გარევაჭრობაზე ჯარიმები იზრდება,მოვაჭრეების პროტესტის მიუხედავად მერია კომპრომისზე წასვლას არ აპირებს

გარევაჭრობაზე ჯარიმები იზრდება,მოვაჭრეების პროტესტის მიუხედავად მერია კომპრომისზე წასვლას არ აპირებს

access_time2018-04-05 16:15:00

გარევაჭრობისთვის დედაქალაქის მერია რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. უნებართვო გარევაჭრობა 20 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დასჯადი ქმედება ხდება.  განმეორებით შემთხვევაში, პირს 100 ლარის ნაცვლად, 300 ლარით დააჯარიმებენ. კახი კალაძემ კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.  

 

გარევაჭრობასთან დაკავშირებული ალტერნატიული კანონპროექტი უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმაც მოამზადა. თუმცა პარლამენტმა ჩხარტიშვილის საკანონმდებლო წინადადება მიუღებლად ცნო. 

 

„გარევაჭრობასთან ბრძოლას მე დანაშაულებრივ ქმედებას დავარქმევდი იმიტომ, რომ  გარევაჭრობა უნდა იყოს მოწესრიგებული და არა აკრძალული. სამწუხაროდ როგორც სააკაშვილის ასევე ივანიშვილის ხელისუფლება დაკავებულია გარემოვაჭრეებთან ბრძოლით. ამ ადამიანებს ერთადერთი შემოსავლის გარეშე ტოვებენ.პარლამენტში  მხარი არ დაუჭირეს ჩემი ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც გულისხმობდა საერთაშორისო პრაქტიკით გარევაჭრობისთვის ცივილიზებული სახის მიცემას, ამ ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და მომხმარებელთათვის დაბალ ფასიანი პროდუქციის მიწოდებას. ამის ნაცვლად ისინი წავიდნენ ნაცადი გზით და გარემოვაჭრეებს უდგებიან როგორც  სავაჭრო ქსელების კონკურენტებს“. - განცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. 

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შემავალ ცვლილებას სისულელეს უწოდებს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, გასაკეთებელია ნომენკლატურა, რათა განისაზღვროს რითი და სად შეიძლება ვაჭრობა. ელისაშვილი აღნიშნავს, რომ გარევაჭრობა ურბანული ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია. 

 


 „გარევაჭრობას გამკაცრება და ბრძოლა კი არა, მოწესრიგება სჭირდება. გააჩნია სად, როგორ და რითი ვაჭრობ, ლურჯი ტენტით არ უნდა შემოღობოს რუსთაველის ძეგლი და იქ ახალდაკლული ხორცი არ უნდა გაყიდოს, ეს გასაგებია მაგრამ არის სხვა სახეობის პროდუქტი მაგალითად, ხილი რომლით ვაჭრობაც მისაღებია, მაგრამ კონკრეტულ ადგილას და კონკრეტული არქიტექტურული ფორმები უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს. ამაზეა ლაპარაკი, ხელისუფლებაში რატომ ვერ მიხვდნენ ამას ეს ჩემთვის გაუგებარია. ახალი რეგულაციები ამაო ცდა იქნება, დატანჯავენ ცალკე ზედამხედველობის სამსახურს და ცალკე გარემოვაჭრეებს“.- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

 

 

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ  კანონმდებლობის შეცვლა მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარეობდა. გიორგი ბაგრატიონის თქმით, გარევაჭრობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე ზედამხედველობის სამსახურის ცხელ ხაზზე უამრავი ზარი ხორციელდება.

 

„ერთწლიანმა პრაქტიკამ გვანახა ის, რომ  ამ მიმართულებით საჭიროა სხვადასხვა სახის ცვლილებები. კანონმდებლობით გარევაჭრობა ერთი ჩანთის პრინციპით იყო დარეგულირებული. ახალ ჩვენ ეს დავყავით ორ ნაწილად. იმ შემთხევაში თუ სატრანსპორტო ან მასზე მისაბმელი საშუალების, ან სხვა მექანიკურად მოძრავი საშუალების გამოყენებით მოხდება გარევაჭრობა  ჯარიმა დაახლოებით, 1000 ლარი იქნება, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მკაცრები ვიქნებით. რაც შეეხება ერთი ჩანთის პრინციპს, ამ შენთხვევაში ჯარიმა 20 ლარის ნაცვლად 50 ლარით განისაზღვრება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით არ დაგვეჯარიმებინა გარემოვაჭრეები, სიტყვიერად ვუხსნიდით და თუ არ დაგვემორჩილებოდნენ მაშინ ხდებოდა კონფისკაცია.  ეს ცვლილებები არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი  ჩვენი ქალაქისთვის“.- განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა

 

მერია გარემოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფას გეგმვას, თუმცა კანონპროექტის დამტკიცებამდე მერიასა და გარემოვაჭრეებს შორის შესაძლოა მოლაპარაკებები  გაიმართოს.


წყარო : ბაჩო ადამია

 




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები