რატომაა სესხები ძვირი და ვისი ბრალია – ბანკების თუ მთავრობის?

რატომაა სესხები ძვირი და ვისი ბრალია – ბანკების თუ მთავრობის?

access_time2021-08-30 14:00:18

სესხზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ერთ-ერთია იმ მუდმივი პრობლემებიდან, რასაც საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აწყდება. ადამიანებს ხშირად მოჰყავთ ევროპული ქვეყნების მაგალითი, სადაც სესხი 5-ჯერ და 6-ჯერ უფრო იაფია. პრობლემა კი სინამდვილეში ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე კომერციული ბანკების დამფუძნებლების სიხარბე. ქვეყანაში, სადაც ინფლაცია 12%-ს აღწევს, ბანკი სესხს 5%-ში ვერ გასცემს.


სესხის ღირებულებას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორისაა: მოთხოვნა, კონკურენცია, პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები, გასაცემი ფულის თვითღირებულება... თუ ბანკმა იცის, რომ ყოველი 100 გაცემული სესხიდან შეიძლება 1 გაუპრობლემდეს, მაშინ საპროცენტო განაკვეთი შედარებით დაბალი იქნება, ხოლო თუ იმის მოლოდინი აქვს რომ თანხას უკან 20 მსესხებელი აღარ დააბრუნებს, მაშინ სესხი გაძვირდება. სწორედ ამ მიზეზის გამო სცილდებოდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 700%-ს ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებში, დღესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კრედიტი ბანკთან შედარებით უფრო ძვირია.


თავად ბანკშიც მცირე თანხაზე სწრაფ სესხზე უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი, ვიდრე ხელფასით უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხზე და სამომხმარებლო სესხზე უფრო მაღალი, ვიდრე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ იპოთეკურ სესხზე. ამჟამინდელი ლიმიტი - წლიური 50% საკმაოდ მაღალია, მაგრამ ონლაინ გამსესხებლებისთვის ეს შეზღუდვა წამგებიანი აღმოჩნდა და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ბაზრიდან გავიდა. 100 ლარის 1 წელიწადში 150 ლარად ქცევა ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ არა მაშინ, თუ ყოველი 100 მსესხებლიდან თანხას უკან მხოლოდ 40 აბრუნებს. ბანკებს დაწესებული ჭერი პრაქტიკულად არც უგრძნიათ, რადგან სამომხმარებლო თუ ბიზნეს სესხები ისედაც უფრო დაბალ პროცენტში გაიცემოდა.


კომერციულ ბანკებს ფულის ბეჭდვის უფლება არ გააჩნიათ. ისინი გასასესხებელ თანხებს თავადაც სესხულობენ მოსახლეობისგან ანაბრების სახით, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში და საერთაშორისო კრედიტორებისგან – ამ შემთხვევაში მხოლოდ უცხოურ ვალუტაში. მიუხედავად იმისა, რომ ანაბარზე ლარში საშუალოდ 11-ჯერ უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში 14-ჯერ უფრო მაღალი, მთელი ანაბრების 60% და ფიზიკური პირების ანაბრების 75% უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. რა აიძულებს ადამიანს ანაბარი უცხოურ ვალუტაში გახსნას, რომელსაც 0.8% ერიცხება, მაშინ, როცა ლარში სარგებელი 11.1%-ს შეადგენს?


საქმე ის არის, რომ 2013 წლიდან მოყოლებული ლარი დოლართან მიმართ მუდმივად უფასურდება, 2017 წლის გარდა ყოველთვის 1-ელ იანვარს დოლარი უფრო იაფი ღირდა ვიდრე 31 დეკემბერს. თუ დღეს 100 ლარი 32 დოლარია, 1 წლის შემდეგ მისაღები 111 ლარი შეიძლება მხოლოდ 30 დოლარი იყოს, ან სულაც 27 დოლარი. შესაბამისად, არათუ დაბალი, უცხოურ ვალუტაში ნულოვანი სარგებელიც კი უფრო მომგებიანია, ვიდრე ლარში 11%-იანი შეთავაზება.


სახელმწიფომ 2017 წლიდან 100 000 ლარამდე, ხოლო 2019 წლიდან 200 000 ლარამდე დოლარში ან სხვა ნებისმიერ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა აკრძალა. მნიშვნელობა არ აქვს, რა უნდა ბანკს, არც იმას – რა სურს მსესხებელს, 200 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა. რადგან ბანკს სესხის გასაცემად ლარი სჭირდება, მან ეს ლარი უნდა მოიძიოს, რადგან მოსახლეობა ლარს არ ენდობა ბანკი მასზე საპროცენტო განაკვეთს ზრდის. ევროპული ქვეყნების ფონზე სესხზე 20 და 22 პროცენტი მართლაც არანორმალურად გამოიყურება, მაგრამ ანაბარზე 11% ეკონომიკაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. მაშინ, როცა ბანკი თავად სესხულობს მოსახლეობისგან თანხებს 11%-ად ლოგიკურია, რომ მას  5%-ად და  9%-ად ვერ გაასესხებს. 2020 წლის ივლისში ბანკები ფიზიკურ პირებს ლარში ანაბარს 10%-ად სთავაზობდნენ, უცხოურ ვალუტაში - 2.5%-ად, 2019 წლის ივლისში კი შესაბამისად 8.6%-ად და 2.8%-ად.


ბანკისთვის ლარის მიღების კიდევ ერთ წყაროდ რეფინანსირების სესხების რჩება, რომელსაც ყოველკვირეულად ეროვნული ბანკი გასცემს. ბოლო 1 წელიწადში ის 2%-ით 10%-მდე გაიზარდა, რის შემდეგაც 124 000-ზე მეტ პირს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ავტომატურად გაუძვირდა.



სესხის პროცენტზე გავლენას ინფლაციაც ახდენს. ბოლო 9 წელიწადში დოლარი 89%-ით გაძვირდა, ზოგადი სამომხმარებლო ფასები შედარებით ნაკლებად - 47%-ით. თუმცა მეტ-ნაკლებად ზომიერი ინფლაცია 2021 წელს წარსულს ჩაბარდა და ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 10 წლიანი რეკორდია. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქციისა და მომსახურების შესაძენად, რისთვისაც 2020 წლის ივლისში 1000 ლარი საკმარისი იყო, 2021 წლის ივლისში 1119 ლარი გახდა საჭირო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქსტატი გაძვირებულ და სუბსიდირებულ ელექტროენერგიას ინფლაციაში არ ანგარიშობს, რაც მის განაკვეთს ხელოვნურად ამცირებს. ბანკი სესხის გაცემამდე ფულის დროით ღირებულებას ანგარიშობს. თუ მას ეცოდინება, რომ დღევანდელი 1000 ლარი იგივეა რაც 1 წლის შემდეგ 1119 ლარი, კლიენტისგან 70 ან 80 ლარის დამატებას კი არა 180 ან 200 ლარის დამატებას მოითხოვს.


უცხოურ ვალუტაში, დეპოზიტებთან ერთად სესხზეც მნიშვნელოვნად დაბალი პროცენტია. 2021 წლის ივლისში ლარში გაცემულ სესხებზე გასაშუალოებული პროცენტი 18.2 იყო, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 5.4%. მიზეზი მარტივია, ლარს ბანკი მეანაბრეებისგან 11.1%-ად ყიდულობს, უცხოურ ვალუტას 0.8%-ად. ეროვნული ბანკი ლარს 10%-ად აფასებს, დონორი ორგანიზაციები უცხოურ ვალუტას 1.5 ან 2 პროცენტად, შესაძლებელია უკეთესი გარიგების დადებაც. პანდემიამდელ პერიოდში ლარში სესხები საშუალოდ 16.6%-ად გაიცემოდა, უცხოურ ვალუტაში - 7%-ად. მთლიანი გასაშუალოებული საპროცენტო განაკვეთი 2 წლის წინ 11.3%-ს შეადგენდა, დღეს კი 12.5%-მდეა გაზრდილი,


რეგულაციების გამო, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დოლარსა და ევროში სესხის აღება არ შეუძლია. საშუალო ხელფასის საფუძველზე 200 000 ლარიანი სესხები არ გაიცემა.


მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2020 წელს ნიდერლანდებში საშუალოდ 1.5% ერიცხებოდა, შვეიცარიაში - 2.6%, ნორვეგიაში - 2.7%, კორეაში - 2.8%, საქართველოში 11.8 % (იგულისხმება ძვირიანი ლარისა და იაფიანი უცხოური ვალუტის საშუალო შეწონილი განაკვეთი). ამავე დროს უზბეკეთში სესხები 22%-ად გაიცემოდა, ტაჯიკეთში 23%-ად, არგენტინაში 29%-ად და მადაგასკარში - 49%-ად. ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ შვეიცარიაში, ნორვეგიაში და კორეაში კეთილსინდისიერი ბანკირები ცხოვრობენ, ხოლო ტაჯიკეთსა და მადაგასკარში ხარბი სისხლისმწოველები. ეს ნიშნავს იმას, რომ ნორვეგიასა და შვეიცარიაში ვალუტა მყარია, ინფლაცია დაბალი და კონკურენცია მაღალი. ტაჯიკეთსა და არგენტინაში კი პირიქით.




საქართველოში უცხოურ ვალუტაში სესხები 5.4%-ში გაიცემა, რაც სინგაპურისა და ისლანდიის მაჩვენებლებს უთანაბრდება. თუ X ბანკი მზადაა, რომ სესხი დოლარში 5.4%-ში გასცეს, მაშინ შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში ლარსაც იმავე ფასს დაადებდა, მაგრამ ლარში გასაცემი სესხი მაინც 3.37-ჯერ ძვირია.


კონკურენტულ გარემოზე, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაზე პასუხისმგებლობას მთავრობა და ეროვნული ბანკი ინაწილებენ. ეროვნულ ბანკს ოფიციალურად კურსის კონტროლი არა, მაგრამ ფასების სტაბილურობა ევალება, 2021 წელს მიზნობრივი ინფლაცია 3%-ით განისაზღვრა, ივლისში კი ხელოვნურად შემცირებულმა ინფლაციამაც კი მიზნობრივ მაჩვენებელს 4-ჯერ გადააჭარბა.


იქამდე, სანამ ლარის კურსი თუნდაც 1 წლით არ დასტაბილურდება და სანამ ინფლაციის განაკვეთი მინიმუმ 5%-ს არ ჩამოსცდება, ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი შემცირება ფანტასტიკის სფეროდ დარჩება.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up