ფერმერები დღიური მუშახელის დეფიციტზე საუბრობენ

ფერმერები დღიური მუშახელის დეფიციტზე საუბრობენ

access_time2021-08-30 10:00:31

3 ტონა მოსავლის მისაღებად შინამეურნეობების მიერ გაწეული ხარჯი თითქმის 1000 ლარს აღწევს. მუშახელის დღიური ანაზღაურება 50-70 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა ამ ფასად მუშაობა არავის სურს. როგორც რიგითი ფერმერები, ასევე მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები მუშახელის არსებულ დეფიციტზე საუბრობენ. აგრარული სფეროს სპეციალისტი პაატა აროშიძე მიზეზად შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებას მიიჩნევს, ასევე შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინებას.


აროშიძის ინფორმაციით, პანდემიის გამო წელს სეზონური დასაქმება ქართველებმა ვერ მოახერხეს თურქეთსა და საბერძნეთში, სადაც წლების განმავლობაში ხალხი ძირითადად ჩაის, თხილის და ზეთისხილის პლანტაციებზე იყო დასაქმებული.


,,ხალხი თურქეთში კაკლოვანების სეზონზე იყო უმეტესად დასაქმებული. წელს ორგანიზებული გასვლა არ ყოფილა, არც ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ არ გამიგია. უფრო დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით გურიის მოსახლეობა გადადიოდა თურქეთში. საქართველოში დღიური მუშახელის ანაზღაურება არ აკმაყოფილებთ. შემოსავლები შემცირებულია, ანუ თუ ადამიანი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე საქართველოში შარშან დღეში 50 ლარად მუშაობდა, ამ ფასად მუშაობა არ უღირთ. ქართველი დამქირავებელი 50-60 ლარზე მეტს იშვიათად იხდის, დაქირავებულს კი ფული ეცოტავება და არ უღირს შრომად. თანაც შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქშია. 3 ტონა მოსავლის მიღებას, ვთქვათ, თხილის შემთხვევაში, 900-1000 ლარის მუშა ხელი უნდა, ბევრს კი ურჩევნია ქალაქში მშენებლობაზე იყოს დაკავებული, ვიდრე სოფლებში დღიურ მუშად დასაქმდეს“, - ამბობს პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში.


მისი თქმით, დასაქმების დიდი შესაძლებლობას იძლევა კოოპერატიული მეურნეობა, მაგრამ ამან ფეხი ვერ მოიკიდა. საქართველოს მასშტაბით, სულ რამდენიმე ასეული კოოპერატივია, რაც საკმარისი არ არის.


გამოსავალს მეცნიერი აგრარული განათლების დონის აწევას და სასოფლო-სამეურნეო პროექტების გააქტიურებაში ხედავს.



სეზონური მუშახელის პრობლემაზე საუბრობს კახელი მეღვინე ოთარ ბერძენიშვილიც. მისი თქმით, ხალხის ჩამოყვანა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან უწევთ.


,,პანდემიამ მუშახელის მიმართ მოთხოვნა გაზარდა, მაგრამ მომუშავის შოვნა გვიჭირს. ფასზეც აღარ არის უკვე საუბარი. კახეთის შემთხვევაში, ადგილობრივების დიდი ნაწილი ღვინის ქარხნებში დასაქმდა და ვენახებში დღიურ შრომას უკვე ვერ ახერხებენ ან არ სურს. ხალხი სხვა რეგიონებიდან ჩამოგვყავს. შარშან ყველაზე მეტი სამეგრელოდან და იმერეთიდან ჩამოვიდა სამუშაოდ, წელსაც ასეა, მაგრამ მეტს ითხოვენ, 60 ლარზე იაფად არავინ იმუშავებს, წინა წელს სეზონურ დასაქმებულებს 50 ლარს ვუხდიდით, შარშანწინ - 40 ლარს, გამოდის, რომ ყოველწლიურად ძვირდება დღიური მუშის შრომის ანაზღაურება“, - ამბობს ფერმერი.


მუშახელის პრობლემაზე საუბრობს მეფრინველეობის ფაბრიკა ,,კუმისის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზურაბ უჩუნბეგაშვილი.


,,კომპანიაში 150 დასაქმებულია. თუმცა მუდმივი კადრების გარდა, გვიწევს დროებითი დასაქმებაც, რა მხრივაც საქმე საკმაოდ რთულადაა. მუდმივად არის დეფიციტი, თან, კვალიფიკაციის პრობლემაცაა. 40 ლარს ვუხდით დღიურ მუშას და ამ ფასადაც არავინ მუშაობს, პანდემიამ ეს პრობლემა განსაკუთრებით გამოკვეთა, დღესდღეობით ვუძლებთ, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებლები მატულობს და შეიძლება სამომავლოდ ამ მხრივ უფრო გაგვიჭირდეს“, - უთხრა ,,კომერსანტს“ ბიზნესმენმა.


აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ, ევროპის ქვეყნებში, სეზონური დასაქმების მიზნით საქართველოს მიერ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოსთან ხელშეკრულება გაფორმდა. რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა კიდეც გერმანიაში, მაგრამ გერმანული მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შეუსრულებლობის გამო პროექტმა რეალურად ვერ გაამართლა. არიან დაზარალებულებიც, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში ცდილობენ.


ანალოგიური პროგრამა სამედიცინო სექტორში ქართველი დასაქმებულებისთვის შეიმუშავა ისრაელმაც, მაგრამ, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ვერც ამ პროექტმა იმუშავა.

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up