Business Insider: ავტოინდუსტრიაზე Tesla-ს უდიდესი გავლენა მითია

Business Insider: ავტოინდუსტრიაზე Tesla-ს უდიდესი გავლენა მითია

access_time2018-03-13 20:30:00

როდესაც წამყვანი ავტომწარმოებლები ახალი ელექტრომობილის კონცეფციაზე ან მილიარდობით დოლარის ინვესტიციაზე საუბრობენ, მათი გეგმები ხშირად Tesla-სთან ასოცირდება. შესაბამისად, შექმნილია ისეთი შთაბეჭდილება, რომ ავტომწარმოებლების ელექტრომობილებისადმი დაინტერესება Tesla-მ განაპირობა, რაც დიდწილად, მცდარია.

 

Business Insider-ის მიხედვით, Tesla-ს ელექტრომობილი როგორც მდიდრულ, ასევე მასობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი. თუმცა ერთი, შედარებით მცირე მასშტაბის ავტომწარმოებელს არ შეუძლია, მსხვილი კომპანიების პრიორიტეტების შეცვლის განმაპირობებელი გახდეს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ელექტრომობილები მსოფლიო გაყიდვების მხოლოდ 1%-ს შეადგენენ.

 

Tesla-ს ასრებობა შესანიშნავია თავად ამ კომპანიისთვის და არა ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. კომპანიამ საავტომობილო გზებზე უფრო მეტი ელექტრომობილი გამოიყვანა, თუმცა ელექტრომობილების გაუმჯობესებისა და გავრცელების მაჩვენებელში მას ნაკლები წვლილი მიუძღვის,“ განაცხადა Kelley Blue Book-ის მთავარმა ანალიტიკოსმა, რებეკა ლინდლენდმა.

 


ელექტრონულ ძრავზე მომუშავე ავტომობილების ისტორია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს იწყება. მოგვიანებით, ისინი საწვავზე მომუშავე ავტომობილმა ჩაანაცვლა, რადგან მისი წარმოება ნაკლებ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. 70-იან წლებში ჰაერის დაბინძურებამ და საწვავის ფასის ზრდამ ელექტრომობილებისადმი ინტერესი კვლავ გააღვივა, თუმცა ამას რეალური შედეგი არ მოჰყოლია.

 

პირველი Toyota Prius-ი იაპონიაში 1997-ში ხოლო მსოფლიოში კი 2000 წელს გამოჩნდა: ეს იყო პირველი მასობრივ ბაზარზე გათვლილი, ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე ავტომობილი. 2010 წლისთვის კი ბაზარზე მხოლოდ ელექტრონულ ძრავზე მომუშავე ავტომობილები, Nissan Leaf და Tesla Model S გამოჩნდნენ.

 

ელექტრომობილებისადმი ინტერესის გამძაფრებაში მთავარი წვლილი 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას - ჰაერის დაბინძურებას მიუძღვის. 2011 წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გარკვეული რეგულაციები შეიმუშავა, რამაც კომპანიები ელექტრომობილების წარმოებაზე დააფიქრა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ინდოეთი 2040 წლისთვის დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე უარის თქმას აპირებენ.

 

 

წყარო:Business Insider



არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

 არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს
person access_time2018-04-24 12:30:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.   მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება,...

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება
person access_time2018-04-24 11:30:00
კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი,...

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი სექტემბრიდან გამარტივდება

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი  სექტემბრიდან გამარტივდება
person access_time2018-04-24 09:50:00
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის შედეგად მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსს  ამარტივებს. კერძოდ, როგორც როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაკეთდა პროცესის ანალიზი, რომელმაც კონკრეტული ცვლილებების დანერგვის აუცილებლობა...

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს
person access_time2018-04-23 20:00:00
„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.    ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის...

KTW ჯგუფის კიდევ ერთი წამატებული პროექტი!

KTW  ჯგუფის კიდევ ერთი წამატებული პროექტი!
person access_time2018-04-23 19:00:05
„ახაშენი   ღვინის   კურორტი“ - ასე ეწოდება საერთაშორისო სტანდარტების ახალ  სასტუმროს   კახეთში, რომელიც    2018 წლის    მარტს, გურჯაანის  რაიონის   სოფელ    ახაშენში, KTW ჯგუფმა  პომპეზურად  გახსნა. აღნიშნული   პროექტი   კომპანიის  კიდევ   ერთი   წინ  გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საქართველოში ღვინის ტურიზმის   განვითარებას...


მსგავსი სიახლეები