ადგილობრივი მწარმოებლები დემპინგურ ფასებს აპროტესტებენ

access_time2018-02-12 18:00:07

ადგილობრივი მწარმოებლების მნიშვნელოვანი ნაწილი ანტიდემპინგური კანონის მიღებას ითხოვს. შესაბამის კანონპროექტზე  მუშაობა მთავრობამ 2015 წელს დაიწყო,  თუმცა პარლამენტში მისი განხილვა ამ დრომდე ჭიანურდება. აღსანიშავია ის გარემოებაც, რომ ანტიდემპინგური კანონის მიღებას სასაქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.

 

აღნიშნულ პრობლემას ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „ბიზნეს კოდში“  ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები შეეხნენ. დემპინგზე მათი მოსაზრება ერთგვაროვანია და ბაზარზე დემპინგური ფასებით ვაჭრობას ყველა ადასტურებს.  

 

როგორც „მეჩაიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი“ თენგიზ სვანიძე აცხადებს, დემპინგური  ფასით სხვა ქვეყნებიდან შემოსული პროდუქცია შიდა ბაზარზე ადგილობრივ მწარმოებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

 

როდესაც დემპინგური  ფასით სხვა ქვეყნებიდან პროდუქცია შემოდის ის შიდა ბაზრიდან ადგილობრივ წარმოებას განდევნის, შემდგომ მას კონკურენტი აღარ ჰყავს. სწორედ ამის შემდგომ ხდება ფასების მატება.ეს პროცესშიც შეინიშნება, მაგალითად, ღირებულებას რომ თავი დავანებოთ, იმპორტირებულმა ჩაიმ ადგილობრივი ბაზარი წალეკა და მცირე მეწარმეებისთვის პრაქტიკულად სუპერმარკეტის თაროზე ადგილიც არ რჩება. დემპინგური ფასებით შემოსულმა პროდუქციამ, პრაქტიკულად ადგილობრივი პროდუქცია მოიცილა“, - განაცხადა სვანიძემ.

 

დემპინგთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს კომპანია„კულას“ ხელმძღვანელი ვანო გოგოლაძე. მისი განცხადებით, დემპინგური ფასების არსებობა ბაზარზე  შემაწუხებელია.ჩვენ საშუალება მივეცით ევროკავშირის, რუსეთისა და თურქეთის პროდუქტს, რომ ჩვენთან გადასახადების გარეშე შემოსულიყვნენ. რა თქმა უნდა, ეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში კარგია. თუმცა ჩვენი ბაზარი დაუცველი აღმოჩნდა.დემპინგი გვაწუხებს ისე როგორც ყველას. ჩვენ დემპინგს ვერ ვებრძვით“, - აღნიშნა გოგოლაძემ. 


 


 პრობლემის არსებობას  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძეც ადასტურებს. ამ მიმართულებით პრობლემაემა ნამდვილად არსებობს. ჩვენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებისგან უკმაყოფილება გვესმის. ნებისმიერ ჯგუფს შეუძლია მოგვმართოს და ჩვენ ამ თემით დეტალურად დავინტერესდებით.იმედია ამ საკითზზე  მთავრობასთან დიალოგი ნაყოფიერი იქნება.“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.  

 

როგორ მუშაობს ანტიდემპინგური კანონი ევრკავშირში?


დემპინგი მაშინ ხდება, როცა ექსპორტირებული პროდუქცია უცხო ბაზარზე მის რეალურ ფასზე იაფად იყიდება. მსგავსი ფაქტის შემთხვევაში როგორც წესი, კომპანიები, კომპანიათა ჯგუფი ან თვითონ წევრი ქვეყნები ევროკომისიის ხელმძღვანელობას, კერძოდ, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისიის დირექტორატს , საჩივრით მიმართავენ. ამას მოჰყვება გამოძიება, იკვლევენ პროდუქციის რეალურ ფასს.


თუ გამოძიება ასკვნის, რომ ადგილი აქვს დემპინგს, ევროკომისია  ამ პროდუქციაზე კონკრეტული საიმპორტო გადასახადს აწესებს. იმ შემთხვევაში თუ  დემპინგში შემჩნეულ  კომპანიებს და ქვეყნებს  სურთ, ევროკავშირში საკუთარი საქონლის შეტანა გააგრძელონ, ამ გადასახადის გადახდა მოუწევთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 




აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები