თბილისის მერია ბაღების კვებით მომსახურებისთვის ერთთვიან ხელშეკრულებას შპს „ნილს“ უფორმებს

access_time2018-01-11 10:09:55

თბილისის მერია საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებისთვის ერთთვიან ხელშეკრულებებს აფორმებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კვებითი მომსახურებისთვის ხელშეკრულება შპს „ნილთან“ გაფორმდება.


ბენდელიანის თქმით, სხვა პრეტენდენტებისგან განსხვავებით, შპს „ნილის“ შეთავაზება მერიისთვის მისაღები მომსახურების დაბალი ღირებულების გამო გახდა.


„როგორც იცით, დედაქალაქის მერიას ბაღების კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. შესყიდვის პროცედურა ორ ნაწილად იყო გაყოფილი, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე არსებული საბავშვო ბაღებისთვის. ერთ ნაწილში, მარცხენა სანაპიროზე არსებულ ბაღებთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით. სამი პრეტენდენტი იყო და ვერც ერთმა ვერ დააკმაყოფილა ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისად, ამ ნაწილში შევარჩიეთ, იმ პრეტენდენტებიდან ერთ-ერთი, ვისაც უმცირესი ფასი ჰქონდა წარმოდგენილი. ეს არის კომპანია „ნილი“ და მასთან მოხდება ერთთვიანი ხელშეკრულების გაფორმება. რაც შეეხება მარჯვენა სანაპიროზე არსებულ საბავშვო ბაღებს ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების ეტაპი. აქ არ არის შეწყვეტილი ტენდერი, მაგრამ იმის გამო, რომ საბავშვო ბაღებში სწავლა უნდა დაიწყოს 15 იანვარს, ვიხელმძღვანელეთ იგივე პრინციპით. ამ ტენდერშიც შპს „ნილის“ ფასი იყო შედარებით დაბალი, ამიტომ მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ საბავშვო ბაღებსაც ერთი თვის განმავლობაში შპს „ნილი“ მოემსახურება, ბავშვების კვებას რომ რაიმე საფრთხე არ შეექმნას. აღნიშნული კომპანია შევარჩიეთ იმის გამო, რომ მას კვებით მომსახურების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ეს ინფორმაცია ატვირთულიც არის ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ამავე დროს, ჩვენი უმთავრესი კრიტერიუმის გამოც - დაბალი ფასისთვის.


დღეის მდგომარეობით გაფორმებული ერთთვიანი ხელშეკრულებების მიხედვით, კომპანია „ნილის“ მომსახურება 4,5 მილიონი ლარს შეადგენს. „ნილი“ ერთი თვის განმავლობაში 171 ბაღს მოემსახურება მთელი დედაქალაქის მასშტაბით“, - აღნიშნა ბენდელიანმა.



თბილისის მერის მოადგილე ადასტურებს, რომ შპს „ნილს“ ასევე მოგებული აქვს უფასო სასადილოების კვებით მომსახურების ტენდერიც, თუმცა, ბენდელიანი განმარტავს, ამ ტენდერში გამარჯვებული მხოლოდ შპს „ნილი“ არ არის.


„დავაზუსტებ, რომ მხოლოდ „ნილი“ არ არის თბილსიის 10-ვე რაიონის მუნიციპალური სასადილოების კვებით მომსახურების ტენდერში გამარჯვებული, არიან სხვა კომპანიებიც. ყველგან „ნილი“ რომ არ არის გამარჯვებული, ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ამასთანავე, ტენდერები არის მაქსიმალურად გამჭვირვალე“, - განაცხადა ბენდელიანმა.


თბილისის მერის მოადგილე უარყოფს ინფორმაციას, რომ კომპანია „ნილთან“ დაკავშირებით პროკურატურაში საქმის წარმოება მიმდინარეობს. როგორც ის აღნიშნავს, 2017 წელს, პროკურატურას გიორგი ვაშაძემ მიმართა უფასო სასადილოებში კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესასწავლად, თუმცა, ეს არ ეხებოდა კომპანია „ნილს“.


„ჩემი ინფორმაციით, პროკურატურაში მიმდინარეობს საქმის წარმოება სასადილოების კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით შედეგები არ არის. მაგრამ ეს საქმის წარმოება არ არის კონკრეტულად „ნილთან“ დაკავშირებით. ვისი პასუხისმგებლობა დადგება, ან დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა საერთოდ, ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.



ipn.ge



დავით მესხიშვილი: მთაწმინდაზე მთლიანად ქედის დემონტაჟია დაგეგმილი

person access_time2018-02-23 19:20:53
თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე კლდეზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ კადრებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ მიმდინარე სამუშაოები საფრთხის შემცველია. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, მთაწმინდის ქედის ნგრევის აქტიური სამუშაოები დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. ჩვენ გუშინ ადგილზე ვნახეთ ეს პროცესი და უკიდურესად მძიმე სიტუაცია, რადგან მეწყერსაშიში ზონებია და აქ...

მამუკა ხაზარაძე : „ანაკლია სითის“ განაშენიანების პრიორიტეტი საწარმოო, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება

person access_time2018-02-23 18:30:51
 „ანაკლია სითიმ“ ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის კვლევის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია BuroHappold Engineering-ი წარადგინა. კომპანიას დაევალება მოამზადოს ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა. ღონისძიება, რომელსაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნნენ, „ანაკლია სითის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გახსნა.   როგორც "ანაკლია სითის" დამფუძნებელმა მამუკა...

აშშ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებს ზღუდავს

person access_time2018-02-23 20:00:58
შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს, რომ „ამერიკის მტრების წინააღმდეგ სანქციებით ზემოქმედების“ კანონი (CAATSA) ეფექტური იყოს.  ამისათვის ქვეყნის მთავრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არ აწარმოონ ბიზნესი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. „მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს ყველა მისიას დავუგზავნეთ შეტყობინებები. მათ უკვე ჩაუტარდათ ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა...

დასანგრევია თუ არა ახალი შენობები - დეველოპერები სეისმოლოგებს და გეოლოგებს პასუხობენ

person access_time2018-02-23 17:12:52
სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.  გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოტური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას,...

სარესტორნო ბიზნესის მთავარი გამოწვევა მომსახურების ხარისხია

person access_time2018-02-23 16:00:34
დღეს სარესტორნო  ბიზნესი საქართველოში სწრაფად განვითარებადი სფეროა, თუმცა მიუხედავად ასეთი მზარდი ტრენდისა, მომსახურების პრობლემა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.  რატომ დგას ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ  სერვისი და ხარისხი? რა შეიძლება რესტორნის დახურვის მიზეზი გახდეს და რა უნდა გააკეთოს რესტორატორმა საკუთარი ნიშის მოპოვებისთვის, „კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად თავად რესტორატორებს დაუკავშირდა. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ყოველწიურად იზრდება...


მსგავსი სიახლეები