რომან კაკულია: „ბანკების პრობლემა ბიზნესთან კონკურენციაა და არა ის, რომ მოწყვლად ჯგუფებს არ აძლევს სესხებს“

რომან კაკულია: „ბანკების პრობლემა ბიზნესთან კონკურენციაა და არა ის, რომ მოწყვლად ჯგუფებს არ აძლევს სესხებს“

access_time2018-04-13 19:00:00

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის თავმდჯომარე რომან კაკულია „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ეთანხმება მამუკა ბახტაძის ინიციატივას, თუმცა ეს არ ნიშნავს ბანკებთან ბრძოლას.

 

ასე გამოეხმაურა რომან კაკულია ფინანსთა მინისტრის იმ განცხადებას რომლის თანახმადაც „ ის საპროცენტო განაკვეთები რაც საბანკო სექტორშია ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა“

 

„ ეს არის მიმართული არა ბანკების წინააღმდეგ არამედ იმ მოწყვლადი სეგმეტისაკენ, რომელიც სამწუხაროდ თავისი შესაძლებლობებით დღეს ვერ სარგებლობს საბანკო კრედიტებით. ეს პრობლემა ეხება თავად სეგმენტს და არა ბანკებს. რაც შეეხება იმას, რომ ბანკი ვერ აძლევს კრედიტს იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება კარგი იდეა ჰქონდეს და არ აქვს სათანდო გირავნობა, ბანკს ვერ დავავალდებულებთ რომ სათანადო უზრუნველყოფის გარეშე მისცეს მას კრედიტი“,- განმარტავს კაკულია.


მისივე თქმით, აღნიშნულ პრობლებას თავისუფალი საბაზრო მიდგომა ვერ დაარეგულირებს, ამიტომაც საჭიროა მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა. როგორც რომან კაკულიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გამოსავალი კომპლექსურ მიდგომაშია.


„თუ აღნიშნულ ინიციატივას შევავსებთ მთავრობის მხრდან ორი მნიშვნლოვანი ფაქტორით, კერძოდ მკაფიოდ განსაზღვრული ფარდობითი უპირატესობების, კვლევებით რეგიონების დონეზე, ანუ განისაზღვროს რაში უნდა ჩაიდოს ფული. ასევე მნიშვნელოვანია ტრეინინგები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები, რაც კონკრეტულ ადამიანებს დაეხმარება. საბოლოოდ, ეს არის გამოსავალი და შედეგად ასეთ ადამიანებს გაეზრდებათ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა“,- აცხადებს რომან კაკულია.



როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, თავად ბანკების  პრობლემა კი ბიზნესთან კონკურენციაა.


„ბანკების პრობლემა ბიზნესთან კონკურენციაა და არა ის, რომ მოწყვლად ჯგუფებს არ აძლევს სესხებს. ეს უკანასკნელი მთელი ქვეყნის პრობლემაა და მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული ინიციატივაც მის მოგვარებას გულისხმობს. რაც შეეხება არაპროფილურ აქტივებს, ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს საკმაოდ კარგი ინიციტივები აქვს და უკვე გარკვეული ბანიჯები გადაიდგა კიდეც. ჩვენ მივიღეთ აღნიშნული კანონმდებლობა, სადაც ასევე ჩაიწერა, რომ ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ჩვენთან ერთად ბანკირებმა და ბანკებმაც გააცნობიერონ, რომ არაპროფილური აქტივებით საქმიანობა საზიანოა ისევ მათთვის, მათივე კონკურენტუნარიანობისთვის და უმჯობესია მხოლოდ საბანკო საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი“,- განმარტავს კაკულია.


გუშინვე მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ  ბაზარზე მხოლოდ 300 კომპანიაა, საიდანაც ბიუჯეტი ივსება. „კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად არის ეს მონოპოლისტური ბაზრის ამსახველი ფაქტი, რომან კაკულიას შეფასება აღნიშნულზე ასეთია:


„შეფასებაში არ უნდა ვიყოთ მაქსიმალისტები. არ მგონია მამუკა ბახტაძე აქ მონოპოლისტური ბაზრის არსებობას გულისხმობდეს. ვფიქრობ საკითხი უნდა დაისვას ისე, რომ არის გარკვეული სეგმენტი, რომლის კონკურენციის შემდგომი ზრდა აუცილებელია. როგორ და რა პირობებში წარმოიშვა თავის დროზე ბიზნესები, ამის სიღმისეულ ანალიზს ვერ გავაკეთებთ. უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ გარკვეულ სეგმენტებში კონკურენტუნარიანობა უნდა გაიზრდოს. ვფქირობ, მამუკა ბახტაძეც ამას გულისხმობდა, აღნიშნულის მისაღწევად კი მთავრობამ უნდა შექმნას უკეთესი პირობები“,- განმარტავს რომან კაკულია.


ავტორი : სალომე ლემონგავა

 




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები