დიმიტრი ქუმსიშვილი: „ვირტუალური რეალობის სტენდები საქართველოს ტურისტულ ცენტრებში დაინერგება“

access_time2018-01-22 16:46:59

მადრიდში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „FITUR 2018" საქართველოს სტენდის დასათვალიერებლად მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ვირტუალური რეალობის სათვალეების საშუალებით ემოგზაურათ. როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მადრიდის გამოფენაზე აღნიშნულ ტექნოლოგიურ სიახლეს პირადად გაეცნო და მისი შესაძლებლობებიც გამოსცადა.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აპლიკაცია ქართულ ტურისტულ კომპანიებს გაყიდვებში დაეხმარება. „როდესაც რომელიმე ტურს უკეთებთ მარკეტინგს, ამას თქვენ მხოლოდ სიტყვიერად კი არ აკეთებთ, არამედ აპლიკაციის მეშვეობით - დაინტერესებულ პირს პრაქტიკულად აჩვენებთ და ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში დავნერგავთ ამ ტექნოლოგიას, რათა ჩვენს სტუმრებს აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეთ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვირტუალური რეალობის სათვალის შესაძლებლობებთან გაცნობის შემდეგ.

 


 

მადირიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარმოდგენილი ინოვაციური პროექტი კომპანია VRex Immersive-მა მოამზადა, ვირტუალური რეალობის სათვალის გამოყენებით შესაძლებელია როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის რეჟიმში გადასვლა. პროექტში გამოყენებული საქართველოს 100-ზე მეტი ტურისტული ადგილის შესახებ ვიდეო-რგოლი 360 გრადუსიანი ხედვის მქონე, უახლესი ტექნოლოგიების კამერებით არის გადაღებული.

 

 

 

 



3000-მდე ევრო გერმანიის დატოვების სანაცვლოდ - რას სთავაზობს ოფიციალური ბერლინი საქართველოს მოქალაქეებს

person access_time2018-02-22 18:33:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP). პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში...

„საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელი არ უნდა გავრცელდეს, ბანკებს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“

person access_time2018-02-22 20:05:16
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.  სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის. როგორც  „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ...

„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“

person access_time2018-02-22 15:00:16
„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“ -ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ   გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.   ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და...

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორი - დოკუმენტში ძირეული ცვლილებები არ იქნება

person access_time2018-02-22 16:38:52
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.  სალუქვაძის განმარტებით, ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია, ამიტომ გენგეგმაში ძირეული ცვლილებებიც არ იქნება.  „შენიშვნა თუ არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, ბუნებრივია, ეს არც იქნება. იქ იყო რიგი საკითხების დაზუსტებები, დაკონკრეტება და...

მაღალი ტარიფები თბილისის აეროპორტში - TAV Georgia Ryanair-ს პასუხობს

person access_time2018-02-22 13:55:32
„ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, რომელიც ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ასე ეხმაურება „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანია Ryanair-ის  მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელ  ნილ ოკონერმის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.   „ტავ...


მსგავსი სიახლეები