გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

access_time2018-04-11 12:33:42

თბილისის მერის კახა კალაძის დავალების შესაბამისად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დედაქალაქში საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელება რუსთაველის გამზირიდან დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი. „სამუშაოების ფარგლებში მოხდება არსებული ხეების გასხვლა, ბუჩქებისა და მცენარეების დეკორატიული ფორმირება და მწვანე საფარის განახლება. ამავე დროს, უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები ჩატარდება თარგების, გზების მორეცხვისა და დასუფთავების თვალსაზრისით, რაც, სამწუხაროდ, წლებია ჩვენს დედაქალაქში არ მომხდარა. დავიწყეთ რუსთაველის გამზირიდან, დავფარავთ ყველა ცენტრალურ ქუჩას და რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში მუშაობა ბაღებსა და სკვერებში გაგრძელდება",- განაცხადა მაია ბითაძემ.

 

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის განცხადებით, სამუშაოების ფარგლებში ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, ხე-მცენარეებისა და ბუჩქების ჩანაცვლება, აღწერა, დეკორატიული ფორმირება, სარწყავი სისტემის მოწესრიგება, მწვანე ზედაპირის (ბალახის) აღწერა, ბალახის დარგვა, ხე-მცენარეების ჩანაცვლება და ქუჩების დასუფთავებაა დაგეგმილი. „აღნიშნული ღონისძიება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებში სამუშაოები, გარდა რუსთაველის გამზირისა, მელიქიშვილის გამზირზე, კოსტავას ქუჩაზე, ჭავჭავაძის გამზირზე, თამარაშვილის გამზირსა და მარშალ გელოვანის გამზირზე ჩატარდება.


 

პარალელურად დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები, რომელიც ბალახის საფარის გამოცვლას, არსებული დაზიანებული ხე - მცენარეებისა და ბუჩქების ჩანაცვლებას და ზოგადად ამ ქუჩებზე არსებული მწვანე თარგების მოწესრიგებას გულისხმობს", - განაცხადა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა. სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან ერთად , შპს ,,ეკო სერვის ჯგუფი" ახორციელებს.

 

 

 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები