გამოქვეყნდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო გამოცემის (IAB) 2024 წლის მსოფლიო კვლევა, რომელიც მიხედვითაც გრანთ თორნთონი გლობალურ რეიტინგში მეექვსე ადგილზეა, ალიანსის ფირმების შემოსავლების გარეშე.

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო გამოცემა (IAB) (Internationalaccountingbulletin.com) წარმოადგენს გლობალურ ქსელს, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ B2B ვებგვერდებს და მისი აუდიტორია მოიცავს 55 მილიონ ადამიანს, რომლებიც იკავებენ ლიდერულ პოზიციებს მსოფლიოს გარშემო და მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ფართო აუდიტორიაზე. IAB გლობალურად 80-ზე მეტ ბაზარს მოიცავს და აერთიანებს 800-ზე მეტ წარმატებულ ჟურნალისტს, მკვლევარს და ანალიტიკოსს ერთი მიზნისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც ყოველდღიურად სჭირდება  ბიზნესს.

სამართლიანობისთვის იქნება თუ დეტალურად განვმარტავთ რეიტინგებს.

დიდი ოთხეულის ქსელის შემდეგ, BDO და RSM იკავებენ მეხუთე და მეექვსე ადგილს გლობალურად. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო გამოცემის (IAB) ანგარიშის მიხედვით, ორივე მოიცავს მათი ალიანსის ფირმების შემოსავლებს, რომელიც შეადგენს მათი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს. ალიანსის ფირმები არ არიან წევრი ფირმები და მოქმედებენ ქსელისგან დამოუკიდებლად, არ იყენებენ ბრენდს და არ არიან ვალდებულნი შეასრულონ წევრი ფირმის ვალდებულებები.

გლობალურად, ალიანსის შემოსავალი შეადგენს 30.5%-ს ან 4.29 მილიარდ აშშ დოლარს BDO-ს მთლიან შემოსავალში, ხოლო 26.4% ან 2.48 მილიარდ აშშ დოლარს RSM-ში. ალიანსის შემოსავლების გამოკლებით, გრანთ თორნთონი გლობალურად მეექვსე ადგილზეა, RSM-ზე 7,9%-ით მეტი შემოსავლით. გრანთ თორნთონი ასევე მეექვსე ადგილს იკავებს გლობალური სამუშაო ძალის რაოდენობის მიხედვით.

2023 წლის დეკემბერში გრანთ თორნთონ ინტერნეშენალმა გამოაცხადა 10.9%-იანი ზრდა მუდმივი ვალუტის პირობების გათვალისწინებით. აღსანიშნავია რომ, წევრი ფირმების შემოსავლები დაფიქსირდა პროპორციულად, გაყიდვების გათვალისწინებით. ეს საშუალებას იძლევა მსგავსი შედარებები მოხდეს საანგარიშო პერიოდებს შორის. ქსელის არაკორექტირებულმა ზრდამ დოლარში შეადგინა 4.1%. ეს არის მაჩვენებელი, რომელსაც IAB იყენებს თავის გამოთვლებში.

გრანთ თორნთონი, ისევე როგორც სხვა ქსელები, თანხმდებიან, რომ ალიანსის შემოსავლები არ უნდა იყოს გათვალისწინებული აღნიშნულ დათვლებში და მრავალი წლის განმავლობაში გამოხატავს უკმაყოფილებას IAB-ის  რედაქციის მიმართ მათ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის შესახებ.

აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, გლობალურად ათეულს მიღმა დარჩა შემდეგი აუდიტორული კომპანიები შესაბამისი თანმიმდევრობით 

გრანთ თორნთონის  ქსელის 2025 წლის Go Beyond  სტრატეგია, აძლიერებს ქსელის გრძელვადიან სტრატეგიულ ფოკუსს, ხარისხის მეშვეობით მდგრადი ზრდის მიღწევაზე. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ წევრის ფირმის ვალდებულებების შესრულება აუცილებელია ქსელის წევრობის უპირატესობებით და უფლებებით სარგებლობისთვის. გრანთ თორნთონი ხედავს, რომ  წევრი ფირმები აქტიურად იზიარებენ სტრატეგიას და ვალდებულებას იმისათვის რომ გაზარდონ და დაიცვან ქსელი, და გრანთ თორნთონის აღმასრულებელი დირექტორები უფრო მეტს საუბრობენ საერთაშორისო ბიზნესზე, ვიდრე ოდესმე. გრანთ თორნთონ ინტერნეშენალმა იცის, რომ წარმატების მისაღწევად და საერთაშორისო სამუშაოს შესასრულებლად, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქსელი მთელს მსოფლიოში და ჩვენ ვაშენებთ მას.

გრანთ თორნთონ საქართველოსთვის გლობალურად მეექვსე ადგილი კიდევ ერთხელ  ამტკიცებს ჩვენი გლობალური სტრატეგიისა და ინოვაციური მიდგომების სისწორეს. ეს კიდევ უფრო ამბიციურს ხდის ჩვენ გეგმებს ლოკალურ ბაზარზეც.