WPP-ს დირექტორი: Amazon-ი Google-ისა და Facebook-ის დომინანტობას დაასრულებს

access_time2018-01-28 12:19:37

უმსხვილესი სარეკლამო კომპანიის, დაბლიუ პიპის (WPP) აღმასრულებელი დირექტორი სერ მარტინ სორელის განცხადებითAmazon-ი მალე დაასრულებს Google-ისა და Facebook-ის დომინანტურ მდგომარეობას ციფრული რეკლამის ბაზარზე. ეს განცხადება სორელმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

 

როგორც მარტინ სორელმა სესიაზე განმარტა, Amazon-ი Google- იმ თვალსაზრისით უქმნის საფრთხეს, რომ საძიებო სისტემაში პროდუქტის ძიებისას შედეგების 55% სწორედ ონლაინ გაყიდვების გიგანტზე მოდის.

 

მიუხედავად ამისა, Amazon-ის საბაზრო წილი, ჯერჯერობით, Google-ისა და Facebook-ის დუოპოლიასთან ახლოსაც ვერ მივა-  Google- ის შემოსავალი რეკლამიდან დაახლოებით 100 მილიარდი დოლარია, Facebook- ის კი  40 მილიარდი დოლარი, ხოლო ამაზონის - მხოლოდ 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.


 

თუმცა, მარტინ სორელის განცხადებით, ეს მაჩვენებელი სწრაფად მზარდია. მან საკუთარი კომპანიის მიერ გაკეთებული პრიორიტეტების მაგალითიც მოიყვანა.


თუკი შარშან სარეკლამო დაკვეთებიდან 5 მილიარდი დოლარი Google- ის პლატფორმაზე წავიღეთ, ხოლო 2 მილიარდი - Facebook-ზე, Amazon-ისთვის მხოლოდ 200 მილიონი დოლარი დავხარჯეთ, მაგრამ წელს ამ პლატფორმაზე უკვე 300 მილიონის დახარჯვას ვგეგმავთ,-განაცხადა WPP-ს დირექტორმა.





„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები