon-ს უსწრებს.


2000–იანებში Kaspi საშუამავლო კომერციული ბანკი იყო, თუმცა ბოლო ათწლეულში ტექნოლოგიურ გიგანტად გარდაიქმნა – საკუთარი სავაჭრო პლატფორმით, საგადახდო სისტემით, ჯავშნის სერვისებით, სახელმწიფო სერვისებით და დაკრედიტებით.


გამოცემა The Generalist მოგვითხრობს, როგორ შეძლო Kaspi–მ ყაზახეთში $21–მილიარდიანი ბიზნესის აშენება – ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა 18,5 მილიონია და ყაზახური Alibaba გამხდარიყო.


როგორ შეხვდნენ ყაზახი კიმი, ამერიკელი კალვი და ქართველი ლომთაძე


23 წლის ვიაჩესლავ კიმმა 1993 წელს გადაწყყვიტა ბიზნესის დაწყება. იმის მაგივრად, რომ ნავთობის მრეწველობის დომინანტურ დარგში წასულიყო, ალმაათელმა კურსდამთავრებულმა მაღაზია გახსნა – „ელექტრონიკის პლანეტა“. ეს მაღაზია სულ რაღაც 10 წელიწადში უმსხვილესი გახდა ყაზახეთში. მაგრამ კიმს მეტი უნდოდა: მას კარგად ესმოდა, რომ გაყიდვებს გაზრდიდა, თუ ხალხს კრედიტებს გამოუყოფდა.


სსრკ–ის დაშლის შემდეგ ყაზახეთს რთული დრო დაუდგა: ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის მშპ 1990–დან 2000 წლამდე მუდმივად მცირდებოდა. მაღაზიებს კრედიტების დამოუკიდებლად გაცემა არ შეეძლოთ და ამიტომ საბანკო ორგანიზაციების გამოსყიდვა დაიწყეს.


2002 წელს კიმმა ცოტა ხნით ადრე პრივატიზებულ ადგილობრივ ბანკთან „კასპიისკი“ გარიგება დადო. თუმცა, დაკრედიტებისა და გაყიდვების შეთავსება ადვილი საქმე არ აღმოჩნდა. „ყველა წარმატებული მეწარმე ყიდულობდა ბანკს და ჩვენც გადავწყვიტეთ. თუმცა, არ გვესმოდა, რას წარმოადგენდა საბანკო ბიზნესი“, – ამბობს კიმი.


მეწარმემ საინვესტიციო პარტნიორების ძებნა დაიწყო, რომლებიც მას დაეხმარებოდნენ და ფონდის Baring Vostok შესახებ შეიტყო – ეს ორგანიზაცია 1994 წელს ამერიკელმა მაიკლ კალვიმ დააფუძნა.

 

Baring Vostok–მა 2000 წელს $5,3 მლნ ჩადო საძიებო სისტემაში „იანდექს“, რომელიც 2011–ში ბირჟაზე გავიდა. Baring Vostok–ის წილი მაშინ $2,9 მილიარდად შეაფასეს, რაც 547–ჯერ აღემატება მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციას.

 

Baring Vostok დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს კომპანიებს და ტრადიციული ფონდებისგან განსხვავებით, უფრო ახალგაზრდა თანამშრომლებს ქირაობდა, წერს გამოცემა. ფონდის ხელმძღვანელობის აზრით, ამის წყალობით უფრო გაადვილდებოდა ინვესტორებსა და მეწარმეებს შორის საერთო ენის გამონახვა. ალბათ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ კიმმა სწრაფად გამონახა საერთო ენა ფონდის ახალგაზრდა ფინანსისტთან მიხეილ ლომთაძესთან.


 

 „დამფუძნებელი“ კიმი, „ინვესტორი“ კალვი, „პარტნიორი“ ლომთაძე

 

ლომთაძე საქართველოში დაიბადა და განათლებაც აქვე მიიღო. საქართველოში დააფუძნა აუდიტორული ფირმა GCG Audit, რომელიც მოგვიანებით Ernst & Young–ის შემადგენლობაში შევიდა. შემდეგ ლომთაძე ბიზნესის ადმინისტრირებაში მაგისტრის ხარისხის მისაღებად ჰარვარდში გაემგზავრა. ამერიკაში ის კალვის შეხვდა და Baring Vostok–ში მუშაობის სურვილი გამოთქვა. 2004 წელს ის ფონდში შევიდა და კიმი გაიცნო.

 

„მიშას მოვუყევი, საითაც ვისწრაფოდი. როცა მან საუბარი დაიწყო, მივხვდი: ჩვენ ერთნაირად ვუყურებდით სამყაროს და ერთსა და იმავე ფასეულობებს ვატარებდით“.

ვიაჩესლავ კიმი

 

მაშინ კიმს სხვა ინვესტორებისგან უფრო მომგებიანი წინადადებებიც ჰქონდა, მაგრამ გარიგება Baring Vostok–თან დადო და ფონდს აქციების 51% მიჰყიდა.

 

როგორ მოახდინა ლომთაძემ კომპანიის ტრანსფორმაცია

 

2000–იანების პირველ ნახევარში მსხვილი კომპანიები აქტიურად დებდნენ ფულს განვითარებადი ქვეყნების ბანკებში. კიმი და ლომთაძე ყველაფერს აკეთებდნენ მათი ყურადღების მისაპყრობად, წერს გამოცემა. პირველ რიგში მათ კომპანიას სახელი შეუმოკლეს – Kaspi.


მაგრამ, 2007 წელს მსოფლიო კრიზისი დაიწყო. Baring Vostok კომპანიას მაშინ განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ლომთაძემ დაამტკიცა, რომ ინვესტორების სკეპტიციზმი უსაფუძვლო იყო.  2007 წელს ის Kaspi–ს გენდირექტორი ხდება და მისი გარდაქმნა ჩაიფიქრა.

 

ნაბიჯი პირველი – ხელმძღვანელობის შეცვლა

 

კიმმა ბანკი მაღაზიის კლიენტების დასაკრედიტებლად იყიდა, მაგრამ საბოლოოდ ბიზნესი კომერციული საწარმოების დაკრედიტებაზე ააწყო. ლომთაძე კი მომავალს გაციფრულებაში ხედავდა.


ის ფიქრობდა, რომ მოქმედი ხელმძღვანელები ამისთვის მზად არ არიან – დაითხოვა ისინი და ბიზნესადმინისტრირების ახალგაზრდა მაგისტრები დაიქირავა:


პაველ მირონოვი პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელის რანგში – ფინური საკონსალტინგო კომპანიიდან Tieto.


თენგიზ მოსიძე ფინანსურ დირექტორად – მანამდე იგი Ernst & Young–ში და მსოფლიო ბანკში მუშაობდა.


იური დიდენკო კაპიტალის ბაზრების განყოფილების უფროსად – ლომთაძე მასთან ერთად Baring Vostok–ში მუშაობა.


ლომთაძის ხელმძღვანელობით „კვარტეტმა“ შეძლო ბიზნესის ახლებურად გააზრება ყველა მათგანი დღემდე ინარჩუნებს საკვანძო პოზიციებს.

 

ნაბიჯი მეორე – რესურსების გადანაწილება


 შექმნა რა ახალი გუნდი, ლომთაძეს მეწარმეებიდან მომხმარებლებზე გადართვა სურდა – ამით შემოსავლების 95%–ს რისკავდა. გენერალური დირექტორის ქმით, კომპანიამ კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ ტექნოლოგიების დახმარებით და კარგი მომსახურებით შეძლო.


ხელმძღვანელობამ ინოვაციებზე მეტი ფული გამოყო, გადაწყვიტა შეთავაზებების გადახედვა და მაღაზიების რაოდენობის გაზრდა. ფაქტი, რომ მან ფინანსური კრიზისის დროს შეძლო კომპანიის ტრანსფორმაცია, მართვის ეფექტიანობაზე მიუთითებს, წერს გამოცემა.

 

კრიზისის პერიოდში Baring Vostok–მა Kaspi-ს $100–მილიონიანი კრედიტი გამოუყო, მაგრამ კომპანიას ეს საკრედიტო ხაზი არ აუთვისებია.

 

ნაბიჯი მესამე – ხელისუფლებასთან დამეგობრება


ფონდის Sturgeon Capital ხელმძღვანელის კიანა ზანდიეს თქმით, ცენტრალური აზიის მრეწველობაში უდიდეს როლს სახელმწფიო თამაშობს. სწორედ ის ასპონსორებდა Kaspi–ს ბევრ კონკურენტს.

ასეთი კომპანიები ხშირად იჭრებიან სახელმწიფო სექტორში და ხოგჯერ ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ კონკურენტებსაც აძევებენ ბაზრიდან. ამან შეიძლება მთავრობა გააბრაზოს, თუმცა, გამოცემის ცნობით, კიმმა ყველაფერზე იზრუნა.

ვიდრე ლომთაძე კომპანიის ტრანსფორმაციაზე მუშაობდა, კიმი პოლიტიკით დაკავდა და პრემიერ–მინისტრის ნდობით აღჭურვილი მრჩეველი გახდა, რამაც კომპანიას ბაზარზე პრივილეგირებული მდგომარეობა შეუქმნა.

ასევე სასარგებლო აღმოჩნდა ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის დისშვილის კაირათ სატიბალდის მიერ 2015 წელს Kaspi-ს აქციების შეძენა, რითაც ის ძირითად აქციონერთა სამეულში მოექცა კიმთან და Baring Vostok–თან ერთად. თუმცა, სატიბალდიმ თავისი წილი 2018–ში გაყიდა.

 

ნაბიჯი მეოთხე – ყველაფერს არ მოედო

 

ახალი სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრის შემდეგ Kaspi–მ მომსახურების სპექტრი შეკვეცა და სამ მიმართულებაზე ორიენტირდა:


– დეპოზიტები

– სამომხმარებლო სესხები

– საკრედიტო ბარათები

 

ამის შედეგად კომპანიამ ბევრი კლიენტი მიიზიდა. სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ ამაში მას სუსტი კონკურენციაც დაეხმარა – მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან. ის არ ჩქარობდა ბაზრის თავისებურებების შესწავლას, ამბობს კიანა ზანდიე.


5–წლიანი მმართველობის პერიოდში ლომთაძემ ბანკი კომერციულიდან საცალოდ გარდაქმნა. 2012 წლისთვის კომპანიას უკვე მილიონზე მეტი საკრედიტო ბარათი ჰქონდა გამოშვებული და ყაზახეთის ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშე გახდა.

 

ნაბიჯი მეხუთე – პრიორიტეტების შეცვლა


ლომთაძემ გადაწყვიტა, კომპანიის ეფექტიანობა არა შემოსავლებით, არამედ უკუკავშირითა და მომხმარებლების ლოიალობის ინდექცით გაეზომა – „კლიენტის სიყვარულის მოსაპოვებლად“.


ისიც სიმართლეა, რომ ამის გამო გენდირექტორმა მთელი შემოსავლების მესამედზე – საკრედიტო ბარათებზე უარი თქვა. მას არ მოეწონა, რომ კომპანიისადმი ლოიალობის მაჩვენებელი წითელ ზონაში გადავიდა.


 

„კლიენტები ვერ იტანდნენ საკომისიოებს. ღიზიანდებოდნენ, რომ ვერაფრით ვერ ფარავდნენ ვალს, ვინაიდან კრედიტი მუდმივად ახლდებოდა. უარყოფითი ინდექსი მიგვანიშნებდა, რომ საკრედიტო ბარათები მიზნის მიღწევაში გვიშლიდა ხელს და „არაჯანსაღი“ მოგება მოჰქონდა“.

მიხეილ ლომთაძე

Kaspi-ს გენერალური დირექტორი

კომპანიამ ეს სერვისი 48 საათში დახურა და დაამტკიცა, რომ მომხმარებლებისთვის არამხოლოდ ხელმისაწვდომი, არამედ „საყვარელი“ პროდუქტების შექმნას აპირებს.

 

ნაბიჯი მეექვსე – ეკოსისტემის აშენება

 

ლომთაძეს ბანკისგან მთელი ეკოსისტემის შექმნა სურდა. თავდაპირველად ბანკმა ანგარიშების ონლაინ–გადახდის უფასო სერვისი ჩართო – ქვეყანაში, სადაც ქვითრების უდიდესი ნაწილის გადასახდელად ადგილობრივ განყოფილებებში მიდიოდა ხალხი და მომსახურების საკომისიოსაც იხდიდა. ამით კომპანიას კლიენტების მოზიდვის იმედი ჰქონდა და შეძლო კიდეც, წერს გამოცემა.


ზანდიეს თქმით, კომპანიამ ზრდის ერთ–ერთ ყველაზე ეფექტიან მეთოდს მიმართა: მსხვერპლად გაიღო მოგება, სწრაფად მოიზიდა კლიენტები, ხოლო შემდეგ მათ დამატებითი სერვისები შესთავაზა – რათა მეტი გამოიმუშაოს და ნაკლები დახარჯოს მომხმარებელთა მოზიდვაზე.


 

2012–2013 წლებში Kaspi საგადახდო ტერმინალებს ნერგავდა. 2014–2016 წლებში გაუშვა მარკეტფლეისი, მიწოდება და ლოიალობის პროგრამა. 2017–2019 წლებში ქმნის აპლიკაციას, ხოლო 2020–ში ლონდონის ბირჟაზე გადის.

 

კომპანიამ 2014 წელს ონლაინ–გაყიდვების პლატფორმა აამუშავა, დაამატა ავტოკრედიტები და სახლში მიწოდების სერვისი. 2017 წელს მობილური აპლიკაცია ჩაირთო, სადაც მოცემული იყო ქალაქების რუკები, მესენჯერები და P2P გადახდები. უკვე 2019 წელს მაღაზიებს საკუთარი საგადახდო არხი შესთავაზა.


2020 წელს Kaspi უკვე მრავალფუნქციური სუპერაპლიკაცია გახდა და ლონდონის ბირჟაზე გავიდა. ევროპის ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის მისი აქციების მოცულობა განთავსების შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა. 2021 წელს კომპანია $21 მილიარდად არის შეფასებული.

 

„ჩვენ ბანკი არ ვართ – ბანკებისთვის ბექ–ოფისის მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ ის გვადარდებს, როგორ ურციერთობს კლიენტი ჩვენს პროდუქტებთან. ფინანსურ მომსახურებას ვუწევთ? კი. ვთავაზობთ გადახდებს? კი. ვაკეთებთ თუ არა მარკეტინგს და ვვაჭრობთ ონლაინ? კი. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ვქმნით ტექნოლოგიებს და ვაუმჯობესებთ კლიენტის გამოცდილებას“.

მიხეილ ლომთაძე

Kaspis გენერალური დირექტორი

 

Kaspi–ს ეკოსისტემა: გადახდები, კრედიტები და სახელმწიფო სერვისები


Kaspi სუპერაპლიკაცია ერთდროულად არის: საგადახდო სისტემა, მარკეტფლეისი და ფინტექი. გამოცემა წერს, რომ ყველა ეს ნაწილი, ერდროულად, ურთიერთკავშირშიცაა და დამოუკიდებელიც.

 

Kaspi-ს პროდუქტები: გადახდები, ფინტექი, ლოიალობის პროგრამები, ბარათები, მესენჯერი და სხვ.

 

საგადახდო გადაწყვეტილებები


გადახდები Kaspi-ს სერვისებიდან  პირველი და უმთავრესია. თავად კომპანია ამ მომსახურებას „მობილურ გადახდებად“ და „ანგარიშებით გადახდებად“ ყოფს და სულ 14 სერვისია ამ მიმართულებით წარმოდგენილი: გადარიცხვა ტელეფონის ნომრით, ბარათიდან ბარათზე, QR-კოდით გადახდა, ბილეთების შეძენა, გადარიცხვები საქველმოქმედო ფონდებში.


საინტერესოა, რომ კომპანიის მომსახურების ნაწილი სახელმწიფო სერვისებთან იკვეთება – ესენია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა და განათლების საფასურის გადახდა, საგადასახადო გადახდები.


მრავალი სერვისის განვითარებით Kaspi–მ როგორც მომხმარებლების, ისე გამყვიდველების მოზიდვა შეძლო. ამის მაგალითია POS-ტერმინალების ბაზარი. 2020–ის ივნისში კომპანია მხოლოდ 17 000 წერტილს ემსახურებოდა და მისი წილი ყაზახურ ბაზარზე 9%–ს არ აღემატებოდა. 2021–ში ეს მაჩვენებელი 180 000–მდე გაიზარდა და შესაბამისად, წილი 51%–ს გაუტოლდა.


 

ასე იზრდებოდა Kaspi POS–ტერმინალების ბაზარზე.

 

2021 წლის მეორე კვარტალში Kaspi–ს საგადახდო სისტემებით მოსარგებლე გამყიდველების რაოდენობა 450%–ით გაიზარდა (წლიურ გამოსახულებაში) და 135 000–ს მიაღწია. კლიენტების რაოდენობა კი 34%–ით – 8,8 მლნ–მდე გაიზარდა.


P2P გადახდების ბაზარზე Kaspi–ს წილი 2019 წელს მხოლოდ 2% იყო – მაშინ ყაზახეთში Visa და Mastercard დომინირებდნენ. 2020–ის ივნისში ეს მაჩვენებელი 66%–მდე გაიზარდა.


2020–ის მეორე კვარტალთან შედარებით გადახდების მოცულობა 155%–ით – $28 მლრდ–მდეა გაზრდილი. აქედან 77% P2P გადახდებია.

 

გადახდებიდან შემოსავალი 92%–ით – $480 მლნ–მდე, ხოლო წმინდა მოგება – 121%–ით $280 მლნ–მდე. ამასთან, კომპანია შემოსავალს გადახდების მხოლოდ მეოთხედიდან იღებს, რაც ნიშნავს, რომ Kaspi–სთვის უფრო მნივშნელოვანნია შექმნა, ვიდრე შემოსავალი.

 

მარკეტფლეისი

 

Kaspi არა მხოლოდ ონლაინ–შესყიდვებს, არამედ იმასაც ითვალისწინებს, თუ რას აკეთებენ კლიენტები საცალო მაღაზიებში Kaspi–ს აპლიკაციის მეშვეობით.


კომპანიის მარკეტფლეისი დიდი ხანია, რაც უმსხვილესია ყაზახეთში და კიდევ იზრდება. უკანასკნელი ერთი წლის განმალობაში პლატფორმაზე აქტიური გამყიდველების რაოდენობა 130%–ით გაიზარდა და 60 000–ს ასცდა. ამასთან, აქტიური კლიენტების რადენობამ 3,7 მილიონს მიაღწია.


ყველაზე ხშირად გამყიდველები მომხმარებელს სმარტფონებსა და ელექტროსაქონელს სთავაზობენ, თუმცა პანდემიის პერიოდში დაემატა სახლისა და ბაღის საქონელი, ავტომობილის აქსესუარები. 2021–ის პირველ ნახევარში Kaspi–ს მთლიანი საბაზრო ღირებულება 253%–ით გაიზარდა.


 

2021–ის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი გაყიდვები შემდეგ კატეგორიებზე მოდიოდა: „სახლისა და ბაღისთვის“, „ავტომობილის აქსესუარები“, სილამაზე და თავის მოვლა“, „ტანსაცმელი და აქსესუარები“, „სმარტფონები“.

 

მთლიანობაში, მარკეტფლეისიდან შემოსავალი, წლიურ გამოსახულებაში, 343%–ით გაიზარდა და პოტენციურად $320 მლნ შეიძლება შეადგინოს, ხოლო მოგება, ასევე პოტენციურად, $216 მლნ–ს მიაღწევს (+267%).

 

ფინანსური ტექნოლოგიები

 

Kaspi ნოვატორია სამომხმარებლო დაკრედიტებაში, ხოლო მისი საიდუმლო სისწრაფესა და სეგმენტაციაშია. კომპანია მსესხებლისთვის კრედიტის დამტკიცებას 5 წუთში ახერხებს, ხოლო თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავს: ზოგს უფრო ხანგრძლივი ვადით აძლევს კრედიტს, ზოგს უფრო დაბალ პროცენტად.


ასეთი მიდგომა კომპანიას დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებდა ბაზარზე უპირატესობას, თუმცა ამას დღეს უკვე ბანკების უმრავლესობა იყენებს.


ფინტექ–ქვეგანყოფილების საერთო ფინანსური ღირებულება 456%–ით გაიზარდა და მიმდინარე წლის მეორე კვარტალში $2,3 მლრდ–ს მიაღწია.


მეორე კვარტალშივე ფინტექ–ქვეგანყოფილების შემოსავალი 23%–ით გაიზარდა – $1,2 მლრდ–მდე. ამასთან, წმინდა მოგება 23%–ით გაიზარდა – $440 მლნ–მდე.


სამომავლოდ კომპანიამ, შესაძლოა, კომერციული დაკრედიტება და ავტოდაფინანსება გაზარდოს და ეს ორივე მიმართულება მნიშვნელოვანი გახდეს Kaspi–სთვის.


 

2021 წლის მეორე კვარტალში ჯამური ფინანსური ღირებულების 45%–ს სამომხმარებლო სესხები შეადგენდა, 39%–ს – BNPL-კრედიტები, 10%–ს – ავტოდაფინანსება, 7% – მიკროსესხები მეწარმეთათვის.

 

დამატებითი შეთავაზებები

 

2010–იანების ბოლოს Kaspi მიწოდების, ტურიზმისა და მომსახურების სფეროებით ინტერესდებოდა. ამ უკანასკნელში ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს: მართავს კორონავირუსის ბარათს და აფიქსირებს PCR-ტესტების შედეგებს, იძლევა პენსიის მიღების საშუალებას, შესაძლებელია ჯარიმების გადახდა, არეგისტრირებს ავტომობილებს.,


კვარტალური ანგარიშსწორების თანახმად, ყოველთვიურად მომსახურებით Kaspi–ს 3,4 მლნ აქტიური მომხმარებელი სარგებლობს, რაც 390%–ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს.


გამოცემა The Generalist წერს, რომ კიდევ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს საქონლის მიწოდება, რომლებიც Kaspi–ს მარკეტფლეისში იყიდება.


  • კომპანია 20 ლოგისტიკურ ფირმასთან თანამშრომლობს.
  • ფლობს 4 დამახარისხებელ საწყობს.
  • დაკვეთების 98%–ის შემთხვევაში უფასო მიწოდებას სთავაზობს.
  • პროდუქტის პოზიციების 54%–ის მიწოდება ორ დღეზე ნაკლებ პერიოდში ხორციელდება.


 

 

ტურიზმის ბაზარზე Kaspi 2020–ის აგვისტოში გამოჩნდა – შეიძინა რა ონლაინ–დაჯავშნის სერვისი და ავიაბილეთების გაყიდვები Santufei. კომპანიამ საკუთარი პლატფორმა Kaspi Travel ჩართო გასული წლის დეკემბერში და უკვე 2021–ის ივნისში ბაზრის 26% დაიპყრო მეორე კვარტალში 505 000 ავიაბილეთის და პირველ სამ კვირაში მატარებლის 55 000 ბილეთის გაყიდვით.


ამ პროდუქტმა კომპანიას შესაძლებლობა მისცა, მნივშნელოვნად გაეზარდა საშუალო შემოსავალი ერთ მომხმარებელზე, სამომხმარებლო კალათის მოცულობის შედეგად: კლიენტები არამხოლოდ ავიაბილეთებს ყიდულობენ, არამედ ჯავშნიან სასტუმროებს და ყიდულობენ საჭირო პროდუქტებს.


სუპერ–აპლიკაცია იმისთვისაა საჭირო, რომ სერვისები ერთმანეთთან დააკავშიროს და მომხმარებელი ერთდროულად რამდენიმე მადგანს მიაბას.


კომპანიაში ამბობენ, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გლობალური დღე–ღამური აუდიტორია თვის მაჩვენებელთან მიმართებით 33%–დან 59%–მდე გაიზარდა. ამ მაჩვენბელით Kaspi უსწრებს ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა Alipay, Allegro და Tinkoff. თუმცა, კიდევ არსებობს წერტილი, საითაც კომპანია უნდა ისწრაფოდეს: მას შეუძლია დანარჩენი 10,2 მლნ მომხმარებელიც მოიცვას.


 

 

Kaspi–ს „ტრანსკონტინენტალური გიგანტი“ უნდა გახდეს


ლომთაძე მუდმივად რაღაც ახალს იგონებს, ამიტომ 5 წელიწადში კომპანია შეიძლება საერთოდ ვეღარ იცნოთ.

 

ის ფუნქციებს გააფართოვებს

 

ზრდის შესანარჩუნებლად Kaspi ახალ ფუნქციებს შეიძენს. მან შეიძლება უფრო გამოცდილ სუპერ–აპლიკაციებზე აიღოს ორიენტაცია – მაგალითად Tencent და Alibaba: ისინი მომხმარებელს მუსიკალურ სტრიმინგს, თამაშებს, ტაქსის აგრეგატორებს და პროდუქტების მიტანას სთავაზობენ.


ყაზახეთის ბაზარზე მიწოდებისა და გადაზიდვის ბაზარზე „იანდექსი“ დომინირებდა. თუმცა, 2021–ის 11 ივნისს ხელისუფლებამ მისი საქმიანობა შეზღუდა. „იანდექსს“ სასამართლოში ადგილობრივმა კომპანიამ G-Taxi უჩივლა იმის გამო, რომ კორპორაცია მის საპატენტო უფლებას არღვევდა, რომელსაც „ტაქსის შეკვეთის ავტომატიზირებული სისტემა“ ეწოდება. სასამარლომ დააკმაყოფილა სარჩელი და დაბლოკა „იანდექსის“ აპლიკაცია.


ამის წყალობით Kaspi–ს დიდი შესაძლებლობები გაუჩნდა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ გამოიყენებს: მას მაინც მოუწევს კონკურენცია „სითიმობილთან“ და DiDi Chuxing-თან.


ამის ნაცვლად, უმჯობესია Kaspi–მ საფინანსო პროდუქტები განავითაროს, წერს გამოცემა. მიუხედავად იმისა, რომ 2020–ში ყაზახეთის მშპ შემცირდა, ქვეყანა მაინც ვითარდება და ორი ათწლეულია, მოსახლეობის საშუალო ფენის შემოსავლები იზრდება. სწორედ მათ შეიძლება შესთავაზოს Kaspi–მ ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტი, მაგალითად აქციების შეძენა.

 

სხვა ქვეყნების ბაზრებზეც გავა

 

თავად Kaspi პრიორიტეტად „საერთაშორისო ექსპანსიას“ ასახელებს. 2020 წლიდან Kaspi აზერბაიჯანის ბაზარზეც ვითარდება. ამ ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ და თავად მოსახლეობის რაოდენობაც ყაზახეთზე ნაკლებია:


მშპ – $4214 და $9055 შესაბამისად.

მოსახლეობა – 10 მლნ და 18,5 მლნ შესაბამისად.

 

გამოცემა წერს, რომ შესაძლოა Kaspi აზერბაიჯანულ ბაზარზე თავისვ უფრო თამამ გადაწყვეტილებებს მიმართოს. თავდაპირველად ამ ბაზარზე კომპანიამ ონლაინ–ვაჭრობა დაიწყო და შემდეგ დაამატა საფინანსო სერვისები. კომპანიამ ადგილობრივი ფირმების ნაწილიც შეისყიდა საკვანძო კატალოგის გასაფართოვებლად – ავტომობილები და უძრავი ქონება.


როგორც ჩანს, მომავალში კომპანია პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე ორიენტირდება, რათა ენობრივი და კულტურული მსგავსებითა და დაბალი კონკურენციით ისარგებლოს.


რიგში დგანან უზბეკეთი და უკრაინა: პირველში კომპანიამ უკვე შეისყიდა ავტომობილების გაყიდვის განცხადებების აგრეგატორი, ხოლო უკრაინაში ბანკი Portmone Group. თუ რეგულატორები გარიგებას დაადასტურებენ, წლის ბოლოსთვის Kaspi უკრაინელებს საკუთარ საგადახდო სისტემას შესთავაზებს და Portmone Group–ის ლოიალურ კლიენტებსაც მიიღებს.

 

Kaspi–ს შეიძლება კონკურენტები და მთავრობები დაემუქრონ


Kaspi–ს სხვა ქვეყნების დაზრებზე გასვლა იმის გამოც სურს, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მისი საქმიანობა შეზღუდოს. კომპანიიდან სატიბალდის გასვლით Kaspi დაუცველი დარჩა.

 

„იანდექსის“ წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ რეგულატორები ტექნოლოგიური გიგანტების შეზღუდვასაც არ შეუშინდებიან.


თუმცა, „იანდექსი“ ადგილობრივ კომპანიებს ხელს უშლიდა, ხოლო Kaspi ეროვნული სიამაყეა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამიტომ, მის მიმართ აგრესია ჯერ ნაკლებად სავარაუდოა, წერს გამოცემა.

 

Kaspi ზეწოლას კონკურენტების მხრიდანაც არ გამორიცხავს, მაგალითად „ალფა–ბანკისა“ და ForteBank-ისგან. ამ უკანასკნელმა უკვე დააკოპირა Kaspi და ონლაინ–მაღაზია და ავიაბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნის სარვისები აამუშავა. თუმცა, ორივე მათგანს ძალიან გრძელი გზის გავლა მოუწევთ, Kaspi–ს რომ დაეწიონ.


ყაზახეთის გარეთ Kaspi–ს სხვა პრობლემები ელოდება: უკრაინის ბაზარზე მას „იანდექსთან“ მოუწევს კონკურენცია, ხოლო უზბეკეთში კომპანიასთან Zood. თანაც, ამ უკანასკნელის უპირატესობაა უფრო ღია ეკოსისტემა. Kaspi BNPL სერვისით (იყიდე ახლა, გადაიხადე შემდეგ) სარგებლობისთვის კლიენტმა Kaspi–ში შიდა შემოწმება უნდა გაიაროს. Zood კი გარე პარტნიორებს აძლევს საკუთარი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას.


ბუნებრივია, Kaspi–ს მენეჯმენტი ბაზრის განვითარებას თვალს არ მოაცილებს, მაგრამ ჯერ, როგორც გამოცემა წერს, კომპანია საკუთარ შესაძლებლობებზე უნდა კონცენტრირდეს.



თეგები:
ლომთაძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up