ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი თებერვალში  დასრულდება

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი თებერვალში დასრულდება

access_time2018-01-13 10:00:52

თბილისში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის განვითარების ფონდში განუცხადეს.


მათი ინფორმაციით, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლ-მუზეუმის სრული რესტავრაცია წლის ბოლოს დასრულდება.


„რეაბილიტაციის პირველი ეტაპით გათვალისწინებული  სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება, ხოლო მომდევნო ეტაპზე დაიწყება მუზეუმის შიდა ინტერიერის განახლება და ეზოს კეთილმოწყობა. მთლიანად მუზეუმის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება“, - აცხადებენ ფონდში.


მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს და გარკვეული სამუშაოები უკვე დასრულებულია.


„შენობის კონსტრუქციული გამაგრება დასრულდა,  ეზოს ტერიტორიაზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები შეიცვალა. ამჟამად, იცვლება სახურავი და საწვიმარი მილები, რესტავრაცია უტარდება ეზოს მხრიდან ხის აივნებს, ეწყობა შუშაბანდები და იცვლება  ხის კარ-ფანჯარა. ასევე, სრულდება გარე ფასადის და მასზე არსებული დეკორატიული დეტალების რესტავრაცია“, - აღნიშნავენ თბილისის განვითარების ფონდში.


რაც შეეხება აღნიშნული პროექტისთვის გათვალისწინებულ საინვესტიციო თანხას, როგორც ფონდში აცხადებენ, სავარაუდო ხარჯები, რაც რეაბილიტაციის პროექტში დაიხარჯება, არ შეცვლილა. ჯამში 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.



დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მუზეუმების განვითარების მიმართულებით, ჯავახიშვილის ქუჩა N7 - ში მდებარე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მუზეუმის რეაბილიტაცია გასული წლის მაისში დაიწყო. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი რეაბილიტაცია ორ ეტაპად დაიგეგმა - შენობის  რეაბილიტაცია და შიდა ინტერიერის განახლება.


თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ისტორიული მნიშვნელობის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით აღდგება.


ქართველი მწერლის, პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ჯავახიშვილის N7-ში 1987 წელს გაიხსნა, ილიას დაბადებიდან 150-ე წლისთავთან დაკავშირებით. თავის დროზე, კი სახლი ილია ჭავჭავაძის დას ეკუთვნოდა და მისი მეუღლის, გენერალ ალექსანდრე საგინაშვილის მიერ 1880-იან წლებში აშენდა.


ილია ჭავჭავაძე ამ სახლში 1889-1901 წლებში ცხოვრობდა. აქვე ფუნქციონირებდა ილიას მიერ დაარსებული გაზეთ ივერიის რედაქცია და სტამბა.


ჯავახიშვილის N7-ში მდებარე სახლი XIX საუკუნეში ცნობილი იყო, როგორც ადგილი, სადაც ხუთშაბათობით რჩეული საზოგადოება იკრიბებოდა და ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა.


სამუზეუმო კომპლექსი გარდა უშუალოდ სახლისა, მოიცავს: კოშკს, ღვინის სარდაფს, ბეღელს, წყლის წისქვილს და პურის საცხობს.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები