ვახტანგ ჭარაია მამუკა ხაზარაძეს - ცამდე მადლიერები ვართ, რომ ჩვენვე გვართმევთ და ჩვენვე გვაყვედრით

ვახტანგ ჭარაია მამუკა ხაზარაძეს - ცამდე მადლიერები ვართ, რომ ჩვენვე გვართმევთ და ჩვენვე გვაყვედრით

access_time2018-04-19 10:24:39

„ამას აცხადებს საბანკო სექტორის წარმომადგენელი, რომელმაც მხოლოდ 2017 წელს ჯარიმებიდან და საურავებიდან (77 მილიონი), საკომისიოებიდან (369 მილიონი) და ვალუტის გადახურვადებიდან (203 მილიონი) - 649 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო (ნეტა რისთვის?!) 

 

ამას აცხადებს წარმატებული საბანკო სექტორის წარმომადგენელი, რომელმაც ჩაკლა საფონდო ბირჟა და მას განვითარების შანსსაც არ უტოვებს!

 

ამას აცხადებს საბანკო სექტორის წარმომადგენელი, რომელიც თავისივე კლიენტების კონკურენტია!“-  ასე გამოეხმაურა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

 


TBC ბანკის დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქართული საბანკო სისტემა ქვეყნის ეკონომიკის 60 პროცენტის დამფინანსებელია.

 

„ქართული საბანკო სისტემა არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონსა და მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი და გამორჩეული სისტემაა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეკონომიკის დამფინანსებელი მარტო ქართული საბანკო სისტემაა,“- განაცხადა ხაზარაძემ

 

ხაზარაძემ ეს განცხადება ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადების პასუხად გააკეთა, რომელმაც ბანკების  მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე ისაუბრა და ისინი ეკონომიკის ერთგვარ მუხრუჭად მოიხსენია.


კომერსანტი




კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“
person access_time2018-04-24 20:00:00
„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავეებს გააქვთ“- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს გამგეობის წევრმა, ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „რუს და სომეხ მეწარმეებს ეს მარკეტინგული რგოლი კარგად აქვთ აწყობილი. რუსეთის გადამზიდავი ამ დაკვეთას სომეხ გადამზიდავს აძლევს, შემდეგ სომეხი გადამზიდავი ქირაობს საქართველოში მანქანას ან უფრო მეტიც, სომხეთის სატრანსპორტო საშუალება შემოდის საქართველოში, აქ იტვირთება...

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება
person access_time2018-04-24 18:00:00
„კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ დაახლოებით ორ კვირაში „გამომცემლობა სამშობლოს“ ყოფილ შენობაში Adjara Group-ი კაზინო „ავიატორს“ გახსნის. აღნიშნულს კომპანიაში უარყოფენ, ასევე არ ასახელებენ სასტუმრო „სტამბას“ გახსნის ზუსტ თარიღს.   როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას რამდენიმე თვის წინ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებდა, სასტუმრო „სტამბას“ შენობაში კაზინო „ავიატორის“ განთავსება 800 კვადრატულ მეტრზე იგეგმებოდა და ის ბაზარზე არსებულისგან სრულიად...

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება
person access_time2018-04-24 17:30:00
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი შესაძლებლობებისთვის კანონპროექტი მზადდება.  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირად ნომერს მიანიჭებს იმ პირებს, რომლებიც ლეგიტიმურად...


მსგავსი სიახლეები