ანდრია გვიდიანი: გამორიცხულია ალტერნატიული ენერგიის წყაროებმა ჩაანაცვლოს ტრადიციული ენერგია

ანდრია გვიდიანი: გამორიცხულია ალტერნატიული ენერგიის წყაროებმა ჩაანაცვლოს ტრადიციული ენერგია

access_time2018-04-02 15:30:00

უნდა აშენდეს თუ არა მსხვილი ჰესები ქვეყანაში, ამ საკითხთან დაკავშირებით ცხარე დისკუსიაა არასამთავრობო სექტორსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის. რადიო „კომერსანტის ეთერში, გადაცემაში „კომერსანტის თემა“ სალომე სოსელიასთან ერთად, ჰესების მნიშვნელობაზე ახალგაზრდა ფინსნისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა ისაუბრა.


 გარემოს დამცველები საუბრობენ, რომ ჰესები დიდ ზიანს აყენებს გარემოს და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არ იქნება სასიკეთო ქვეყნისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით?


-პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს დამცველების მიერ გაკეთებული განცხადებები ხშირ შემთხვევაში არის გადაჭარბებული. ჩვენთან ჰიდროელექტროსადგურების უმრავლესობა შენდება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით, შესაბამისად როდესაც პროექტს აფინანსებენ ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიც არის „იბიარდი“ მსოფლიო ბანკი და ა.შ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მშენებლობა ფინანსური ინსტიტუტების მიერ დადგენილი გარემოზე ზემოქმედების სტანდარტების მიხედვით  მოხდება. ფინანსურ ინსტიტუტებს აქვთ უმაღლესი სტანდარტები გარემოს დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით. გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ საქართველო არის გამონაკლისი და საქართველში არ ხდება გარემოზე ზემოქმედების კომპონენტების სრული გაანალიზება და შეფასება.


რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გვჭირდება და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ჰიდროელქტროსადგურების მშენებლობა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი გენერაციის ობიექტები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია ქვეყნის როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური და ცხადია ენერგეტიკული განვითარება. თუ ჩვენ არ გვექნება საკუთარი რესურსები ყოველთვის ვიქნებით დამოკიდებული ჩვენ მეზობლებზე,რაც თავის მხრივ ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით წარმოადგენს ძალიან დიდ პრობლემას. როდესაც ვამბობთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება წამგებიან ჩემი აზრით, ეს არის გაუაზრებელი ქცევა . ჩვენ თუ გადავხედავთ განვითარების სცენარებს და თუ დავუშვებთ, რომ 5 პროცენტიანი ზრდის შემთხვევაში ჩვენი მოხმარება გახდება 20 მილიარდ კილოვატზე მეტი, ჩვენ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე პრაქტიკულად ჩამოგვეშლება მთლიანი ენერგეტიკული სისტემა.



არასამთავრობო სექტორი ბუნების განადგურების საფრთხეებს  ხედავს, იგივე მესტიაჭალაჰესის შემთხევაში, ნენსკრაჰესის შემთხვევაში. რა იქნება თქვენი არგუმენტი ამასთან დაკავშირებით?

 

რაც შეეხება მარეგულირებელ ჰიდროელექტროსადგურებს, აქ შეიძლება ვიდაოთ გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე. თქვენ მესტიაჭალაჰესი ახსენეთ, რომელიც არის მოდინებაზე გაკეთებული ჰიდროელეტროსადგური, რომელიც პრაქტიკულად არ ახდენს ზეგავლენას გარემოზე. ეს არის ე.წ მწვანე ჰიდროელეტროსადგური და შესაბამისად გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით აკმაყოფილებს ყველა არსებულ სტანდარტს. ეს პროცესები აჩენს ეჭვებს, რომ პროცესები არის მართული კონკრეტული ჯგუფების ვიწრო მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე .


ალტერნატიული ენერგიების ათვისებაზე რას იტყვით?


-ალტერნატიული ენერგიის წყაროები რასაკვირველია ძალიან საინტერესოა, მაგრამ წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით ალტერნატიული ენერგიის რაოდენობა 10-15 % ზე მეტი მთლიან სისტემაში ვერ იქნება. შესაბამისად, როდესაც საუბრობენ ალტერნატიული ენერგიით ჩანაცვლებაზე, ეს არის არაპროფესიონალიზმის დამსახურება. პრაქტიკულად გამორიცხულია -ალტერნატიული ენერგიის წყაროებმა ჩაანაცვლოს ტრადიციული ენერგია.

 

კომერსანტი




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები