ამერიკის წამყვანმა ექსპერტმა ინფექციური დაავადებების მიმართულებით, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ კვირას განაცხადა, რომ მხარს უჭერს სკოლის მოსწავლეთა აუცილებელ ვაქცინაციას იმ ფონზე, რომ ქვეყანაში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი მაღალგადამდები „დელტა“ შტამის გამო იზრდება.
„მიმაჩნია, რომ სკოლებში მოსწავლეების აუცილებელი აცრა – კარგი იდეაა“, – განაცხადა ფაუჩიმ CNN-ის ეთერში.
„ჩვენ ათწლეულებია, ამას ვაკეთებთ. ვითხოვთ პოლიომიელიტზე, ყბაყურაზე, წითელაზე, წითურაზე, ჰეპატიტზე და სხვა აცრებს“, – დასძინა ექსპერტმა.
აშშ–ში დღეს 12 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა დაშვებული არ არის. თუმცა, სხვა ინტერვიუში, ტელეკომპანიასთან ABC, ფაუჩიმ განაცხადა, რომ სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სამმართველოს (FDA) ოქტომბრის დასაწყისისთვის საკმარისი მონაცემები უნდა ჰქონდეს, რომ დაასკვნას, უსაფრთხოა თუ არა აცრა 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ფაუჩის თქმით, რომელიც ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი და თეთრი სახლის მრჩეველია სამედიცინო საკითხებში, „არსებობს გონივრული შანსი“, რომ Pfizer და Moderna შობა–ახალი წლის პერიოდში მიიღებენ 12 წლამდე ასაკის ბავშვებზე გამოყენების ნებართვას FDA–სგან.
golosameriki.com