შოთა გულბანი: „მეტროს ინციდენტი არაფერია იმ ტრაგედიასთან, რაც შეიძლება ახალ მშენებარე გზებზე მოხდეს“

access_time2018-01-31 10:40:46

„მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში, თუ მაგისტრალების მშენებლობა ხარისხიანად და უსაფრთხოების სტანდარტების მაქსიმალური დაცვით არ მოხდა, მეტროს ინციდენტი ძალიან მცირე იქნება იმ ტრაგედიასთან შედარებით, რაც შეიძლება ახალ მშენებარე გზებზე მოხდეს“- ამის შესახებ „აფბა“-ს პრეზიდენტმა შოთა გულბანმა განაცხადა.


მისი თქმით, შესაცვლელია ტენდერების ჩატარების სისტემა, და მხოლოდ ტენდერის ჩატარება კი არ უნდა იყოს გამჭვირვალე, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს მთელი პროცესი დაპროექტებიდან ექსპლუატაციაში ჩაბარების ჩათვლით – „ეს უკვე გამოჩნდა ბევრი სახელმწიფო შეკვეთის შესრულების დროს, მათ შორის რაგბის მოედნის მშენებლობაში, გზების მშენებლობაში, სადაც საერთაშორისო ტენდერებს ატარებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და შემდეგომ პროექტის ცვლილების გამო, უხარისხოდ სრულდება სამუშაოები“ – განაცხადა გულბანმა.



ახლახანს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მონიტორინგი დაიწყო. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში საგზაო მაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანი დარღვევებით ხორციელდება.

Bfm.ge




„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები