პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა

access_time2018-02-02 19:12:17

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

 

შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისთვის თემატური და რეგიონებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. მხარეებმა ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელთა გადასაწყვეტად, საკანონმდებლო და საპარლამენტო მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

 

 

„დღეს შედგა ჩემი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის და ყველა რეგიონის გუბერნატორის სამუშაო შეხვედრა პარლამენტში. მე მიმოვიხილე ის საკითხები, რაც საყურადღებოა დღევანდელი დღის გადმოსახედიდან ჩვენი კომიტეტისთვის რეგიონის მასშტაბში. შევეხე ყველა აქტუალურ თემას და თავის მხრივ, გუბერნატორებმაც ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელიც საჭიროებს საკანონმდებლო და საპარლამენტო მხარდაჭერას, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაზე გამახვილდა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანი საკითხების ოპერატიულად გადაჭრის პროცესში, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ კოორდინაციას, პოლიტიკის შემუშავებას და შესრულების პროცესზე შემდგომ დაკვირვებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 


 

„ჩვენ ვისაუბრეთ კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაზე. ვგეგმავთ გასვლითი საკომიტეტო სხდომების გამართვას რეგიონებში, იმიტომ, რომ კომიტეტი პოლიტიკის შემუშავებასთან ერთად, ახორციელებს დაკვირვებას პოლიტიკის შესრულების პროცესზე და ეს უკუქცევითი ხასიათის ურთიერთობა, როდესაც კომიტეტი მუშაობს საპარლამენტო სივრცეშიც და კომიტეტი ადგილზე ხედავს იმ საჭიროებებს, რომელიც რეგიონებში არსებობს, ვფიქრობ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ პოლიტიკა, რომელიც რეგიონებს ეხება და რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ, იყოს ეფექტიანი, მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული. ორმხრივი თანამშრომლობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და იმ სუბიექტებთან, რომლებიც არიან წარმომადგენლები აღმასრულებელი ხელისუფლების, როგორც რეგიონების ხელმძღვანელები, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

შეხვედრაზე ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის და ურთიერთობის მზადყოფნა დაადასტურეს.

 

 

 

შეხვედრას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარესთან ერთად, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია და კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები