სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ახალი ინსტიტუციური მოწყობა განისაზღვრა

access_time2018-02-12 16:20:25

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 23 დეკემბერს მიიღო საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. როგორც „კომერსანტს“ შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს, კანონით რეგლამენტირებული იქნა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ინსტიტუციურად ახლებურად მოწყობის საკითხები, მათ შორის, განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა.


საბჭოს ახალი შემადგენლობა განიხილავს იმ ელექტრონულ ტენდერებთან და კონკურსებთან დაკავშირებით შემოტანილ საჩივრებს, რომელთა სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს. ამ შემთხვევაში საბჭოს შემადგენლობაში, გარდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 3 და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამისი პროფილის 3 წარმომადგენლისა, შედის კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თითო წარმომადგენელი, აგრეთვე აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის 1 წარმომადგენელი.



ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული იქნა „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი, რომელიც განსაზღვრავს ზემოაღნიშნული ორგანიზაციებიდან საბჭოს წევრებად დასახელების/არჩევის პროცედურებს.



წესით დადგენილ იქნა ის მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია საბჭოს წევრისთვის/საბჭოს წევრობის კანდიდატისთვის. კერძოდ, ასეთი პირს უნდა ჰქონდეს სამართლის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი დასრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.


მას შემდეგ, რაც კონკურენციის სააგენტოდან, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან წარმოდგენილი იქნება დავების საბჭოს უფლებამოსილი პირი, აგრეთვე არჩეული იქნება აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის ერთი წარმომადგენელი, საბჭო შეიკრიბება თავის პირველ სხდომაზე. „მეტად მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს ერთი და იგივე წევრი მის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. საგულისხმოა, რომ საბჭო წარმოადგენს მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის მიზანია უზრუნველყოს ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის ჩატარებისას წარმოშობილი დავების სწრაფად,ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა. საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ზემოაღნიშნული კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შემოღებული რეგულაციების პრაქტიკული აღსრულების მიზნით, განახორციელა სათანადო ღონისძიებები, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (https://tenders.procurement.gov.ge) არსებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ელექტრონულ მოდულს (https://tenders.procurement.gov.ge/dispute) დაემატა შესაბამისი ელექტრონული სერვისები, რაც უზრუნველყოფს საბჭოს საქმიანობის ეფექტიანად და საჯაროდ წარმართვას“ – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციაში. 





 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები