გუგული მაღრაძე:  „რისკები, რომელიც ბანკებს  ჰქონდათ,მინიმუმამდეა დასული, მათ აქვთ  შესაძლებლობა გადახედონ თავიანთ პოლიტიკას„

გუგული მაღრაძე: „რისკები, რომელიც ბანკებს ჰქონდათ,მინიმუმამდეა დასული, მათ აქვთ შესაძლებლობა გადახედონ თავიანთ პოლიტიკას„

access_time2018-04-12 20:00:45

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გუგული მაღრაძე ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას დადებითად აფასებს. მისი განმარტებით,  დღევანდელი   რეალობა იძლევა იმის შესაძლებლობას,რომ ბანკებმა საპროცენტო განაკვეთებს  გადახედონ. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დაბალია. გარდა ამისა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ვისაც ბიზნესის დაწყების სურვილი აქვს, მაღალი განაკვეთების გამო, ხელი ეშლება.



„აწარმოე საქართველოში და სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები მეწარმეებს საჭირო თანხის გარკვეულ ნაწილს უფინანსებენ, დამწყებ ბიზნესმენებს კი, იმის საშუალება არ აქვთ, თანამონაწილოებაში შევიდნენ. ფინანსთა მინისტრის ეს განცხადება პროგრესულია“-განმარტავს მაღრაძე.


კითხვაზე, რატომ მისცა მმართველმა ძალამ ბანკებს ეკონომიკის დამუხრუჭების საშუალება, ანუ რატომ აქამდე ვერ მოხდა რეაგირება, მაღრაძე განმარტავს, რომ თავისთავად საბანკო სისტემის განვითარება და სრულყოფილი ფუნქციონირება ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგად, საბანკო სექტორსაც ფეხზე დადგომის და განვითარების შანსი უნდა ჰქონოდა.


„თავის დროზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი მაღალი რისკებიდან გამომდინარეობდა. თანდათან, როდესაც ქვეყანა ვითარდება და უფრო სტაბილური და ინვესტიციებისთვის უფრო სანდო ხდება, ის რისკები, რომელიც ბანკებს რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ,მინიმუმამდე დადის. აქედან გამომდინარე,ბანკებმა შესაძლოა საპროცენტო განაკვეთებს გადახედონ.



რამდენიმე წლის წინ ქონება არ იყო ლიკვიდური, არსებობდა იმის საშიშროება, რომ ადამიანები გაიტანდნენ ფულს და ვერ შეძლებდნენ უკან დაბრუნებას. დღეს მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების პირობები რთულია და ბევრს უჭირს, მაინც უფრო სტაბილური ქვეყანაა.ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა ბანკებმა გადახედონ თავიანთ პოლიტიკას და უფრო დასავლურ ბანკებს დაემსგავსონ“-აცხადებს გუგული მაღრაძე.


„კომერსანტის“ კითხვაზე, ამ განცხადების შემდეგ რა ქმედითი ბერკეტების ამოქმედებას აპირებს საკანონმდებლო ორგანო ამ მიმართულებით, მაღრაძე განმარტავს,რომ ფინანსთა სამინისტრომ უნდა შემოიტანოს პარლამენტში ინიციატივა და თუ ამას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მიღებულ უნდა იქნას. დეპუტატი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში საბანკო პოლიტიკა ბიზნესის განვითარებისთვის უფრო მეტად ხელისშემწყობი უნდა იყოს.


შეგახსნებთ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში არსებული ბანკები ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის ფუნქციას არ ასრულებენ.


საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას, - აღნიშნავს ბახტაძე.


ავტორი:სოფო ქსოვრელი 




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები