გაკოტრება იურიდიულად კომპანიების 1%-საც  არ აქვს გაფორმებული

გაკოტრება იურიდიულად კომპანიების 1%-საც არ აქვს გაფორმებული

access_time2021-08-30 11:00:55

ბიზნესის სამართლის იურისტი, ანალიტიკოსი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ covid-19-ის გამო ასობით ბიზნესი გაკოტრდა, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ არის, რომ გაკოტრება ოფიციალურად გამოეცხადებინათ და ეს პროცესი შესაბამისი იურიდიული პროცედურების დაცვით დასრულებულიყო. ჩარგეიშვილის შეფასებით, გაკოტრების გაფორმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცედურაა, რა ეტაპსაც გაკოტრებული ბიზნესი ყველა ნორმალურ ქვეყანაში გადის და ამით ზარალის შემცირებასაც ახერხებს.

 

,,უამრავი ბიზნესი და კომპანიაა გაკოტრებული. მარტო ერთი, ტურიზმის სფერო რომ ავიღოთ, მინიმუმ, 20%-ს შემოსავლები გაუნულდა, მაგრამ არავის უცდია, რომ სამართლებრივი პროცედურები გაევლო და გაკოტრება ოფიციალურად გაეფორმებინა. მთელი ეს დრო იმის ლოდინში გაიწელა, შეიძლება  მთავრობა დაეხმარება, ამ დროს ზარალიანი და გაკოტრებული ბიზნესის მთელი ქონება საფრთხეშია და ამით ჯერჯერობით ვერავინ სარგებლობს.  იურიდიულად კომპანიების 1%-აც არ აქვს გაკოტრების პროცედურა გავლილი. აქ მხოლოდ სტატისტიკის პრობლემა არ გვაქვს, როცა ოფიციალურად კოტრდება კომპანია, საოფისე ინვენტარი და სხვა ქონება აუქციონზე იყიდება, ახლა ევროპის ყველა ნორმალური ქვეყანა გადის ამ პროცესს, ონლაინ-აუქციონები ეწყობა და დაინტერესებული პირები აქტიურად არიან ჩართული. ჩვენს შემთხვევაში, თუკი კომპანიას 10 000 ლარის ქონება ჰქონდა, შეუძლია, გარკვეული პროდუქტი - ინვენტარი თუ ნებისმიერი ტიპის სხვა საქონელი გასაყიდად გამოიტანოს და თუნდაც 5000 ლარი მიიღოს, ვიდრე სულ დაკარგოს ქონება და ვერ მოიხმაროს. კრიზისის რეალობიდან გამომდინარე უნდა იმსჯელო, მაგრამ ჩვენ ამაში მორალური განწყობა, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, გაკოტრების მექანიზმის არცოდნა გვიშლის ხელს, მხოლოდ პრობლემაზე ვსაუბრობთ და პრევენციამდე ვერ მივდივართ“, - ამბობს ბიზნესის სამართლის სპეციალისტი.

 

როგორც აკაკი ჩარგეიშვილი განმარტავს, გაკოტრების სამართალი ერთ-ერთი საინტერესო სფეროა, რომელიც საბაზრო ეკონომიკის განვითარებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება. გაკოტრების პროცედურა კრიზისში მყოფ საწარმოს, ან კომპანიას ფინანსური პრობლემების მოგვარებაში ეხმარება, რეაბილიტაციის საშუალებას აძლევს და ამ ურთულეს პროცესს შეძლებისდაგვარად უადვილებს. კანონმა უნდა უზრუნველყოს არა მარტო მოვალის, არამედ საწარმოს ფინანსური სიძნელეების დაძლევა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაც.

 


შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო ბიზნესის დიდი ნაწილი გაკოტრდა, ნაწილმაც - შემოსავალი დაკარგა.  მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ინფორმაციით, 2020 წელს კომპანიების 30% გაკოტრდა.  აქედან, როგორც რამდენიმე დღის წინ ჭელიძემ ,,კომერსანტს“ განუცხადა, აღდგენა მხოლოდ 18%-მა მოახერხა.

 

რაც შეეხება კანონმდებლობას, 2021 წლის აპრილიდან ძალაშია კანონი რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს გადახდისუუნარო ბიზნესების დროულ აღდგენას და დაიცავს პრობლემებისგან. 

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up