‘’ ჰოლანდიური განვითარების ბანკი ეფ-ემ-ო მხარს უჭერს მწვანე დაფინანსების პროექტს კრისტალთან ერთად. ‘’

‘’ ჰოლანდიური განვითარების ბანკი ეფ-ემ-ო მხარს უჭერს მწვანე დაფინანსების პროექტს კრისტალთან ერთად. ‘’

access_time2018-03-20 18:14:54

2017 წელს მისო კრისტალმა და ჰოლანდიური განვითარების ბანკმა ეფ-ემ-ომ (FMO - ჰოლანდიური განვითარების ბანკი) ხელი მოაწერეს ლარში დენომინირებულ სასესხო ხელშეკრულებას. მიღებული დაფინანსება (10 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) უკვე ხმარდება საქართველოს რეგიონებში ინოვაციური და მწვანე სასესხო პროდუქტებით მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსებას, მათ შორის ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სფეროში. ჩვენ გავესაუბრეთ FMO-ს ინვესტირების ოფიცერს, იან-ვილლემ ჰოეკს და კომპანიის გარემოსდაცვით და სოციალურ ოფიცერს, ნაომი კემპბელს.

 

FMO და კრისტალი უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ. როგორ ვითარდება თქვენი ურთიერთობა?

იან-ვილემი ჰოეკი: ჩვენ რეგულარული კონტაქტი 3 წლის წინ დავამყარეთ და მალე, 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით მწვანე დაფინანსების კონტრაქტიც გავაფორმეთ. კრისტალი ძალიან გამჭვირვალე, გახსნილი და ინოვაციური კომპანიაა. მე დასაწყისშივე ვკითხე კრისტალის ხელმძღვანელობას, თუ იყვნენ დაინტერესებული თანამშრომლობით მწვანე დაფინანსების კუთხით. მენეჯმენტმა და სამეთვალყურეო საბჭომ ძალიან პოზიტიურად მიიღო აღნიშნული შეთავაზება. ეს საკმაოდ უნიკალური ფაქტია. ჩვეულებრივ, მრავალ კომპანიაში ინოვაციების დანერგვა დროში ჭიანურდება და წინააღმდეგობებს აწყდება. კრისტალში კი კარგ იდეებს მარტივად იღებენ. მწვანე დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებას ჩვენ ხელი 2017 წლის მარტში მოვაწერეთ. მოგვიანებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კრისტალისგან არაფერი გვსმენია. სამი თვის შემდეგ, მიმიწვიეს პრეზენტაციაზე, სადაც ინოვაციების განყოფილების დირექტორმა, მანუჩარ ჩიტაიშვილმა, მოგვიყვა მწვანე მიმართულებით მიღწეული წარმატების შესახებ. მაშინ ვიხილე, რა მასშტაბის სამუშაოები იყო შესრულებული მოკლე ვადაში. კრისტალი ძალიან ბევრს სწავლობს FMO-სგან და პირიქით, ჩვენ ვიზიარებთ მათ გამოცდილებას. მანუჩარი, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მოაზროვნე ლიდერია რეგიონში. იგი მიწვეული იქნა ტრეინინგზე ჰოლანდიაში სახელწოდებით “Innovation Bootcamp”. სანაცვლოდ, FMO-ს ახალი ლიდერები და მენეჯერები ესტუმრებიან კრისტალს და გაცვლიან ცოდნას მენეჯმენტისა და ლიდერშიპის კუთხით.

რა არის თანამედროვე საფინანსო სექტორის გამოწვევები მსოფლიოში და, კეძოდ, საქართველოში?

იან-ვილემი ჰოეკი: ეს საკმაოდ რთული ბაზარია. თქვენ მუდმივად უწევთ კონკურენციას დიდ ბანკებს. ასევე, ეს ნაკლებად რეგულირებული სექტორია. აუცილებელია შეინაჩუნოთ ჯანსაღი პორთფელი თავის ზომიერ საზღვრებში. ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთა დაცვის პრინციპები, ფასებისა და მომსახურების გამჭვირვალობა, სესხების შეფასების სწორი მეთოდოლოგია და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკი აქტიურად თანამშრომლობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და ბანკებთან. მე ვიტყოდი, რომ, ბოლო წლებში, საქართველო წინ წავიდა ამ კუთხით.

რას ფიქრობთ სამეწარმეო კულტურაზე კრისტალსა და საქართველოში?

იან-ვილემი ჰოეკი: არსებობს ორი რამ, რაც კრისტალის სამეწარმეო კულტურაში მომწონს. პირველ რიგში, კომპანიის ხელმძღვანელობა ინოვაციებზეა ორიენტირებული. მათ დანერგეს IFRS-ის სისტემა, მიიღეს Fitch-ის რეიტინგი, გამოუშვეს კორპორატიული ობლიგაციები, ჩართეს მიმართულებები მწვანე დაფინანსების განხრით. ქალბატონ მაია ქობალიასთან ერთად, ჩვენ ვეწვიეთ ზამბიას და მივიღეთ მონაწილეობა ტრენინგში სახელწოდებით ქალები ბიზნესში. საერთაშორისო პრაქტიკა კომპანიაში ძალიან სწრაფად ინერგება. მეორე, რა თქმა უნდა - თქვენი მომხმარებლებია. მათი უმეტესობა აგრო სფეროში განვითარებას ცდილობს, მაგრამ მრავალი ეკონომიკური სირთულის დაძლევა უწევს. საქართველომ უნდა გაატაროს მეტი რეფორმა აგრო სექტორში და დაამკვიდროს ევროპული სტანდარტები, რაც ამ სფეროს ხელმისაწვდომობას გაზრდის და განავითარებს მას.


რატომ უნდა აირჩიონ ადამიანებმა ენერგოეფექტური მწვანე პროდუქტები? როგორ ვითარდება ეს ტენდენცია საქართველოში?

ნაომი კემპბელი: მწვანე პროდუქტების მიმართულებით ძალიან შთამბეჭდავი ტენდენციაა საქართველოში. კრისტალში 2017 წლის მარტში FMO-სგან მიღებული სესხით ბევრი რამ უკვე განხორციელდა. მომწონს მოდელი, სადაც ადგილობრივ მწარმოებლებს ეძლევათ შანსი გადავიდნენ ენერგოეფექტური პროდუქციის წარმოებაზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადგილზე დამზადებული მწვანე პროდუქტები უკეთესია ეკონომიკის გაძლიერებისა და პროდუქტების ხარისხის თვალსაზრისით. აუცილებელია, ასევე, მომხმარებლებს მიაწოდოთ ინფორმაცია ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე და გაუზიაროთ ცოდნა კლიმატის ცვლილებაზე, გლობალურ დათბობაზე და სხვა გარემოსდაცვით რისკებზე, რომლის წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას. მსოფლიო უკვე ერთ ხმად აღიარებს, რომ კლიმატის ცვლილება რეალური საფრთხეა პლანეტისთვის და ის ზუსტად ახლა ხდება. ენერგოეფექტურობას თავისი ეკონომიკური სარგებელიც აქვს. მწვანე პროდუქტების გამოყენებით დანახარჯი მცირდება. ამ მიმართულებით კრისტალი ფანტასტიკურად ვითარდება და ეს ყველაფერი სასარგებლოა მისი მომხმარებლისთვის, საქართველოსთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

არის თუ არა ხელისუფლება და სახელმწიფო მზად ინოვაციებისა და რეფორმებისთვის?

იან-ვილემ ჰოეკი: მე ვფიქრობ, რომ ცენტრალურმა ბანკმა და მთავრობამ იციან, რა უნდა გააკეთონ და ამას ძალიან ეფექტიანად აკეთებენ. ცენტრალური ბანკის მიერ 2017 წელს ინიცირებული რეგულაციები ეკონომიკის დედოოლარიზაციის შესახებ კლიენტებს, გრძელვადიან პერსპექტივაში, საგრძნობელ სარგებელს მოუტანს. ცოტა ხნის წინ, ასევე, გამკაცრდა რეგულაციები ონლაინ სესხების გაცემის შესახებ. ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისთვის. საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც სტაბილური ჰაბი რეგიონში. 

რა სჭირდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმატებისთვის?

იან-ვილემ ჰოეკი: მნიშვნელოვანია კარგად იცნობდე შენს კლიენტს; იცოდე, რა სურს თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად. საჭიროა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყოს მოქნილი და სტაბილური. თუ თქვენს კლიენტს სჭირდება ინფორმაცია, იქნება ეს ცოდნა რძის და ყველის წარმოების ან სასუქების შესახებ, კომპანიამ უნდა მოიპოვოს ეს ცოდნა და გაუზიაროს მის მომხმარებელს. კომპანიის ყველა სესხის ოფიცერი წარმოადგენს კრისტალის ელჩს თითოეულ რეგიონში. კომპანიამ უნდა იცოდეს, რა აწუხებს კლიენტს და მოეხმაროს მას პრობლემების გადაჭრაში.

თქვენ ბევრჯერ ყოფილხართ საქართველოში. რა არის სამი რამ, რაც მოგწონთ და რასაც გამოასწორებდით?

იან-ვილემ ჰოეკი: ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ჯანდაცვა იყოს უფრო ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის. მეორე - საგზაო უსაფრთხოებაა. ჰოლანდიაში ჩვენ, ძირითადად, ველოსიპედით გადავაადგილდებით, რაც კარგია ეკოლოგიისთვის და ჯანმრთელობისთვის. 

მე მომწონს, რომ ქართველები მზად არიან მიიღონ საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება. მე მიყვარს მათი სტუმართმოყვარეობა. ვფიქრობ, ქართველები მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხია. მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ თქვენ, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, შეინარჩუნებთ ქართულ სულისკვეთებას და ყოველთვის იქნებით ღია და მეგობრული ხალხი.

ნაომი კემპბელი: მე პირველად ვარ საქართველოში. სტუმართმოყვარეობაზე მინდა იან-ვილემს დავეთანმხო. ხალხში ძალიან მაღალია ინტერესი ინოვაციებისა და ახალი იდეების მიმართ. გარდა ამისა, ვიტყოდი, რომ ქართული სამზარეულო ნამდვილად ფანტასტიკურია. მე ვიმედოვნებ, რომ წინ ნათელი მომავალია და საზოგადოებასთან ერთად კრისტალიც კარგად განვითარდება მომდევნო წლებში. მთავარია, რომ მიმართულება არის სწორი.

 

R



კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“
person access_time2018-04-24 20:00:00
„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავეებს გააქვთ“- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს გამგეობის წევრმა, ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „რუს და სომეხ მეწარმეებს ეს მარკეტინგული რგოლი კარგად აქვთ აწყობილი. რუსეთის გადამზიდავი ამ დაკვეთას სომეხ გადამზიდავს აძლევს, შემდეგ სომეხი გადამზიდავი ქირაობს საქართველოში მანქანას ან უფრო მეტიც, სომხეთის სატრანსპორტო საშუალება შემოდის საქართველოში, აქ იტვირთება...

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება
person access_time2018-04-24 18:00:00
„კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ დაახლოებით ორ კვირაში „გამომცემლობა სამშობლოს“ ყოფილ შენობაში Adjara Group-ი კაზინო „ავიატორს“ გახსნის. აღნიშნულს კომპანიაში უარყოფენ, ასევე არ ასახელებენ სასტუმრო „სტამბას“ გახსნის ზუსტ თარიღს.   როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას რამდენიმე თვის წინ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებდა, სასტუმრო „სტამბას“ შენობაში კაზინო „ავიატორის“ განთავსება 800 კვადრატულ მეტრზე იგეგმებოდა და ის ბაზარზე არსებულისგან სრულიად...

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება
person access_time2018-04-24 17:30:00
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი შესაძლებლობებისთვის კანონპროექტი მზადდება.  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირად ნომერს მიანიჭებს იმ პირებს, რომლებიც ლეგიტიმურად...


მსგავსი სიახლეები