რესტორანი „მონოპოლი“ - ხარისხზე ორიენტირებული სივრცე, სადაც ყოველთვის სასიამოვნო დროს გაატარებთ

რესტორანი „მონოპოლი“ - ხარისხზე ორიენტირებული სივრცე, სადაც ყოველთვის სასიამოვნო დროს გაატარებთ

access_time2018-04-13 10:00:00

პრემიუმ კლასის რესტორანი „მონოპოლი“  მყუდრო გარემოსა და გამორჩეულ ინტერიერს გთავაზობთ. რესტორანში ტრადიციულთან ერთად იდეალურადაა შერწყმული თანამედროვეობა.

 

რესტორანი დიღომში,  აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ-ზე მდებარეობს და 10 წელზე მეტია მომხარებელს უგემრიელეს კერძებთან  ერთად მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.


დღეს სარესტორნო ბიზნესში ბევრი პრობლემაა, სისუფთავესა და მომსახურების ხარისხის დაცვა სარესტორნო ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია, რესტორან „მონოპოლში“ ხარისხის კონტროლს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

 

რესტორანი „მონოპოლი“ ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული რესტორანია თბილისში. ის შესანიშნავი არჩევანია ქორწილების, დაბადების დღეების, ბანკეტების და სხვა დღესასწაულების მოსაწყობად. უგემრიელესი ქართული კერძები, მაღალი ხარისხის მოსახურება, სასიამოვნო გარემო, ეს ყველაფერი რესტორან მონოპოლში დაგხვდებათ.

 

აღსანიშნავია, რომ რესტორანში კერძები მხოლოდ მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციით მზადდება. თითოეული კერძისთვის ინგრედიენტებს პროფესიონალი მზარეულები გულდასმით არჩევენ. პრიორიტეტი ჯანსაღ და ეკოლოგიურ პროდუქციას ენიჭება, რაც სუფრასთან მიტანამდე ცოტა ხნით ადრე მზადდება. 

 

„მონოპოლი“ ქართულ სამზარეულოზეა ორიენტირებული,  ტრადიციულ  კერძებს  თანამედროვე  „შეფუთვით“  წარმოგიდგენთ,  რაც მათი დაგემოვნების პროცესს კულინარიულ ფოიერვერკად აქცევს.


 

წარსულისა და აწმყოს, ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზი სასიამოვნო გარემოსა და გემრიელ კერძებთან ერთად „მონოპოლის“ საფირმო ნიშანია.

 

სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს რესტორნის მრავალწლიან პოპულარობას თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებში.  ადგილი, სადაც მუდამ გელიან და ყოველთვის ასხივებს სითბო.     

 

რესტორნის ინტერიერი მუდმივად იცვლება, თუმცა უცვლელია გემოვნება და ხარისხი. დიდი, ნათელი დარბაზი, მშვიდი ფერები, ხელით დამუშავებული ხის დეტალები და კლასიკურ სტილში გადაწყვეტილი ავეჯი, სადღესასწაულო და ამავე დროს, მყუდრო გარემოს ქმნის.

 

დღესასწაულის განცდა პიკს საღამოს საათებში აღწევს - ლამაზად გაფორმებული მაგიდებისა და გემოვნებიანი მუსიკის ფონზე. გემრიელი კერძები კი სტუმარს აქ დაბრუნების სურვილს უძლიერებს. მონოპოლში ყოველ საღამოს ქართული ნაციონალური ცეკვების ხილვაა შესაძლებელი.

 

„მონოპოლი“ კომპანიებს აგრეთვე სთავაზობს ფურშეტის ტიპის ბანკეტებს, სადაც 1000-მდე სტუმრის გამასპინძლებაა შესაძლებელი. ბევრი რესტორანი ამ რაოდენობის სტუმარს ვერ იტევს,  „მონოპოლი“ კი ამ შესაძლებლობითაც გამოირჩევა სხვა სივრცეებისგან.

 

რესტორანი „მონოპოლი“ 2005 წელს დაფუძნდა და მან ხარისხზე ორიენტირებული მიდგომებით ბაზარზე არსებულ კონკურენციას წლების განმავლობაში გაუძლო. რესტორნის პერსონალი ერთი გუნდია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია აქ მოსულ სტუმრებს ერთგულად ემსახურება.

 

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წელს „მეტრონომის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „მონოპოლი“ საუკეთესო რესტორნების ათეულში მე-4 ადგილზეა.


(R)



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები