საქართველოში ოქროს სამკაულების ფასი საერთაშორისო ტრენდს აცდენილია

საქართველოში ოქროს სამკაულების ფასი საერთაშორისო ტრენდს აცდენილია

access_time2021-08-30 15:00:22

გლობალურ ბაზრებზე, გარკვეული კორექტირების მიუხედავად, ოქროს ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, როგორც ოქროს ბაზრის ექსპერტი, პროფესორი ხათუნა გაჩეჩილაძე აცხადებს, ფასები გლობალური ტენდენციებს ადეკვატურად ვერ ასახავს. ამ ეტაპზე საქორწინო, 958 სინჯის (ბაჯაღლო) ოქროს ბეჭდის ფასი 2000 ლარის ფარგლებშია, თუმცა რამდენიმე თვის წინ მისი ღირებულება 2200 ლარს შეადგენდა.


,,არანაირი ტენდენციით არ ხასიათდება ქართული ბაზარი, ფასებიც და მსყიდველუნარიანობაც დაბალია. ამ დროს გლობალურ ბაზრებზე  ოქროს ღირებულება აგაცილებით მაღალია, მაგრამ განვითარებული ქვეყნების ბაზრებთან საქართველოში მოქმედი ფასები თანხვედრაში არ არის.

საქორწინო ბეჭდების ფასი 2000 ლარის ფარგლებშია. ეს არის 958 სინჯის ოქრო, რომელიც ცოტა ადრე 2200 ლარი ღირდა“, - ამბობს ხათუნა გაჩეჩილაძე


ბაზრის ერთ-ერთი მტავარი პრობლემა, მისივე თქმით, ოქროს ხარისხს უკავშირდება, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.


,,ვერ შევეხები ვერავის, ბიზნესს ლავირებას ვერ ვუკეთებ, მაგრამ ფაქტია, რომ მაღაზიაში ძალიან ხშირად, ნაყიდ ნაკეთობებში სინჯი დაბალია და გასაყიდი პროდუქცია მაღალი სინჯით არის წარმოდგენილი. სასინჯი ზედამხედველობა არ არსებობს და მყიდველიც და გამყიდველიც დაუცველია“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ საუბარში გაჩეჩილაძე.



ყველაზე დიდი პრობლემა, რაზეც ოქროთი მოვაჭრეები საუბრობენ, მყიდველების დეფიციტია. ოქროს დილერის, მარინა ლაბაძის თქმით, საქორწინო ბეჭდის გარდა, ოქროულობა უკვე იშვიათად იყიდება.


,,მომხმარებელი ოქროულობას ყიდულობს მაშინ, როცა გამოუვალ მდგომარეობაშია. მაგალითად, ქორწილის ან ნათლობისათვის, როდესაც ოქროს ყველაზე ახლობელი ადამიანისათვის იმეტებენ. ფასთან დაკავშირებით სრული თავისუფლებაა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მომხმარებელს ოქროს შეძენა გავუადვილოთ და მცირე შეღავათს ყოველთვის ვუწევთ. ხშირად ხდება, რომ მთელი დღის განმავლობაში ვერაფერს ვყიდით, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ“, - ამბობს მოვაჭრე.


ცნობისთვის, 30 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიო ბირჟებზე უნცია ოქროს ღირებულება  $1,8 ათასიან ნიშნულის დონეზეა.  ექსპერტების შეფასებით, ავღანეთში შექმნილი ვითარების ფონზე მოვაჭრეები ოქროს შეძენას კვლავ სიფრთხილით ეკიდებიან.


დეკემბრის ოქროს ფიუჩერსები ბირჟაზე Comex New York 0.38%-ით (6.85 აშშ დოლარით) გაიზარდა და უნციაზე 1,817.31 აშშ დოლარს შეადგენს.


ამასთან, ვერცხლის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება უნციაზე  22.77 აშშ დოლარს შეადგენს.


Oanda-ს ანალიტიკოსების შეფასებით, აღსანიშნავია, რომ საგარეო პოლიტიკის რისკები ხელს უწყობს ოქროს ფასების ზრდას. ოქრო, ტრადიციულად, ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო აქტივად განიხილება, ამიტომ მასზე მოთხოვნა პოლიტიკური რისკებისა და გაურკვევლობის მატებასთან ერთად იზრდება.

 

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up