მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას და კომერციულ ბანკებს ეკონომიკურ საბოტაჟში ადანაშაულებს

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას და კომერციულ ბანკებს ეკონომიკურ საბოტაჟში ადანაშაულებს

access_time2018-04-03 12:54:24

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მაშინ როცა  ქვეყნის ეკონომიკა რეგრესს განიცდის, განუხრელად  იზრდება  კომერციული ბანკების შემოსავლები  და მოსახლეობა  ფაქტობრივად საბანკო სექტორის მძევლად იქცა.



„ივანიშვილი საქართველოში აკეთებს ზუსტად იმავეს, რაც მან იცის 90-იანი წლების რუსეთიდან. კერძოდ, ის მოელაპარაკა რამდენიმე ბანკს და მათ მეშვეობით დაკავებულია ქართული ეკონომიკის გაჩანაგებით, თითოეული ქართული ოჯახის ამ ბანკების მევალედ ქცევით. ციფრები არის ძალიან ჯიუტი რამ - ბანკების სუფთა შემოსავალი 2012 წელს 130 მილიონი ლარი იყო, როცა ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდებოდა. ივანიშვილის დროს ბანკების სუფთა შემოსავალი მინიმუმ ექვსჯერ გაიზარდა და თითქმის 900 მილიონ ლარს მიაღწია. ბანკების მოვალეთა რიცხვი 2012 წელს იყო 110 000, ახლა, ოფიციალურ რეესტრში მარტო, მოვალეთა რიცხვი გაზრდილია 250 000-მდე, ხოლო ლომბარდს მხოლოდ გასულ წელს 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. ლომბარდში საპროცენტო განაკვეთი არის 45%. საქართველოში დარჩა 3 მილიონი ადამიანი და აქედან ყოველმა მეხუთემ მიმართა ლომბარდს - ეს არის ნამდვილი ეკონომიკური კატასტროფა. ამიტომ მე, მიხეილ სააკაშილი ვეუბნები ამ მაფიას, ჩვენ გავაუქმებთ თქვენს მმართველობას, დავუბრუნებთ ეკონომიკურ ძალაუფლებას ქართულ ოჯახებს, თითოეულ ქართველს და ნამდვილ წვრილ და საშუალო ბიზნესს“, - განაცხადა სააკაშვილმა ფეისბუკ მიმართვაში. 


სააკაშვილი პირობას დებს,რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ვითარებას კარდინალურად შეცვლის  და ქვეყანას ეკონომიკური განვითარების ახალ რელსებზე გადაიყვანს.




საქართველოში მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი. ამას ვამბობ ადამიანი, რომელმაც გაზარდა პენსია 11-ჯერ, ბევრად მეტად გავზრდიდი, რომ დამცლოდა მაშინ. 400 ლარიც ძალიან ცოტაა, მაგრამ ეს მინიმუმია იმისა, რაც შეიძლება გაკეთდეს ამ პირობებში. კრიმინალი,  ნეპოტიზმი, კორუფცია, ხელის დაფარება დამნაშავეებზე არის ჩვენი ყოველდღიურობა - განაცხადა სააკაშვილმა


კომერსანტი 




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები