ყოფილი იურისტის ხელნაკეთი ჩანთები – საავტორო დიზაინის ნაწარმი Hobby Georgia-სგან

access_time2018-02-11 18:00:28

2 თვის წინ, პროფესიით იურისტი ნინა ლონდარიძე სამსახურიდან წავიდა და საავტორო დიზაინის, ხელნაკეთი ჩანთების სტარტაპი – Hobby Georgia წამოიწყო. „ჯეოსელის“ ოფისში ბანკის წარმომადგენლობის შემდეგ, ბიზნესის დაწყების იდეა მის ჰობს – სხვადასხვა მასალისგან ფერადი ჩანთების დამზადებასა და იმ გამოხმაურებას დაუკავშირდა, რომელსაც მისი პროდუქტი თანამშრომლებსა თუ გამვლელებში იწვევდა. „ხალხმა მომცა იდეა, რომ ეს ჰობი ბიზნესად მექცია“, – ამბობს ნინა და ფუნქციონირების მცირე დროის მიუხედავად, საქართველოს გარდა, საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაშიც გაუყიდია საკუთარი ნაწარმი. „ჰობი ჯორჯიას“ უპირატესობებსა და გეგმებზე მარკეტერი მის შემქმნელს – ნინა ლონდარიძეს ესაუბრა:



- როგორ გადაწყვიტეთ, გექციათ ჰობი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ? 


სტარტაპის სახელიც გვეუბნება, რომ ეს ჩემი ჰობია, არ ვარ პროფესიონალი ამ საკითხში, თუმცა, თვითონ მოვიგონე საავტორო დიზაინი. ორი თვის წინ, სამსახურიდან წამოვედი, იმისთვის, რომ ოფიციალურად და ხარისხიანად მომეკიდა ამ საქმისთვის ხელი. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სამსახურში ჩემ მიერ დამზადებული ჩანთებით დავდიოდი და ყოველ ჯერზე, ჩემი ნაწარმი დიდ მოწონებასა და ყურადღებას იმსახურებდა. „მეც გამიკეთე, შევიძენ“, – მეუბნებოდნენ თანამშრომლები და მივხვდი, რომ სერიოზულად უნდა მივდგომოდი ამ საკითხს, რომლისგანაც, შემოსავალთან ერთად, სიამოვნებასაც მივიღებდი და საკუთარ თავსაც გამოვხატავდი. ასეც მოხდა.



- როგორია Hobby Georgia-ს ჩანთების შექმნის პროცესი და რა მასალას იყენებთ ამისათვის?


დიდ სიამოვნებას ვიღებ შექმნის პროცესით და მივტირი თითოეულ გაყიდულ ჩანთას. ვქმნი მცირე რაოდენობას, იმისათვის, რომ არ იყოს მასიური. მასალას რაც შეეხება, ვიყენებ თექას, ტყავს, ნაჭერს, სხვადასხვა კომბინაციით. ჩანთების დიზაინიც მე მეკუთვნის და თითოეულ მათგანს ხელით, მე თვითონ ვამზადებ. ერთდროულად ვარ დიზაინერიც, მკერავიც, გრაფიკული დიზაინერიც, ფეიჯის ადმინისტრატორიც, ფოტოგრაფიც და ხანდახან, კურიერიც.


- ქართულ ბაზარზე ბევრი სტარტაპია, რომელიც ჩანთების მიმართულებით მუშაობს. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა მათთან მიმართებაში?



მივესალმები ყველა ქართულ სტარტაპს და ძალიან ვგულშემატკივრობ. თვითონაც, ბევრჯერ შემიძენია მათი პროდუქცია. რაც შეეხება ჩემს ჩანთებს, თვითონ დიზაინი, ფერები და გამოყენებული მასალა ვფიქრობ, უკვე არის წინაპირობა იმისა, რომ ადამიანი დაინტერესდეს. ვიყენებ ისეთ მასალებს, რომელსაც ჩანთისთვის არ იყენებენ, ეს უკვე არაჩვეულებრივს ხდის ნივთს. „ჰობი ჯორჯიას“ ფერების კომბინაცია და განსხვავებული დიზაინი ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს. გარდა ამისა, არის დეტალი, რომელსაც დიდ ყურადღებას ვუთმობ – ვცდილობ, არ მივბაძო არავის.




- რა გამოცდილება დააგროვეთ ფუნქციონირების განმავლობაში და როგორია თქვენს პროდუქციაზე მოთხოვნის მაჩვენებელი?


კმაყოფილი ვარ. ხანდახან არის შემთხვევა, როდესაც უარს ვამბობ შეკვეთაზე, როცა ფიზიკურად ვეღარ ვასწრებ დიზაინისა და ჩანთის შექმნას. ახალ წელს გავუშვი თექის ჩანთების პირველი კოლექცია და ისეთი მაღალი მოთხოვნა იყო, რომ ღამის 2 საათზე ვაწვდიდი მომხმარებელს ჩემს ნაწარმს. გარდა ამისა, ჩემი ჩანთები გავაგზავნე საფრანგეთში, გერმანიაში, აი, იტალიაში სამი ჩანთა გავაგზავნე წინა კვირას. დაინტერესება არსებობს არამხოლოდ ქართველ, არამედ უცხოეულ მომხმარაბელშიც, რომლებიც მეკონტაქტებიან ფეისბუკზე, აზიარებენ ჩემს პოსტებს, მწერენ ფეიჯზე ან მირეკავენ და ვთანხმდებით ფერებზე, დიზაინზე და ა.შ. ზოგი, რაც დამზადებულია უკვე, იმას უკვეთავს, ზოგისთვის კი, ექსკლუზიურად ვქმნი.


- რაც შეეხება ხელმისაწვდომობას.. 


30 ლარიდან იწყება და 60-70 ლარამდეა პროდუქციის ფასი და მინდა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ ეტაპზე, მხოლოდ ფეისბუკ გვერდის მეშვეობითაა ონლაინ შეკვეთა შესაძლებელი. კურიერი მოგიტანთ მისამართზე უფასოდ. უახლოეს მომავალში, ჩანთები ხელმისაწვდომი იქნება ქუთაისში, ერთ-ერთ მაღაზიაში, რომელთანაც მოლაპარაკებას ვაწარმოებ.


    


- რა მიმართულებით გეგმავთ Hobby Georgia-ს განვითარებას?


სტრატეგიული გეგმა, ჯერჯერობით, არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად, საზღვარგარეთ მინდა გავიტანო ჩემი კოლექცია. ერთი გამოფენა მაინც, იმიტომ, რომ შეკვეთების რაღაც რაოდენობა მომდის უცხო ქვეყნებიდან. პირველი სტრატეგიული ნაბიჯი იქნება ის, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდე, მთელი კოლექციით, არა მხოლოდ ისე, რომ ვიღაცამ შემიკვეთა და გავაგზავნე. მინდა, რომ ქართული ნაწარმი გავაცნო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.


 

MARKETER




აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები