ირაკლი კოვზანაძე - „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და არის არა მხოლოდ ის ადგილი, სადაც ღებულობდნენ ცოდნას და განათლებას"

access_time2018-02-08 18:45:37

„მინდა მივულოცო თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტს, ჩვენს დედა უნივერსიტეტს დაარსების 100 წელი“, - ასე მიმართა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში გამართულ საზეიმო მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს.


„მოგმართავთ ერთი მხრივ, როგორც პარლამენტის წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და მეორე მხრივ, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი და კათედრის გამგე. ცოდნა ყველაზე დიდი კაპიტალია, რაც კი შეიძლება ადამიანმა დააგროვოს და ბედნიერია ყველა ადამიანი, რომელმაც ეს კაპიტალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიძინა.


უნივერსიტეტი იყო და არის არა მხოლოდ ადგილი, სადაც იღებდნენ ცოდნას და განათლებას ქართველი თუ არაქართველი სტუდენტები, არამედ არის სავანე, სადაც იყო აკვანი სულიერების და ეროვნულობის. უნივერსიტეტი არის ის ტაძარი, სადაც 100 წლის განმავლობაში შენარჩუნებულია ეროვნულობა და ამით არის დღესაც მნიშვნელოვანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოსთვის.



ზუსტად ამიტომ დაამთხვიეს პირველი ქართული უმაღლესი სასწავლებელის ფუძემდებლებმა მისი დაარსების დღე დავით აღმაშენებლის, ყველაზე დიდი ქართველის ხსენების დღეს - 8 თებერვალს.


მინდა ამ ტრიბუნიდან დღევანდელი დღე მივულოცო ყველა უნივერსიტეტელს, ვინც თსუ-ში სწავლობდა, სწავლობს და მომავალში ისწავლის. ასევე ყველა პროფესორს, რომელიც უნივერსიტეტში ადრე ასწავლიდა თუ დღეს ასწავლის“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.


„კომერსანტი“ 



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები