ირაკლი კოვზანაძე - „ჩვენი მთავარი მიზანია ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე საფინანსო-საბანკო ბაზრის არსებობა, რომლის მიმართაც მოსახლეობას მაღალი ნდობის ხარისხი ექნება“

ირაკლი კოვზანაძე - „ჩვენი მთავარი მიზანია ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე საფინანსო-საბანკო ბაზრის არსებობა, რომლის მიმართაც მოსახლეობას მაღალი ნდობის ხარისხი ექნება“

access_time2018-01-12 18:12:53

საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, წლებია საქართველოს მოსახლეობის მხრიდან, ისევე როგორც ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან ხშირად გაისმოდა პრეტენზიები კომერციული ბანკების და სხვა საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებით. უკმაყოფილებები ეხებოდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ხარისხს, საბანკო დაწესებულებების და ე.წ. ,,საბანკო ჰოლდინგების მიერ ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობას, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას.

 

 

გასული წლის დეკემბერის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მრავალთვიანი განხილვის და მსჯელობის შედეგად მიიღო მთავრობის მიერ ინიცირებული კანონთა პაკეტი რომელიც აღნიშნული საკითხების მოწესრიგებას და დარეგულირებას ემსახურება. კანონის მიღებას წინ უსწრებდა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წიაღში დაახლოებით ექვს თვიანი სკურპულოზური მუშაობა, მსჯელობა, კამათი და პოზიციათა შეჯერება. პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს პრეზიდენტმა 11 იანვარს ხელი მოაწერა აღნიშნულ კანონებს.

 


ირაკლი კოვზანაძის განცხადებით - ,,მოცემული საკანონმდებლო აქტებით დარეგულირდება რამოდენიმე მიმართულება. კერძოდ:

 


• საკანონმდებლო დონეზე მოხდა ე.წ. ,,საბანკო ჰოლდინგს გამიჯვნა კომერციული ბანკებისაგან და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცა უფლებამოისილება და დაეკისრება პასუხისმგებლობა რეგულირება და ზედამხედველობა განახორციელოს არა მხოლოს ცალკე აღებულ საბანკო დაწესებულებაზე არამედმთლიანად იმ ,,ჰოლდინგზე თუ ფინანსურ ჯგუფზე რომელთანაც დაკავშირებვულია, აფილირებულია ესა თუ ის კომერციული ბანკი. სებ-ს მიეცა უფლება მიიღოს ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია, განახორციელოს კონსოლიდირებული ზედამხედველობა, აუცილებლობის შემთხვევაში მოთხოვოს ჯგუფში შემავალი ბანკის და სხვა იურიდიული პირების გამიჯვნა, გამოიყენოს ფინანსური თუ სხვა სანქციები;

 


• საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა მიკროსაფინანსო და სხვა საკრედიტო ორგანიზაციების, ასევე იმ ორგანიზაციების რომლებიც ამა თუ იმ ფორმით მოსახლეობისგან მოიზიდავენ ფულად სახსრებს და გასცემენ სესხებს, საქმიანობის და რეგულირების ჩარჩოები. სებ-ს მიეცა ყველა საჭირო უფლებამსილება რათა ამ სფეროზე მან განახორციელოს ისეთივე პრინციპებით ზედამხედველობა, როგორსაც ის ანხორციელებს კომერციულ ბანკებზე. ანუ ეს სფეროც ეროვნული ბანკის სრული პასუხისმგებლობის ქვეშ გადავიდა.

 



• საკანონმდებლო დონეზე მოხდა კომერციული ბანკის მენეჯმენტის, აქციონერების, ადმინისტრატორების პასუხისმგებლობის განსაზღვრა, რათა მათ არ გამოიყენონ თანიანთი სამსახურეობრივი ინფორმაცია და მდგომარეობა საკუთარი ინვესტიციების, სხვა ბიზნესის, თუ ბანკთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული სხვა იურიდიული პირის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩასაყენებლად. ამ მიმართულებითაც სებ-ს მიეცა მთელი რიგი ინსტრუმენტები რათა განახორციელოს სათანადო კონტროლი.

 


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის შეფასებით - ,,მოცებული კანონთა პაკეტი ემსახურება იმ მიზანს, რომ საფინანსო-საბანკო ბაზარზე კონკურენცია იყოს ჯანსაღი და გამჭვირვალე, მომხმარებელთა უფლებები იყოს დაცული, ყველას ერთნაირად, თანაბარ პირობებში ქონდეს წვდომა ფინანსურ რესურსებზე, კომერციული ბანკის აქციონერებმა, მენეჯერებმა, ადმინისტრატორებმა საკუთარი მდგომარეობა არ გამოიყენონ სხვათა საზარალოდ, გამოირიცხოს ბანკებთან აფილირებული სტრუქტურების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების პრაქტიკა, ხოლო მიკროსაფინანსო და სხვა საკრედიტო დაწესებულებების, ორგანიზაციების კლიენტურა იყოს იმავე დონეზე დაცული როგორც ეს კომერციულ ბანკებშია

 


,,საქართველოს პარლამენტის საფინანო-საბიუჯეტო კომიტეტი განახორციელებს მკაცრ და პერმანენტულ საპარლამენტო კონტროლს მოცემული კანონის აღსრულებაზე. ჩვენ სკურპულოზურად შევისწავლით იმ კანონქვემდებარე აქტებს რომლებსაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს ეროვნული ბანკი აღნიშნული მიმართულებებით, პერიოდულად მოვითხოვთ ინფორმაციებს და ჩავატარებთ საკომიტეტო მოსმენებს - აღნიშნავს ირაკლი კოვზანაძე.

 


,,კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე საფინანსო-საბანკო ბაზრის არსებობა, რომლის მიმართაც მოსახლეობას მაღალი ნდობის ხარისხი ექნება - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ი. კოვზანაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები