მსოფლიოს 10 საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტი

მსოფლიოს 10 საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტი

access_time2018-03-20 20:00:00

მსოფლიოში ძალიან ბევრია სხვადასხვა კლასის და კატეგორიის სამთო-სათხილამურო კურორტი, ზოგიერთი მათ შორის არაა საყოველთაოდ ცნობილი, თუმცა თხილამურებზე სრიალის მოყვარულებმა ნამდვილად იციან  რომელია მათ შორის საუკეთესო.

 

წარმოგიდგენთ  მსოფლიოში 10 საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტს.

 

1.ასპენი, აშშ, შტატი კოლორადი

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ მდიდრების, ცნობილების და გავლენიანების წრეს - მაშინ უნდა ესტუმროთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ძვირ სამთო-სათხილამურო კურორტს - ასპენს.

 

ის მდებარეობს შტატ კოლორადოში, და ცნობლია 4 სხვადასხვა სიმაღლის, და ერთმანეთისგან მოწყვეტილი მთის ფერდობით, რომელიც აძლვეს ნებისმიერი მომზადების დონის მოთხილამურეს სრიალის საშუალებას.

 

აქ არის პირობები როგორც მაღალი დონის პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებებისთვის. ერთად-ერთი ნაკლია  - მაღალი ფასები.

 

2. კორტინა, იტალია

იტალიური კურორტი ალპებში, მდიდარი სპორტული ისტორიით და არისტოკრატიული სულით.

 

კორტინაში ჩატრადა 1956 წლის ზამთრის ოლომპიადა. ასევე იქ რეგულარულად ტარდება სხვადასხვა დონის შეჯიბრებები და ჩემპიონატები. ამ კურორტის ტრასები არის სათხილამურო სპორტში მსოფლიო თასის ერთ-ერთი ეტაპი და სხვა კურორტების ღირსეული კონკურენტი.

 

ქალაქის ცხოვრება კონცენტრირებულია პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი შუასაუკუნოვანი ქუჩების ირგვლივ.

 

3. მონ-ტრებლანი, კვებეკი, კანადა

კანადის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი, ნამდვილი სამოთხე მოთხილამურეებისთვის. დაარსდა 1939 წელს, ის იყო პირველი სამთო-სათხილამურო კურორტი კანადაში, და მეორე ჩრდილოეთ ამერიკაში.

 

განსაკუთრებით  მატებს ხიბლს ტრამბლანს კვებეკის ყველაზე დიდ ქალაქ, მონრეალთან სიახლოვე.

 

4. სტოუ, აშშ, შტატი ვერმონტი

აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამთო კურორტი, მდებარეობს ახალი ინგლისის რეგიონში, და მისთვის დამახასიათებელია მთების სიმაღლეების დიდი ცვალებადობა.


 

აქ არის სრიალისთვის 2 ზონა, მათ შორის ერთ-ერთი  - მთა მენსფილდი -  ყველაზე მაღალი შტატში.

 

სტოუ შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენინე კურორტისგან. კარგად განვითარებული ინფრასტურქურა შედგება 90 მაღაზიის და 60 რესტორნისგან, ასე რომ იქ ნამდვილად არ მოიწყენთ.


5. შარმონი, საფრანგეთი

1924 წელს სწორედ აქ ჩატარდა პირველი ზამთრის ოლიმპიადა.

 

დღეს პოპულარული ფრანგული კურორტი იბრძვის სასრიალოდ მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე ცნობილი ადგილის წოდებისთვის.

 

შამონი მდებაროებს ალპების ყველაზე მაღალი, და ევროპაში სიმაღლით მეორე მთის მონბლანის მახლობლად.

 

6. ბანფი, პროვინცია ალბერტა, კანადა

ეროვნული ტყე-პარკი კანადაში, რომლის ცენტრშიც მდებარეობს ყინულოვანი მდინარე ლუიზა, რომელსაც თავიდან ეწოდებოდა ზურმუხტის მდინარე , თუმცა, მოგვიანებით მას დაერქვა დედოფალი ვიქტორიას ქალიშვილის სახელი.

 

სწორედ პრინცესა ლუიზა იყო ერთ-ერთი პირველი-ვინც აღმოაჩინა ეს ადგილი.

 

7. ვეილი, კოლორადო, აშშ

ვეილი არის ალბათ ყველაზე პოპულარული ამერიკული კურორტი, რომელიც ასევე შედის მსოფლიოში საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტების ხუთეულში.

 

ვეილში არის სრიალისთვის ყველაზე დიდი ფართი, და კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა - სასრიალო მოედნები, საჰაერო ბუშტები, ასევე მუზეუმები, სამხატვრო გალერეები, საკონცერტო დარბაზები, და ა.შ.

 

8. ცერმატი, შვეიცარია

შესანიშნავი სამთო-სათხილამურო კურორტი შვეიცარიაში, მდებარეობს მატერხორნის მთის მახლობლად, კანტონ ვალეში.

 

კურორტი ასევე გამოირჩევა კარგი ეკოლოგიური მდგომარეობით, რადგანაც იქ აკრძალულია საავტომობილო მოძროაბა.

 

ცერმატს ასევე ახასიათებს ხანძლივი თოვი და მთების სიმაღლის ცვალებადობა.

 

9. კიტცბიუელი, ავსტირია

ძველი ავსტრიული სამთ-სათხილამურო კურორტი. 

მოდური დასასვენებელი ადგილი 700-წლიანი ისტორიით, მრავალი საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების ადგილი.

 

თხილამურებზე სრიალი აქ დაიწყეს მე-19 საუკუნეში. ადგილობრივი ტრასები  საუკეთესოა სწრაფი დაშვებისთვის.

 

10. ვისტლერ-ბლეკომბი, ბრიტანეთის კოლუმბია, ავსტრალია

კურორტი გამოირჩება ორი სასრიალო ზონით, რის გამოც მას ქვია ორმაგი სახელი.

 

2010 წელს აქ ჩატარდა ზამთრის ოლიმპიადა, ასე რომ კარგად მომზადებული ტრასები - არის ის მინიმუმი, რომელსაც ნახავთ ამ პრივილეგირებულ კურორტში.

 

სიმაღლეების ცვალებადობა, კარგად განვითარებული ტურისტული ინდუსრტია, და კარგი სამზარეულო - ამ კურორტის დამახასიეთებელი ნიშნებია.


წყარო : tonkosti.ru




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები