რესტორან „კახელების“ დამფუძნებელი: „არსებული  სასაკლაოები ვერ გასცემენ  ცხვრის ხორცზე ცნობას, რომელიც სურსათის უვნებლობის სამსახურს აკმაყოფილებს“

რესტორან „კახელების“ დამფუძნებელი: „არსებული სასაკლაოები ვერ გასცემენ ცხვრის ხორცზე ცნობას, რომელიც სურსათის უვნებლობის სამსახურს აკმაყოფილებს“

access_time2018-03-20 14:00:59

რესტორან „კახელების“ დამფუძნებელი ჭიჭიკო გოლეთიანი „კომერსანტთან“ ქვეყანაში არსებულ სასაკლაოებში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. როგორც ცნობილია,რამდენიმე დღის წინ თბილისში მდებარე ცნობილ რესტორნებსა და კაფეებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევები გამოავლინა. უწყების ცნობით, ობიექტებში – „კახელები“; „თაშრე“; რესტორანი „თევზის სახლი“; „კერია“ გამოვლინდა ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაცია, რის გამოც ისინი 1000 ლარით დაჯარიმდნენ.


როგორც გოლეთიანი აცხადებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებს ცხვრის ხორცის ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგინეს, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.მისი განცხადებით, ცნობას, (ფორმა 2) რის უქონლობის გამოც „კახელები“ დაჯარიმდა, გასცემს ცხოველების სასაკლაო, თუმცა, ორი ძირითადი სასაკლაო, თელეთსა და მარნეულში, ისეთი გადატვირთულია საექსპორტო ხორცზე მუშაობის გამო, რომ რესტორნებს ვერ ემსახურება.


„როდესაც ადამიანი ბაზარში ყიდულობს ხორცს, გაიცემა სახელმწიფოს მიერ ავტირიზირებული ლაბორატორიის დასკვნა ხორცის ვარგისიანობაზე. სურსათის უვნებლობის სამსახურმა კი ეს საბუთი საკმარისად არ ჩათვალა. მოითხოვეს ფორმა N2. სერვისები არ არის შექმნილი, ქვეყანაში არ არის ინფრასტრუქტურა განვითარებული და გვთხოვენ საბუთს, რომელსაც ვერ მოვიპოვებთ. ქვეყანაში არსებეული სასაკლაოები ამბობენ, რომ ამ მიმართულებით არ მუშაობენ და შესაბამის ცნობას ვერ გასცემენ. ამ შემთხვევაში ჩვენ რა ვქნათ? „-განმარტავს გოლეთიანი.


„კახელების“ დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შექმნილ სიტუაციაზე შესაძლოა საქმის კურსში არ იყოს.


„ფიზიკურად აქედან მარნეულში, კუმისში წასვლა რთულია. ჩვენ 1 ცხვარი შეიძლება 2 დღე გვეყოს და ამაზე ამხელა გზა უნდა გავიაროთ? ხომ შეიძლება სასკლაოები თბილისის მასშტაბით გაიხსნას. ეს ნებსით ხდება თუ უნებლიეთ არვიცი. მე ლევან დავითაშვილთამ მქონდა შეხვედრა, ის ძალიან პროფესიონალია. ამიტომ მგონია, რომ ან არ არის საქმის კურსში ამ სიტუაციაზე ან მოვლენებს უსწრებენ წინ“-აცხადებს გოლეთიანი.




მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში იგეგმება ისეთი სტანდარტის შემოღება, რომელიც ხილბოსტნეულზე შესაბამისობის დოკუმენტის წარდგენას გულისხმობს.



„ჩვენ ვართ რესტორანი, რომელიც ორიენტირებულია ნატურალურ პროდუქტებზე. სეზონურად შემოგვაქვს ღანძილი, რომელიც იკრიფება მთიან რეგიონში.ამ დამაკავშირებელ ჯაჭვს წყვეტენ, თუ ფერმერმა მოიყვანა კიტრი და მწვანილი, ის ვერანაირ საბუთს ვერ მომცემს, ამიტომ მე მათგან პროდუქციის შესყიდვის უფლებას მართმევენ. გარდა ამისა, გაყინული იმპორტირებული 1 კილო ქათმის ხორცი 3 ლარი ღირს და მე რომ აქ ადგილობრივი წარმოების ქათამი დავაკვლევინო, საბუთში 3.50 ლარს მართმევენ. ნონსენსი არ არის? მე თუ ვერ ვიყიდი ბოსტნეულს, ხილს, რომელიც სოფელში მოყვანილია, ან ჩემს მიერ მოყვანილს ვერ შემოვიტან, რა ვქნა? აუცილებლად ქსელურ მარკეტში უნდა ვიყიდო? „-აცხადებს გოლეთიანი.



მისი თქმით, რესტორან „კახელების“ საკუთრებაშია 55 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და სოფლის მეუნეობას ეწევა.



გოლეთიანი რამდენიმე დღის წინ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ „კახელების“ დაჯარიმებასაც ეხმაურება და განმარტავს, რომ ის არ აპირებს ამ ეტაპზე სააგენტოს მიერ გამოწერილი ჯარიმის გადახდას. „ხორცის ვარგისიანობას თავიდან დავადგენ და ამას გავასაჯაროებ. აქ საქმე ჯარიმაზე არ არის საქმე, საუბარია იმიჯის შელახვაზე. მე მივესალმები შემოწმებას და სახელმწიფოებრივ მიდგომას. არ მივესალმები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ბიზნეს ადრესების ეგრე მარტივად გადანაწილებას ერთი ჯიბიდან მეორეში და თან გაძვირებული სერვისით“-განმარტავს გოლეთიანი.


„კომერსანტი“ სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც დაუკავშირდა კითხვით,დღეს ქვეყნის მასშტაბით რამდენი ცხოველთა სასაკლაოა და აქედან რამდენი გასცემს ფორმა N2-ს ?



სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე განმარტავს, რომ ლაბორატორია არ გასცემს ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტს, ეგრეთ წოდებულ ფორმა N2-ს. მას გასცემს სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რომელიც სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობის საქმიანობის განხორციელების მიზნითაა დანიშნული.



„ეს არის ტრანსპორტირების,გადაადგილების დოკუმენტი. ხოლო, ხორცზე აუცილებელია ეტიკეტი და ჯანმრთელობის ნიშანდება, ამას გასცემენ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოები, კერძოდ, სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც სასაკლაოზეა მიმაგრებული“-განმარტავს მიქაძე.


სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი საქონლის სასაკლაოების რაოდენობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ასეთი 100-ზე მეტი ობიექტია და ყველა მათგანი ფორმა N2-ს გასცემს. მისივე თქმით, ამისთვის თელეთის და მარნეულის სასაკლაოებიც საკმარისია.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები