„ნენსკრა ჰიდროს“ ბუნდოვანი პასუხი - ჰესის მოსაწყობად გასაჩეხი 200 ჰექტარი ტყის ალტერნატივის გაშენებაზე

access_time2018-01-26 18:30:55

„ჰესის აშენების სანაცვლოდ ამხელა ტერიტორიის განადგურება არც ბიომრავალფეროვანი, არც გეოლოგიური და არც ენერგეტიკული თვალსაზრისით არ ღირს“,- ამის შესახებ განცხადებას გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე „კომერსანტთან“ აკეთებს. საუბარია, 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელსაც „საპარტნიორო ფონდი პარტნიორ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ენგურის შენაკადზე აშენებს.
მედიაში გავრცელებული ონფორმაციის თანხმად, ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთში 700 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის საფარის გაჩეხვას ითვალისწინებს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ზარალი და ზიანი შეიძლება მიაყენოს „ნენსკრა ჰესმა“ გარემოს და რამდენად ღირს აღნიშნული პროექტის განხორციელება?


„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის ნინო ჩხობაძის განცხადებით, ეს არის აბსოლუტურად ხელუხლებელი ხეობა, რომელშიც არის პირვანდელი ტყეები. პროექტის დამტკიცებისა და მოსახლეობის ნებართვის საფუძველზე, გარკვეული ნაწილი უკვე გაჩეხილია, თუმცა ზემო ნაწილში ჯერ კიდევ დარჩენილია ხელუხლებელი ტერიტორია, რომელიც არის დასაცავი ტერიტორია.


„ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით იქ არის ხელუხლებელი გარემო, ანუ ბუნებრივი კორონებია. რელიეფურად იმდენად მძიმეა, რომ თავის დროზე სატყეო მეურნეობებიც კი არ იყო დაშვებული. ტყის პირვანდელი სახე იმდენად არის შენარჩუნებული, რომ ეს ადგილი დაცული ტერიტორიების ქვეშ უნდა მოექცეს. რაც შეეხება გეოლოგიურ მიმართულებას, ეს ტყე იცავდა ჭუბერსა და მიმდენარე ტერიტორიებს, რათა ნენსკრასა და ნაკრას მდინარეებთან ღვარცოფული მოვლენები არ განვითარებულიყო. ცნობილია, რომ იქ არის დაახლოებით 3 მეწყერული ზონა“,-განმარტავს ჩხობაძე.


„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ნენსკრას პროექტის წარმატება ეკონოკური მომგებიანობის თვალსაზრისითაც ეჭვქვეშაა, რადგან ჰესს აქვს პრობლემა წყალთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე იქ წყლის დეფიციტია, ამიტომაც პროექტის განხორციელებითვის ნაკრას ხეოებიდან ამატებენ წყალს ნესკრაში.


„როცა წყალი არ გყოფნის და როცა შენ გაქვს გრძელვადიანი პროგნოზი რომ წყალი შეიძლება არ გქონდეს და როცა ნენსკრას ხეობა არის მყინვარზე დამოკიდებული, მყინვარები კი კატასტროფული სიჩქარით დნება, რამდენად რენტაბელურია იქ ჰესის აშენება, ეჭვი მეპარება. სავარაუდოდ ეს იქნება არაეფექტური პროექტი“,-აცხადებს ჩხობაძე.



ნინო ჩხობაძის მოსაზრებას იზიარებს „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილიც, რომელიც აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გარკვეული მცენარეების მდგომარეობა გაუარესებულია. ცნობილია, რომ „მწვანე ალტერნატივამ“ ვენის კონვენციის ბიუროში საჩივარიც შეიტანა და საკითხი მარტის დასაწყისში უკვე განიხილება.


როგორც „მწვანე ალტერნატივაში“ აცხადებენ „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არის შემაჯამებელი ხასიათის, სადაც დეტალურად არ არის წარმოდგენილი კვლევის პროცესი. შესაბამისად ვერ დგინდება რეალური სარგებელი, ზიანი ან შედეგი. ეს ფაქტი კი, კიდევ უფრო მეტად აყენებს ეჭვქვეშ არსებულ ვითარებას და იმას, რომ ჰესის აშენება ამ ტერიტორიაზე აუცილებელია.


„კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად „ნენსკრა ჰიდროს“ დაუკავშირდა. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ირინა პეტრიაშვილი აცხადებს, სახემწიფოს დაკვეთით შვეიცარიულმა კომპანიამ საქართველოს მასშტაბით ჩაატარა მიზანშეწონილობის შეფასებითი კვლევები, რომელთა შედეგადაც შეირჩა კაშხლის მქონე ჰესის ასაშენებლად მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ნენსკრას ხეობა. ასევე ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად ჩატარდა კომპლექსური კვლევები. შექმნილია ტყის საფარის აღდგენის სპეცილური გეგმაც.


პეტრიაშვილი გამარტავს, რომ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ იყო ინიცირებული და სახელმწიფო ენერგოსისტემის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, ჰესის მთავარი დანიშნულება კი ელექტროენერგიის იმპორტის საგრძნობლად შემცირებაა.


„კომერსანტის“ კითხვაზე სად აპირებს კომპანია ალერნატიული ტყის საფარის აღდგენას, ირინა პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ კომპანია ჯერჯერობით დეტალებს არ ასაჯაროებს.
როგორც ცნობილია, სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია Salini Impregilo ქართულ კონტრაქტორ სამშენებლო კონსორციუმთან GCC ერთად ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია.


ავტორი: სალომე ლემონჯავა 



გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიტპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.„ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“- აღნიშნა...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...

McDonald's -ი „ჰეფი მილის“ მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს - განახლდება თუ არა საბავშვო მენიუ საქართველოში?

person access_time2018-02-16 19:25:00
McDonald's-ი  საბავშვო მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს. interfax.ru-ს ინფორმაციით, ამერიკულმა McDonald's Corp-მა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო გადაწყვიტა, რომ საბავშვო მენიუ უფრო ჯანმრთელი და დაბალანსებული იყოს.     ცვლილებები  აშშ-ში უკვე 2018 წლიდან  დაიწყება, 2022 წლის ბოლომდე  კი მენიუს გადახალისება  ყველა იმ ქვეყანაში მოხდება, სადაც McDonald's-ის ქსელის...


მსგავსი სიახლეები