აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო წრეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

access_time2018-01-11 12:32:54

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამეცნიერო წრეებთან გამართულ მორიგი შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო ხედვასა და მეთოდებზე იმსჯელეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ხელმძღვანელობდა.

 

„ჩვენი მიზანია, კომპლექსური მიდგომით და ყველა დაინტერესებულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით ვმართოთ მავნებლის პოპულაცია, მინიმუმამდე შევამციროთ მოსავლის დანაკარგები და ეკონომიკური ზარალი, - განაცხადა იური ნოზაძემ.

 

შეხვედრის მონაწილეებს მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო ხედვის ძირითადი პრინციპები სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა წარუდგინა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანას გავრცელების რეგულირება შესაძლებელია სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით. მავნელთან ბრძოლის პროცესში ჩართული იქნება სხვადასხვა სტრუქტურა, ხოლო ფერმერების ინფორმირებულობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, სამინისტრო აქტიურ საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობას განახორციელებს. 2018 წლის სტრატეგიულ ხედვაში, რომელიც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ქართველი და უცხოელი სამეცნიერო წრეების და ბიზნესსექტორის ჩართულობით მომზადდა, გათვალისწინებულია მავნებელთან ბრძოლისთვის გადაუდებელი ღონისძიებები: ქიმიური მეთოდების გამოყენება და, პარალელურად, ბიოლოგიურ მეთოდებზე მუშაობა; ლაბორატორიული კვლევების დაწყება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ღონისძიებების გატარების პროცესში მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების საკითხების გათვალისწინება, რაზეც სამინისტრო სამეცნიერო წრეებთან აქტიურად ითანამშრომლებს.


 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 



დავით მესხიშვილი: მთაწმინდაზე მთლიანად ქედის დემონტაჟია დაგეგმილი

person access_time2018-02-23 19:20:53
თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე კლდეზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ კადრებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ მიმდინარე სამუშაოები საფრთხის შემცველია. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, მთაწმინდის ქედის ნგრევის აქტიური სამუშაოები დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. ჩვენ გუშინ ადგილზე ვნახეთ ეს პროცესი და უკიდურესად მძიმე სიტუაცია, რადგან მეწყერსაშიში ზონებია და აქ...

მამუკა ხაზარაძე : „ანაკლია სითის“ განაშენიანების პრიორიტეტი საწარმოო, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება

person access_time2018-02-23 18:30:51
 „ანაკლია სითიმ“ ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის კვლევის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია BuroHappold Engineering-ი წარადგინა. კომპანიას დაევალება მოამზადოს ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა. ღონისძიება, რომელსაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნნენ, „ანაკლია სითის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გახსნა.   როგორც "ანაკლია სითის" დამფუძნებელმა მამუკა...

აშშ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებს ზღუდავს

person access_time2018-02-23 20:00:58
შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს, რომ „ამერიკის მტრების წინააღმდეგ სანქციებით ზემოქმედების“ კანონი (CAATSA) ეფექტური იყოს.  ამისათვის ქვეყნის მთავრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არ აწარმოონ ბიზნესი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. „მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს ყველა მისიას დავუგზავნეთ შეტყობინებები. მათ უკვე ჩაუტარდათ ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა...

დასანგრევია თუ არა ახალი შენობები - დეველოპერები სეისმოლოგებს და გეოლოგებს პასუხობენ

person access_time2018-02-23 17:12:52
სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.  გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოტური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას,...

სარესტორნო ბიზნესის მთავარი გამოწვევა მომსახურების ხარისხია

person access_time2018-02-23 16:00:34
დღეს სარესტორნო  ბიზნესი საქართველოში სწრაფად განვითარებადი სფეროა, თუმცა მიუხედავად ასეთი მზარდი ტრენდისა, მომსახურების პრობლემა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.  რატომ დგას ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ  სერვისი და ხარისხი? რა შეიძლება რესტორნის დახურვის მიზეზი გახდეს და რა უნდა გააკეთოს რესტორატორმა საკუთარი ნიშის მოპოვებისთვის, „კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად თავად რესტორატორებს დაუკავშირდა. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ყოველწიურად იზრდება...


მსგავსი სიახლეები