თბილისის ბრენდული სასტუმროები დატვირთულია, მცირე ობიექტები დახურულია

თბილისის ბრენდული სასტუმროები დატვირთულია, მცირე ობიექტები დახურულია

access_time2021-08-30 13:00:30

ზაფხულში თბილისის ბრენდული სასტუმროები სრული დატვირთვით მუშაობენ, ხოლო შედარებით პატარა სასტუმროებს ტურისტები არ ჰყავთ, ზოგიერთმა კი მუშაობა საერთოდ შეაჩერა. როგორც „კომერსანტს“ პროფესორმა მანანა ალადაშვილმა უთხრა, 2021 წლის ზაფხულში ისეთი ბრენდული სასტუმროები, როგორიც ბილტმორი და სხვა მსგავსი სასტუმროები, დატვირთვა 100%-ა, ხოლო დამსვენებლების უმეტესობა კი არაბული ქვეყნებიდანაა. მისივე თქმით, არაბეთიდან ჩამოსული ტურისტები მაღალი მხარჯველობითაც გამოირჩევიან და არც სასტუმროს დამატებით სერვისებზე, მაგალითად სპაზე და მასაჟზე ამბობენ უარს.


„მას შემდეგ, რაც ინფიცირების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა, სასტუმროების დატვირთულობამ საგრძნობლად იკლო, თუმცა ისეთი სასტუმროები, როგორიც ბილტმორია, სრული დატვირთვით მუშაობენ და ყველა ნომერი წინასწარ არის დაჯავშნილი. რაც შეეხება 3 და 4–ვარსკვლავიან სასტუმროებს, ზოგიერთი მათგანის დატვირთულობა 70%-ს აღწევს. თუმცა სანამ ინფექციით გავრცელების მაჩვენებელი ასეთ ციფრებს მიაღწევდა, სასტუმროების უმეტესობა მაქსიმალურად იყო დატვირთული. უცხოელი ტურისტების ნაკადის კლებაზე საქართველოს ზოგიერთი ქვეყნის მიერ წითელ ზონაში შეყვანაც მოქმედებს, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს ფაქტორი ბრენდულ სასტუმროებს არ შეხებიათ“, - აღნიშნა მანანა ალადაშვილმა.


პროფესორმა ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილზე, ძველ თბილისში მდებარე სასტუმროებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძველი თბილისის უბნებში არსებული სასტუმროები ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან და მათ ტურისტები თითქმის არ ჰყავთ. მისივე თქმით, შედარებით პატარა სასტუმროების ნაწილმა პროფილი შეიცვალა და კოვიდ სასტუმროდ გადაკეთდა, ზოგმა კი მუშაობა შეაჩერა.


„ძველი თბილისის უბნები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, აქა-იქ თუ გამოჩნდება ტურისტი, სასტუმროების დიდი ნაწილი დახურულია, რომ დარეკო ვერავის დაუკავშირდებით. ავლაბრის სასტუმროების დიდი ნაწილი, პენტჰაუზები, კარგი ხედებით, ასევე სასტუმროები მეტეხის ჩაყოლებაზე, ყველა კოვიდსასტუმროდ გადაკეთდა, იგივე მდგომარეობაა ვაკეში და ვერაზე მდებარე სასტუმროებშიც. ძალიან ცოტამ გააგრძელა პროფილით მუშაობა, ძირითადად მათ შეინარჩუნეს სასტუმროს მიმართულება, ვისაც შენობა საკუთრებაში აქვს და იჯარის გადახდა არ უწევს, მაგრამ ვისაც ფართი იჯარით ჰქონდა აღებული საერთოდ აღარ უღირდა. მაგალითად, აბაშიძეზე ძალიან ბევრი სასტუმრო გაიყიდა“, - აღნიშნა მანანა ალადაშვილმა.



„კომერსანტი“ ავლაბარში მდებარე სასტუმრო არმაზი პალასის მეპატრონეს თამარ ლიპარტელიანს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მიმდინარე წლის ზაფხულში სასტუმროს ტურისტები ფაქტობრივად არ ჰყოლია და თითქმის დაკეტილი აქვს, რადგან ცარიელი სასტუმრო დამატებითი ხარჯია.


„წლეს თითქმის არ გვიმუშავია, ტურისტები არ ჩამოდიან, ძირითადად დაკეტილები ვართ, ხანდახან ვაღებთ, ძველი პარტნიორები, რომლებიც პანდემიამდელ პერიოდში ჩვენთან ტრენინგებს ატარებდნენ, ისინი მოდიან ხოლმე. გამომდინარე იქიდან, რომ პატარა, 10–ნომრიანი სასტუმრო ვართ, ვერც კოვიდ სასტუმროდ გადავკეთდით და არც დამსვენებლები გვყავს, თანამშრომლებიც არ ამიყვანია, მუშაობა არ არის და შესაბამისად ხელფასსაც ვერ გადავუხდი. რაც შეეხება პანდემიამდელ პერიოდს, სრული დატვირთვით ვმუშაობდით, ძალიან ბევრი ტურისტი გვყავდა, ვთანამშრომლობდი booking.com-თან, ზაფხულში ტურისტები მყავდა და ზამთარში კორპორაციული ტრენინგების მიმართულებით ვიყავით დატვირთულები“, - აღნიშნა თამარ ლიპარტელიანმა.


ძველ თბილისში, იაკობ ცურტაველის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო Sole recidence-ის მიმღების რეგისტრატორმა თორნიკე ჩუბინიძემ გვითხრა, რომ სასტუმროში 54 ნომერია და ივლისში 35%-იანი დატვირთვით მუშაობდა, აგვისტოში 50%–ს მიაღწიეს. რაც შეეხება სექტემბერს, რეგულაციების გამო ჯავშნები უქმდება. მისივე თქმით, სასტუმროში დამსვენებლების ძირითადი კონტინგენტი არაბული სამყაროდან და უკრაინიდან არიან.


„ამ ეტაპზე 50%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ, ივლისში 35%-ზე ვიყავით, მართალია სექტემბრის თვეში ჯავშნები უქმდება, თუმცა ვფიქრობ რომ 55%–იან დატვირთვას შევინარჩუნებთ. დამსვენებლები ძირითადად აზის ქვეყნებიდან არიან, ჩამოდიან საემიროებიდან, საუდის არაბეთიდან, გვყავს სტუმრები უკრაინიდანაც. ჩვენი სასტუმრო 4 წელია ფუნქციონირებს და აქედან 2 წელი დაკეტილები ვიყავით, ერთი ზაფხული ვიმუშავეთ და 80%-იან დატვირთვას მივაღწიეთ. რაც შეეხება ფასებს, წელს 2019 წელთან შედარებით, ნაკლებ ფასად ვაქირავებთ ნომრებს“, - აღნიშნა თორნიკე ჩუბინიძემ.


სასტუმროში Mercure Old Tbilisi, რომელიც 108 ნომრისგან შედგება, გვითხრეს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში 50-60%-მდე დატვირთვით მუშაობენ და ძირითადი დამსვენებლები არაბული ქვეყნებიდან და ევროპიდან ჰყავთ.


თაკო კვაჭანტირაძე







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up