ელონ მასკი კვირაში 85-100 საათის განმავლობაში მუშაობს

ელონ მასკი კვირაში 85-100 საათის განმავლობაში მუშაობს

access_time2018-04-15 16:02:50

Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელობას დიდი დრო და ენერგია სჭირდება - ელონ მასკის განცხადებით, მას იმისი დროც კი არ რჩება, რომ სახლში წავიდეს და შხაპი მიიღოს. უფრო მეტიც, CBS This Morning-ის წამყვანთან, გეილ კინგთან საუბრისას მასკმა აღნიშნა რომ მას ქარხანაში ძილიც უწევს.

 

„ნამდვილად ვგრძნობ სტრესს. ბოლო თვეები ჩვენთვის საოცრად რთული და მტკივნეული იყო. დიახ, ქარხანაში, იატაკზე მძინავს და ნამდვილად არა იმიტომ, რომ ეს სასიამოვნოა. ხომ გესმით, საშინელებაა,“ აღნიშნა მასკმა.

 

„კი მაგრამ, რატომ გძინავთ ქარხანაში,“ ჰკითხა მასკს გეილ კინგმა, რაზეც მასკმა უპასუხა, რომ მას სახლში წასვლისა და შხაპის მიღების დრო არ რჩება.


 

Independent-ის მიხედვით, ელონ მასკი კვირაში 85-100 საათის განმავლობაში მუშაობს. თავად მასკი ამბობს, რომ ძილს მაქსიმუმ 6 საათს უთმობს, დანარჩენი დროის დიდ ნაწილს კი ინჟინერიასა და დიზაინს უძღვნის.

 

27 მარტიდან 3 აპრილამდე Tesla-მ 2,020 ავტომობილის გამოშვება მოახერხა. კომპანიის მიზანს, 3 თვის შემდეგ კვირაში 5,000 Model 3-ის გამოშვება წარმოდგენს.

 




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები