მთის კურორტების განვითარების კომპანიასა და საფრანგეთის ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის ეროვნულ სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2018-01-24 12:59:24


ქალაქ  შამონიში,  საქართველოს   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და საფრანგეთის ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის ეროვნული სკოლის (ENSA, Ecole Nationale de Ski et d’Alpinisme) დირექტორმა ერვე ჟოსერონმა ხელი მოაწერეს ENSA-სა და საქართველოს „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას“ შორის თანამშრომლობის შეთანხმებას.


ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ საფრანგეთში საქართველოს  ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს მთის გიდთა ასოციაციის თავმჯდომარე და კონსორციუმ „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის“ გამგეობის წევრი დათუნა რაქვიაშვილი და თბილისის მედიათეკების გაერთიანების დირექტორი  გურამ ნიკოლაშვილი.

 

ENSA-სთან თანამშრომლობა, საქართველოში სამთო ტურიზმის განვითარებისა და ამ სფეროში საფრანგეთის მხარის გამოცდილების დანერგვის მიზნით, საფრანგეთში საქართველოს საელჩომ ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, როდესაც  ეკატერინე სირაძე-დელონე ეწვია შამონის და შეხვდა სკოლის ხელმძღვანელობას. 2016 წლის ივნისიდან  საელჩომ,მთის კურორტების განვითარების კომპანიასა და საქართველოს სამთო გიდთა ასოციაციასთან თანამშრომლობით დაიწყო კონსულტაციები ENSA-სთან საქართველოში მთის გიდების საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებასა და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავებაში დახმარებასთან დაკავშირებით. პარალელურად, ორმხრივი შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საფრანგეთის სპორტის სამინისტროსთან, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება ENSA.


 

ENSA უნიკალური დაწესებულებაა, რომელიც მოიცავს მთის სფეროში სწავლებისა და ექსპერტიზის სრულ პალიტრას. სკოლა წვრთნის და ამზადებს ალპური ზონის სათხილამურო ინსტრუქტორებს, მთის გიდებს, პარაგლაიდინგის სპეციალისტებს, ალპური ზონის მაშველ პატრულებს. მას სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს, აგრეთვე, მაღალმთიან და ალპურ ზონებთან დაკავშირებული იურიდიული ექსპერტიზის და და სამედიცინო კვლევის ფუნქციები. ENSA, ასევე, ითავსებს მთის სპორტის სახეობათა უმაღლესი საბჭოს (Conseil Supérieur des Sports de Montagne) მუდმივი სამდივნოს ფუნქციებსაც.

 

ENSA-ს მნიშვნელობას საქართველოსათვის ზრდის ის ფაქტიც, რომ სკოლა და მისი სასწავლო პროგრამები მნიშვნელოვანწილადაა ორიენტირებული საერთაშორისო თანამშრომლობისაკენ და სკოლა ყოველწლიურად ამზადებს ასობით უცხოელ მოთხილამირესა და ალპინისტს. ეს მხოლოდ ალპების რეგიონს (საფრანგეთი, შვეიცარია, გერმანია, ავსტრია, იტალია და სლოვენია) არ შეეხება, სადაც გეოგრაფია აუცილებელს ხდის ალპების მოსაზღვრე სახელმწიფოების თანამშრომლობას.  ENSA-ს მჭიდრო კონტაქტები აქვს ასევე ანდებისა და ჰიმალაის მიმდებარე სახელმწიფოების სასწავლო დაწესებულებებთან და პროფესიულ ასოციაციებთან და სწავლების გარკვეულ ნაწილს ის ინგლისურ ენაზეც ახორციელებს.

 




„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები