ქართველი სტარტაპერი პროექტით „აწარმოე საქართველოში“ უკმაყოფილოა

access_time2018-02-12 17:00:31

„ჩემი სტარტაპი საკმაოდ წარმატებული, მოთხოვნადი და პოპულარულია. მივიღე მონაწილეობაც პროექტში „აწარმოე საქართველოში“, თუმცა დაფინანსება ვერ მოვიპოვე. ზოგადად, ვფიქრობ აღნიშნულ პროექტში ერთმანეთის მსგავსს სტარტაპებს უფრო აფინანსებენ და რაღაც ახალს ნაკლებად იღებენ. ალბათ გარისკვა არ უნდათ, ან ეშინიათ“,-განმარტავს საავტორო დიზაინისა და ხელნაკეთი ჩანთების სტარტაპი - Hobby Georgia-ს დამფუძნებელი ნინა ლონდარიძე. როგორც მან „კომერსანტთან“ აღნიშნა, სახელწმიფოს მხირდან მხარდაჭერა უნდა გააქტიურდეს, რათა სტარტაპის საქმიანობა ბაზარზე რეალურად განვითარდეს.


 რაც შეეხება ზოგადად ამ მიმართულებაში არსებულ პრობლემებს, ნინა ლონდარიძემ ჩვენთან  საუბარში  კონკრეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.


„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ რთულია ყველაფრის მარტო კეთება, რაც მუშაობის პროცესზეც უარყოფითად აისახება. საბოლოო ჯამში კი მომხარებლამდე პროდუქტი შეიძლება საჭირო დროს ვერ მივიდეს. ამიტომ ყველა დამწყებ სტარტაპს ვურჩევდი, რომ ყველაფერს (ტექნიკური და ადმინისტრაციული მხარე, დიზაინი, შეფუთვა, ყიდვა-გაყიდვა) საკუთარ თავზე ნუ აიღებენ“,-აღნიშნავს სტარტაპერი.


რაც შეეხება მომგებიანობას, როგორც ნინა ლონდარიძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, ჩანთების ბიზნესი ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მოგებაც შესაბამისია.


„თავის დროზე, საქმის გამო  სამსახურიდან წამოსვლაც მომიწია და ამის გამო ვღელავდი, რადგან სტაბილური შემოსავალი დავკარგე, მაგრამ მაინც გავრისკე. იმდენად მოვინდომე, რომ ახლა უფრო მეტი მოგება მრჩება, ვიდრე ის ფიქსირებული ხელფასის ოდენობა იყო. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ ნებისმიერ სტარტაპს სახელმწიფო მხარდაჭერა აუცილებლად სჭირდება“,- განმარტავს ნინა ლონდარიძე.



სამომავლო გეგმებზე საუბრისას,  Hobby Georgia-ს დამფუძნებელი აღშნიშნავს, რომ განვითარება მუდმივად საჭიროა. სწორედ ამიტომ, ბაზარზე სულ მალე სტარტაპი მოხმარებლელს ახალ პროდუქტს შესთავაზებს.



 „დაახლოებით ორ კვირაში მომხარებლისთვის ახალი პროდუქტი,  სახელწოდებით  “Hobby-ის Hobby“ გამოვა ბაზარზე. სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება საკუთარი ჰობი  ჩანთით ატაროს და ასე გახდეს „ჰობის ჰობი“ მოხმარებელი. უფრო კონკრეტულად კი  სასურველი აპლიკაცია  ჩანთებზეც გადავა.  მაგალითად, თუ გიყვართ ცეკვა , სტარტაპი გიმზადებთ თქვენს  ინტერესს-ჰობსს მორგებულ ჩანთას. დიზაინის შეცვლა კი სურვილისამებრ შესაძლებელია“,-განმარტავს ნინა ლონდარიძე.


საავტორო დიზაინისა და ხელნაკეთი ჩანთების სტარტაპი - Hobby Georgia ბაზარზე დაახლეობით ორი თვე რაც გამოჩნდა. მიუხედავად მცირე დროისა,  სტარტაპი  საკმაოდ წარმატებულია და იზრდება  შეკვეთები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდანაც.


ავტორი: სალომე ლემონჯავა 

 

 




აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები