თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე - „სამარშრუტო ტაქსების ოპერატორებს სანებართვო პირობების შესრულება მკაცრად მოეთხოვებათ“

access_time2018-01-16 11:39:41

სამარშრუტო ტაქსების ოპერატორებს სანებართვო პირობების შესრულება მკაცრად მოეთხოვებათ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „მოამბეს" განუცხადა. როგორც მერიაში აცხადებენ, მოქალაქეთა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების უზრუნველყოფა პრიორიტეტია.

 

 

მაია ბითაძის თქმით, მიმდინარე კვირაში მიკროავტობუსების ოპერატორებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც სანებართვო პირობების შესრულების ვალდებულებაზე ისაუბრებენ. ასევე, მერიაში აცხადებენ, რომ იგეგმება აღსრულების მექანიზმების გააქტიურება და გამკაცრება.

 

 

,,ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოების ზომების გამკაცრება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მერიამ დააანონსა, რომ წლევანდელი წელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესებას მიეძღვნება. შესაბამისად, მერია გეგმავს ავტობუსების პარკის განახლებას, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა უფრო კომფორტულად იმგზავრონ", - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

როგორც "მოამბესთან" ინტერვიუში თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, შემუშავებულია ძალიან მკაფიო და მკაცრი პოლიტიკა იმ სამარშრუტო ტაქსების კომპანიებთან მიმართებით, რომლებიც ოპერირებენ დედაქალაქში. ბითაძის თქმით, ის უკმაყოფილება, რაც მოქალაქეებს აქვთ, ბუნებრივი და ადეკვატურია.

 

 


„ჩვენი პოლიტიკა სამარშრუტო კომპანიების ოპერატორებთან მიმართებაში ერთმნიშვნელოვნად ძალიან მკაცრია. ჩვენ მომავალ კვირასაც განმეორებით ვგეგმავთ კომპანიების მფლობელებთან შეხვედრას, რათა მათ იცოდნენ ჩვენი პოზიცია, თუ რა მოთხოვნები ექნება მერიას სანებართვო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. სანებართვო პირობები, მათ შორის, მოიცავს მგზავრთა უსაფრთხოებას და მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ბერკეტი, რომელიც ითვალისწინებს სანებართვო პირობების გათვალისწინებას. ამ ეტაპზე სულ ოთხი კომპანია ოპერირებს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების მიერ არ იქნება ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებული, ჩვენ გავატარებთ მკაცრ, კანონმდებლობით და სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს", - განაცხადა ბითაძემ.

 

 

მაია ბითაძემ მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, მოძრაობის წესების დარღვევა ქმნის პრობლემებს არა მგზავრთა კომფორტული გადაადგილების, არამედ უსაფრთხოების კუთხით.

 

 

„ჩვენ გვექნება დამატებითი კონსულტაციები კომპანიების წარმომადგენლებთან, რათა მათ მოთხოვონ მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესების დაცვა. ამ შემთხვევაში, ეს არის ჩვეულებრივი კანონდარღვევა და ვფიქრობთ, რომ საპატრულო პოლიციასთან ერთად შევძლებთ, წესრიგში მოვიყვანოთ ოპერატორები. რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, ძალიან ბევრი რამე არის დადგენილი კანონით და სანებართვო პირობებით. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკაა, რომ აღსრულების ნაწილში ვიყოთ ძალიან მომთხოვნები. ვიქნებით ძალიან მკაცრები ყველა ლიცენზიის მფლობელის მიმართ, რომელიც ოპერირებს მერიის ქვეშ. ეს არის ჩვენი მკაფიო ხედვა, რომელიც არ გადაიხედება", - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

1tv.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 



3000-მდე ევრო გერმანიის დატოვების სანაცვლოდ - რას სთავაზობს ოფიციალური ბერლინი საქართველოს მოქალაქეებს

person access_time2018-02-22 18:33:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP). პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში...

„საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელი არ უნდა გავრცელდეს, ბანკებს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“

person access_time2018-02-22 20:05:16
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.  სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის. როგორც  „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ...

„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“

person access_time2018-02-22 15:00:16
„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“ -ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ   გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.   ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და...

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორი - დოკუმენტში ძირეული ცვლილებები არ იქნება

person access_time2018-02-22 16:38:52
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.  სალუქვაძის განმარტებით, ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია, ამიტომ გენგეგმაში ძირეული ცვლილებებიც არ იქნება.  „შენიშვნა თუ არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, ბუნებრივია, ეს არც იქნება. იქ იყო რიგი საკითხების დაზუსტებები, დაკონკრეტება და...

მაღალი ტარიფები თბილისის აეროპორტში - TAV Georgia Ryanair-ს პასუხობს

person access_time2018-02-22 13:55:32
„ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, რომელიც ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ასე ეხმაურება „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანია Ryanair-ის  მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელ  ნილ ოკონერმის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.   „ტავ...


მსგავსი სიახლეები