სირიის კრიზისი - „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილება

სირიის კრიზისი - „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილება

access_time2018-04-17 13:01:06

„დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოთა ლიდერებმა დაგმეს სირიის სამთავრობო ძალების მიერ აღმოსავლეთ ღუტის რაიონში ქიმიური იარაღის გამოყენება და მხარი დაუჭირეს ასადის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის შემდგომი გამოყენების შესაზღუდად აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მიერ მიღებულ ზომებს.

 

კანადის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და იაპონიის ლიდერთა ერთობლივი განცხადება კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. „დიდი შვიდეულის სახელმწიფოთა ლიდერები აღნიშნავენ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება არღვევს საერთაშორისო კონვენციას და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას და ემუქრება მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას.

 

„დიდი შვიდეულის ლიდერთა შეფასებით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის პასუხი იყო შეზღუდული, პროპორციული და აუცილებელი, რადგან ამოიწურა პრობლემის მოგვარების ყველა დიპლომატიური შესაძლებლობა.


 

„დიდი შვიდეულის სახელმწიფოთა მეთაურები აღნიშნავენ, რომ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის არაერთხელ გამოყენება დადასტურებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ. „ჩვენ ვგმობთ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას და იძულებით დამორჩილებას, - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, „დიდი შვიდეულის ლიდერები ადასტურებენ, რომ მხარს უჭერენ სირიაში კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებას.

 

სირიის აღმოსავლეთ ღუტის რაიონში ქიმიური იარაღი 7 აპრილს გამოიყენეს. საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა 14 აპრილს, სარაკეტო იერიში მიიტანეს სირიის არმიის რამდენიმე ობიექტზე.

 

„რადიო თავისუფლება“



კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“
person access_time2018-04-24 20:00:00
„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავეებს გააქვთ“- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს გამგეობის წევრმა, ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „რუს და სომეხ მეწარმეებს ეს მარკეტინგული რგოლი კარგად აქვთ აწყობილი. რუსეთის გადამზიდავი ამ დაკვეთას სომეხ გადამზიდავს აძლევს, შემდეგ სომეხი გადამზიდავი ქირაობს საქართველოში მანქანას ან უფრო მეტიც, სომხეთის სატრანსპორტო საშუალება შემოდის საქართველოში, აქ იტვირთება...

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება
person access_time2018-04-24 18:00:00
„კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ დაახლოებით ორ კვირაში „გამომცემლობა სამშობლოს“ ყოფილ შენობაში Adjara Group-ი კაზინო „ავიატორს“ გახსნის. აღნიშნულს კომპანიაში უარყოფენ, ასევე არ ასახელებენ სასტუმრო „სტამბას“ გახსნის ზუსტ თარიღს.   როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას რამდენიმე თვის წინ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებდა, სასტუმრო „სტამბას“ შენობაში კაზინო „ავიატორის“ განთავსება 800 კვადრატულ მეტრზე იგეგმებოდა და ის ბაზარზე არსებულისგან სრულიად...

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება
person access_time2018-04-24 17:30:00
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი შესაძლებლობებისთვის კანონპროექტი მზადდება.  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირად ნომერს მიანიჭებს იმ პირებს, რომლებიც ლეგიტიმურად...


მსგავსი სიახლეები